კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა იწვევს საღათას ძილს და რისი „მოწმე“ გახდა ლეთარგიულ მდგომარეობაში მყოფი ქალი #16

ლეთარგიული ანუ საღათას ძილი – ავადმყოფობა თუ ამოუხსნელი ფენომენი, რომლის გამოც ძველად არაერთი ადამიანი დაუმარხავთ „ცოცხლად”. რა არის ცნობილი ამ მოვლენაზე, საღათას რამდენწლიანი ძილია გინესის რეკორდების წიგნში დაფიქსირებული და რა ამბავი მოხდა თბილისში, გასული საუკუნის 70-წლებში – ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება, პარაფსიქოლოგი, ქალბატონი თამარი:
– თბილისში, დეიდაჩემის მეზობლად, კერძო, ორსართულიან სახლში ცხოვრობდა ის ოჯახი და ამიტომაც ვიცი ამ ფაქტის შესახებ, თორემ თვითონ ცდილობდნენ, არ გახმაურებულიყო. მოკლედ, დიდი ზარ-ზეიმით მოყვანილმა რძალმა, კიდევ უფრო დიდი ბედნიერება მოუტანა ქალაქში საკმაოდ ცნობილ და შეძლებულ ოჯახს, როცა ულამაზესი გოგონა გააჩინა. თუმცა, ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა და რამდენიმე ხანში აჟრიამულებულ სახლში სიჩუმემ დაისადგურა. აღარც ბავშვი ჩანდა გარეთ და აღარც დედა, როცა მანამდე, დღეში ორჯრ მაინც ასეირნებდა ქალი ჩვილს სუფთა ჰაერზე... რაღაც ჩოჩქოლი კი იყო, ხალხი მიდი-მოდიოდა, მაგრამ თქმით არავინ არაფერს ამბობდა. მალე ბავშვი გარეთ ძიძამ გამოიყვანა. ზოგჯერ მას ბავშვის ბებიაც ახლდა თან, მაგრამ რძალი სად იყო, ამაზე არავინ არაფერს ამბობდა. მოკლედ, კი მალეს, მაგრამ დიდხანს მაინც არ დამალა ჭირმა თავი და ინფორმაციამ შინაურ წრეებში გაჟონა. თურმე ცოლ-ქმარს უჩხუბია და მოულოდნელად, ქალს გონება დაუკარგავს. მას მერე არის ასე უგონოდ, არც ფხიზლდება და არც კვდება. მშვიდად სძინავს და ექიმები ვერაფერს შველიან. ბოლოს დაადგინეს, ლეთარგიული ძილიაო და არავინ უწყოდა, როდის გაიღვიძებდა... ამასობაში 10 წელი გავიდა. ოჯახის უფროსი უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა – ფეხი დაუცდა და სახლში, შიდა კიბის საფეხურს ჩამოჰკრა თავი. გავიდა კიდევ ხუთი წელი და 16 წლის რომ ხდებოდა გოგონა, ტანაყრილი და დამშვენებული, განსაკუთრებული დაბადების დღე მოუწყო ოჯახმა. თუმცა, უფრო დიდი საჩუქარი თუ მოულოდნელობა, განგებამ მოუმზადა. დედამ გაიღვიძა და როცა ორივემ ერთად ჩაიხედა სარკეში, გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ ერთმანეთს...   
– მაშინ რა ცნობები ვრცელდებოდა ამ დაავადების თუ ფენომენის შესახებ?
– გინესის რეკორდების წიგნში დაფიქსირდა ოფიციალურად ცნობილი ყველაზე ხანგრძლივი ლეთარგიული ძილის ფაქტი. მიზეზად ოჯახური სკანდალი სახელდებოდა. ცოლ-ქმარმა იჩხუბა და შედეგად, ქალმა ოცი წლით დაიძინა (1954-1974). საერთოდ, ექიმები ირწმუნებიან, რომ ლეთარგიაში უმიზეზოდ არავინ ვარდება. მიზეზი შეიძლება, იყოს ძლიერი სტრესი ან ტკივილით გამოწვეული შოკი. მეორე გახმაურებული ფაქტი იმის შესახებ, რომ ქალმა მტკივნეული მშობიარობის გამო, 22 წლით დაიძინა, ძალიან ჰგავდა თბილისურ შემთხვევას, მხოლოდ ძილის ხანგრძლივობაში იყო განსხვავება. ორივეს ქალიშვილი ჰყავდა, დედა-შვილი ძალიან ჰგავდა ერთმანეთს და ორივემ ძალიან მალე აკრიფა ძილში განვლილი წლები. თუმცა, ის ქალი მალე დედაბერს დაემსგავსა და ხუთ წელიწადში გარდაიცვალა კიდეც. თბილისელმა კი გამოღვიძების მერე, კიდევ დიდხანს იცოცხლა. 
– რა შემთხვევაში ეწვევა ადამიანს საღათას ძილი?
– ლეთარგია ანუ საღათას ძილი ავადმყოფობაა, რომელიც ღრმა ძილს ჰგავს. მისთვის დამახასიათებელია უმოქმედობა, გარე გამაღიზიანებლებზე ურეაქციობა. სრულიად ჯანმრთელმა ადამიანმა შეიძლება, უცებ გონება დაკარგოს, დაიძინოს და ეს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღე ან წელი გაგრძელდეს. ძველად იმის გამო, რომ საღათას ძილი სიკვდილი ეგონათ, ხალხს ცოცხლად მარხავდნენ. ახლა კი უკვე ზუსტად შეიძლება იმის დადგენა, ადამიანი მოკვდა თუ ლეთარგიულ ძილშია. ეს სნეულება პირველად 1916 წელს დაფიქსირდა. ათ წელიწადში ელვისებურად გავრცელდა მთელ მსოფლიოში. მაშინ არ შეეძლოთ ასეთი ავადმყოფების მკურნალობა, ახლა კი შესაძლებელია, მისი გამოკვება და დროთა განმავლობაში, ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნება.
– ამასთან დაკავშირებით, გამახსენდა ცნობილი ფაქტია, ნიკოლაი გოგოლის შესახებ, პათოლოგიურად რომ ეშინოდა ცოცხლად დამარხვის... წლების შემდეგ კი, როცა ბოლშევიკებმა იმ სასაფლაოს განადგურება გადაწყვიტეს, სადაც გოგოლი გახლდათ დაკრძალული, აღმოჩნდა, რომ მწერლის კუბოს მთელი შიგთავსი დაგლეჯილი იყო და თავის ქალაც – გვერდზე მიბრუნებული... 
– დიახ, ამბობენ, რომ საყვარელი ქალის სიკვდილისგან გამოწვეულმა სტრესმა ჩააგდო მწერალი იმ დროისთვის უცნობ მდგომარეობაში. ის კი გარდაცვლილი ეგონათ და დაკრძალეს... მეცნიერებმა ამ ფენომენის შესწავლა დაიწყეს და გაჩნდა სხვადასხვა ვერსია: ლეთარგიული ძილი განუკურნებელია და შეიძლება, ნებისმიერ ადამიანს დაემართოს. ასევე, ეს დაავადება პირდაპირ კავშირშია სიზმრებთან – არსებობენ ადამიანები, რომელთა ენერგეტიკული ველი იმდენად ძლიერია, რომ დასვენება სჭირდება, რაც სხეულის გათიშვას იწვევს. ამ დროს ის მთელ თავის ცხოვრებას სიზმარში ფილმივით ხედავს, გამოღვიძებისას კი არაფერი ახსოვს. თუმცა, გაღვიძებულები ირწმუნებიან, რომ თითოეული სიტყვა ესმოდათ მათ გარშემო, ოღონდ თითის განძრევა არ შეეძლოთ. „მარადიული ახალგაზრდობის ეფექტიც” თან ახლავს საღათას ძილს, მაგრამ გაღვიძებასთან ერთად, ადამიანი სწრაფად ბერდება და 2-3 წელიწადში ეწევა ბიოლოგიურ ასაკს. მისი ინტელექტი და ფსიქიკა კი იცვლება, თან არა, უკეთესობისკენ.
– თუ ყოფილა შემთხვევა, როცა რაღაცნაირად დადასტურებულა ვერსია, რომ ლეთარგიული ძილის დროს მძინარი მართლაც სიზმრად ხედავდა მის ცხოვრებას ან რაიმე ესმოდა?
– სწორედ ამასთან დაკავშირებით ვახსენე ჩემს მონათხრობში, ოჯახის უფროსის უბედური შემთხვევით გარდაცვალების ფაქტი. საქმე ის გახლავთ, რომ გაღვიძებიდან ერთ წელიწადში, როცა ოჯახს დიდი ხნის უნახავი ნათესავი ეწვია, რძალს, რომელსაც სტუმარი მანამდე არასდროს ენახა, ეცნო მისი სახე და რატომღაც უსიამოვნოდ გააჟრჟოლა. ამის მერე ხშირად ახსენდებოდა ის კაცი და უსიამოვნო შეგრძნება კვლავ უმეორდებოდა. ერთხელაც, როცა სახლს ალაგებდა, წიგნების კარადის ქვედა უჯრაში ლურჯ საქაღალდეს მოჰკრა თვალი და უცებ ყველაფერი „გაახსენდა”. თვალწინ წარმოუდგა კადრი: მის ოთახში, სწორედ ამ კარადასთან მდგომი ორი მამაკაცი, ლურჯი საქაღალდე, კამათი, იარაღი და უკნიდან კეფაში ჩარტყმული ვერცხლის ვაზა, რომელიც იქვე, თაროზე იდო... ასე გაირკვა, რომ უბედური შემთხვევის ინსცენირება შემდეგ მოაწყვეს, თორემ სინამდვილეში, ნათესავებშორის სამემკვიდრეო დავას შეეწირა ოჯახის უფროსი. მკვლელობის მოწმემ კი ეს ყველაფერი სწორედ იმ ლეთარგიულ „სიზმარში” ნახა, რასაც მოკამათეები მაშინ ნამდვილად ვერ წარმოიდგენდნენ.

скачать dle 11.3