კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის ბორის ბედია სუსტი სქესისგან დაწყევლილი და ვისთან ჩახუტებით თბებოდა ის #16

ბოლო პერიოდში მომღერალი ბორის ბედია, მისი დისგან, სოფო ბედიასგან განსხვავებით, არსად ჩანს. ერთი პერიოდი უცხოეთშიც აპირებდა წასვლას და კარიერის იქ გაგრძელებას, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, დროებით გადაიფიქრა. საუბრიდან გამომდინარე, ამ ქვეყანაში მისი ნიჭი დაუფასებელია და როგორც თავად ამბობს, უცხოეთის ნებისმიერ ქვეყანაში რომ დაბადებულიყო, იქ ახლა დიდ სცენაზეც მიაღწევდა წარმატებას, გაცილებით ლაღი ცხოვრებაც ექნებოდა და სიმღერის ხალისიც.
ბორის ბედია: ადვილი, ლაღი და მშვიდი ცხოვრება ნამდვილად არ გამომივლია. „პერესტროიკა“, ომები, გაჭირვება – ეს ყველაფერი ვნახე და შემეხო. მე იმ თაობას მივეკუთვნები, რომელიც დაიკარგა. დამოუკიდებლობას ვყვიროდით და ბოლოს „დაკიდებულები“ აღმოვჩნდით. მახსოვს, მე, დედა და სოფო ისე გაჭირვებულად ვცხოვრობდით, ხშირად ჩახუტებით ვთბებოდით. მიუხედავად ყველაფრისა, გენეტიკამ თავისი გაიტანა და მეც და სოფოც, ასე თუ ისე წარმატებულად გამოვჩნდით საზოგადოებაში.
– თუმცა, სოფო დღეს კონცერტებსა თუ სატელევიზიო შოუებში აქტიურად ჩანს, რასაც შენზე ვერ ვიტყვით...
– მართალია, სოფო აქტიურად ჩანს, მაგრამ მე ვერ „გადამიჯოკრავს“. ახალგაზრდები ვართ და „გადაჯოკვრა“ ჯერ კიდევ წინაა (იცინის). მე აპოლიტიკური ვარ –  არ შემიძლია რაღაცის ან ვიღაცის გამო დავიჭირო მიკროფონი და ქება-დიდება შევასხა სცენიდან.
– სოფო, პოლიტიკურია?
– არა, ვერ ვიტყვი, რომ პოლიტიკურია, მაგრამ მათ კონცერტებზე ხომ მღერის?  იცით, რა გამახსენდა? ბავშვობაში სულ ვჩხუბობდით – ხან თმებით ვჩეჩავდი და ხან ვამუჯლუგუნებდი (იცინის). ერთ კლასში ვიყავით, ვთხოვე, გადამაწერინე მათემატიკის საკონტროლო-მეთქი. არაო და ხელი დააფარა რვეულს. აი, მაშინ კი მივუმუჯლუგუნე კარგად (იცინის). სოფოც ჯიბრიანია და მეც, არ ვუთმობდით ერთმანეთს. სულ ვეუბნებოდი, ნამდვილი „თხის რქა” ხარ, რქებით მოდიხარ, მე კიდევ „მორიელი“ ვარ და ისე გიკბენ, მოგშხამავ, თავი დამანებე-მეთქი (იცინის). ასე რომ, ხშირად ირქინებოდა სოფო და მე კიდევ, ვიკბინებოდი. მაგრამ, თუ ვინმე ბიჭი გაეპრანჭებოდა, მე და სოფო ერთად ვურჩევდით საქმეებს. კარგად „დავაფინგალებდით” და ისე ვუშვებდით. ამაში, ნამდვილი გიჟი ძმა ვიყავი, სოფოს ვერავინ აწუხებდა. ბავშვობაში ვცეკვავდით და მინდა, გითხრათ, ხელების გაშლა და ფეხის გასმაც, კარგად გამომდიოდა (იცინის). კარგ ფორმაშიც ვიყავი, გამხდარი და განსაკუთრებით, „ოსური“ გამომდიოდა კარგად. თუმცა, უფრო ცეცხლოვანი ცეკვები მიყვარდა და ალბათ, ესეც ჩემი გენეტიკის ბრალია. თან, ეპატაჟური ვარ და სწრაფად მოქმედება მიყვარს, მიხდება კიდეც (იცინის). მოკლედ, მერე მივხვდი, ფეხის გასმით ფულს ვერ ვიშოვიდი და ჩავაბარე პედაგოგიურზე – სულ ცეკვა-სიმღერით დავამთავრე.
– ეს ეპატაჟურობა მხოლოდ ფეხის გასმაში გამოიხატება?
– არა, რატომ? – თამადობაშიც!  მაგრამ, ვერასდროს ავიღებ თამადობაში ფულს.
– 10 ათასი დოლარი რომ შემოგთავაზონ, მაინც უარს იტყვი?
– მირჩევნია, 10 ათასი დოლარი სიმღერაში გადამიხადონ. კი ბატონო, ვიმღერებ, მაგრამ მიპატიჟებული თამადა ისეთ სუფრაზე, სადაც არავის ვიცნობ, ვერ ვიქნები. არ მიყვარს ჩუმად, კუთხეში ჯდომა, მირჩევნია, ყურადღების ცენტრში ვიყო.  რა ვქნა, მიყვარს, როცა ყურადღების ცენტრში ვარ და არც მაკლია. თუმცა, რატომ, არ ვიცი (იცინის). ალბათ, ასეთი აურა მაქვს.
– და მეგრული სითამამის ბრალი არ არის?
– რა თქმა უნდა, ამის ბრალიცაა (იცინის). თუმცა, რაღაც მომენტში მორიდებულიც ვარ, მაგრამ, არა კომპლექსიანი და ჩაკეტილი. აი, თუ ქალი მომწონს, მასთან მორიდებული, ერთფეროვანი და მოკრძალებული ვერ ვიქნები. ყველანაირად ვეცდები, თავი მოვაწონო და თუ არაფერი გამოვიდა, გავჩერდები, სხვა რა გზაა (იცინის). ყველას მოსაწონი ხომ ვერ იქნები?  ასე რომ, ქალებთან და სცენაზე მორიდება არ „მოსულა“. თუმცა, ყველა ქალთან ერთნაირი ვერ ვიქნები. მისგან თუ არ მოდის გრძნობა, რამდენიც გინდა, იპრანჭე. თუ არ ვუნდივარ, მაგის დედაც ვატირე, არც მე მინდა და გავეცლები (იცინის). არ გავბრაზდები, ქალის მეტი რა არის, წავალ და სხვისთვის დავიხარჯები, რა პრობლემაა? შეიძლება რაღაც პერიოდში კაცმა ვერ დაინახოს, მაგრამ დროთა განმავლობაში, ყველა ქალი თვითონ „შიფრავს“ თავის თავს.
– ახლა, შეყვარებული არ ხარ?
– 33 წლის ვარ და შეყვარებული არ ვარ. დედა, სოფო და სამეგობრო „მჭამს,“ მოიყვანე ცოლიო. მაგრამ, ჯერ არ გამოჩნდა ჩემი მეორე ნახევარი და რა ვქნა?! ყოფილა შემთხვევა, შემყვარებია, ოჯახის შექმნაზეც დავფიქრდი. დილით კი გავიღვიძე მის გვერდით და მივხვდი, რომ ის არ იყო. ანუ, მივხვდი, რომ ასეთ ქალთან გაღვიძება აღარ მომინდებოდა. მე „ერთჯერად“ ქალს ვერ შევიყვარებ. რომ მივუხვდები ფარულ „ზრახვებს“ და  მივატოვებ, მერე მწყევლიან (იცინის). კი ვუშვებ ქალის წყევლას ასტრალში, მაგრამ უკან რომ დამიბრუნდეს, რა ვქნა? (იცინის).
– ანუ, როგორ ქალთან ერთად ვერ გაიღვიძებ?
– მატყუარა და ფარისეველი ქალის გვერდით ვერ გავიღვიძებ. არ მიყვარს ძალიან პრანჭია ქალები. მე მინდა, მან ჩემი ცხოვრებით იცხოვროს და თუ ამას მოახერხებს, ისეთ გარემოს შევუქმნი, თავი დედოფლად იგრძნოს. მეგრელები სხვანაირი დიპლომატიითა და ტემპერამენტით გამოვირჩევით. ეს დიპლომატია და ტემპერამენტი ქალებთანაც კარგად ჭრის. ერთ მეგრელ გოგოსთან მქონდა ურთიერთობა. დავშორდი, დამირეკა და ისე მწყევლა, ისე მწყევლა... არადა, წყევლის მეშინია და ვეხვეწებოდი, ნუ მწყევლი, გოგო, დედა შემაგინე, მირჩევნია-მეთქი (იცინის). ზოგადად, არ ვარ მკაცრი, შეიძლება ელარჯი და ღომი არ იცოდეს, მაგრამ მასთან ყოფნა მსიამოვნებდეს. შეიძლება, კარგად ზელს ცომსაც და ღომსაც, მაგრამ ცხოვრება გაგიმწაროს. ასეთ ქალთან ვერ ვიცხოვრებ. არ არის აუცილებელი, ჩემმა ცოლმა ელარჯები იცოდეს. მირჩევნია, ადამიანი იყოს, თბილი და მოსიყვარულე.
– ამბობენ, ძმის პირად ცხოვრებაში დები აქტიურად არიან ჩაბმულნიო. ამ მხრივ სოფო როგორია?
– სოფო არ არის ამ მხრივ მკაცრი, მაგრამ ხშირად, რაც მე ვერ შევამჩნიე ქალს, მან შეამჩნია და წინასწარ გამაფრთხილა. ერთი გოგო მომწონდა. ჩემს დაბადების დღეზე დავპატიჟე. სოფომ მითხრა, ეს გოგო არ გამოგადგება, „ჩათლახი“ გამოხედვა აქვსო. მეწყინა, ასე რატომ ამბობ, ხომ იცი, ამ გოგოსთან სერიოზული გრძნობა მაკავშირებს და დაგეგმილ ცხოვრებას რატომ მირევ-მეთქი. მე მითქვამსო. გავიდა რაღაც პერიოდი და მართალი აღმოჩდა. ისეთი რაღაცეები გავიგე მასზე, ნამდვილად არ იყო ჩემი ღირსი. ზოგადად, არ უნდა დაიწყო ქალმა ურთიერთობა ტყუილით. ჯობია, მითხრა სიმართლე და გაგიგებ, უფრო დაგაფასებ. „მოთამაშე“ და ფარისეველი ქალი ნამდვილად არ მჭირდება. რომ ვაკვირდები, რაღაცის გამორჩენის გამო, ყველა ყველას უღიმის. მე ასე არ შემიძლია. „უკანალის მოთამაშე“ არ ვარ. ამიტომ, ვერავის გავუღიმებ იმის გამო, რომ რაღაც მივიღო. ვერ მოვერგები ასეთ პოლიტიკას. ნაციონალებიდანაც, ოცნებიდანაც, იმიდანაც და ამიდანაც ვუყვარვარ ხალხს და ამის გამო, ნამდვილად ვერ გავხდები ვიღაცის მონა. რომ ვაკვირდები ამ ხალხს და ქვეყანას, ასი აღმაშენებელი რომ მოვიყვანოთ, არაფერი გვეშველება. საზოგადოება, საზოგადოებაო, რომ გაიძახიან, დამანახვეთ ერთი, სად არის საზოგადოება? მე ისეთ ადამიანებს, ვისთანაც არ მიხარია და ხასიათი მიფუჭდება, საზოგადოებას ვერ ვუწოდებ და ვერც ვუმღერებ.

скачать dle 11.3