კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დააკვირდით თქვენს სახეს და მიხვდებით, ჯანმრთელი ხართ თუ არა #16

თუ კარგად დააკვირდებით, სახე ასახავს ადამიანის ცხოვრების სტილსა და ჯანმრთელობას. აუცილებელია, მისი ყოველდღიური მოვლა, რომ ამით, ნაადრევ დაბერებასთან ერთად, მის ჯანსაღ იერზეც იზრუნოთ.
გამხდარი სახე
თუ გენეტიკურად ასეთი სახე არ გაქვთ, მაშინ დღის განმავლობაში იმაზე ნაკლებ კალორიას იღებთ, ვიდრე ეს თქვენს ორგანიზმს სჭირდება. თქვენი  სახის კანი, საკმარის ჟანგბადს ვეღარ იღებს და ეს აისახება კიდეც მასზე. შეადგინეთ ჯანმრთელი დიეტა, რომ კანი ახალგაზრდულად და ჯანსაღად გამოიყურებოდეს.
შესიებული სახე
თუ სახე ოდნავ შესიებულია, შესაძლოა, ეს სტრესის გავლენა იყოს. შეეცადეთ, შეამციროთ სტრესული სიტუაციები და შეზღუდოთ ალკოჰოლის მოხმარება. ეს ფაქტორები კოლაგენის გამომუშავებას უშლის ხელს, რაც ასე აისახება თქვენს სახეზე. ივარჯიშეთ რეგულარულად და ხშირად დაისვენეთ.
ნაოჭები
ვისაც მზეზე დიდხანს უყვარს ყოფნა, ნაადრევი ნაოჭები აუცილებლად შეაწუხებს. განსაკუთრებით, დელიკატურია კანი თვალების გარშემო. მზეზე ყოფნისას, უპირველეს ყოვლისა, ეს ზონა ზიანდება. დაიცავით სახის კანი მზისგან დამცავი კრემებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ღრუბლიანი ამინდია და ატარეთ სათვალე.
მშრალი კანი
კანის გამოშრობა მგრძნობიარე კანისთვისაა დამახასიათებელი. კანს მეტი ვიტამინი და მინერალი სჭირდება. დაბერების საწინააღმდეგო კრემები, აბსოლუტურად უსარგებლოა, თუ კანზე შიგნიდან არ იზრუნებთ. მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული და დააკვირდით, როგორ გაუმჯობესდება თქვენი კანის მდგომარეობა.
კანის სიწითლე
ბევრი ყავის სმა კანის გაღიზიანებას და სიწითლეს იწვევს. კოფეინი უჯრედების დეჰიდრატაციას ახდენს და კანი შრება. განსაკუთრებით, მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ კანს, თუ ღამის განმავლობაშიც გიწევთ მუშაობა. თქვენს კანს მზის სინათლე და ვიტამინი  D ესაჭიროება. შეამცირეთ კოფეინის მოხმარება და მიიღეთ მზის აბაზანები ყოველდღე. არ დაგავწყდეთ, მზისგან დამცავი კრემის გამოყენება.
ფერმკრთალი სახე
თუ თქვენი სახე ჩვეულებრივზე უფრო ფერმკრთალია, ესე იგი, რკინის ნაკლებობას განიცდით. შეეცადეთ, გაზარდოთ რკინით მდიდარი საკვების მოხმარება. მიიღეთ მეტი ხორცი. არ დაგავიწყდეთ C ვიტამინი, რომელიც ორგანიზმს რკინის შეწოვაში ეხმარება.

скачать dle 11.3