კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კითხვა-პასუხი #16

კითხვა: მართალია, რომ ზოგი ბოსტნეული თუ ხილი წონაში მომატებას უწყობს ხელს და მისი ჭამა დიეტის დროს არ არის სასურველი? ამ მხრივ, რომელ ბოსტნეულსა და ხილს მოვერიდო?
პასუხი: ზოგი ბოსტნეული ხელს უშლის თიროქსინის გამოყოფას, ამიტომ აჯობებს, შეამციროთ ბროკოლის, კომბოსტოს, ატმის, სოიის მოხმარება. თუკი ამ პროდუქტებს კარგად მოხარშავთ, შეგიძლიათ, მიირთვათ. ასევე, მნიშვნელოვანია დიეტის დროს იოდის შემცველი პროდუქტების მიღება. ასეთია: ზღვის წყალმცენარეები, თევზეული, მოლუსკები, ნატურალური იოგურტი და მუქ-მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, მაგალითად, ისპანახი. ასევე,ზომიერი ვარჯიში ამცირებს ცხიმის დონეს და ხელს უწყობს ცხიმის გადამუშავებას. მთავარია, იმოძრავოთ ისე, რომ არ გადაიღალოთ და გამოიფიტოთ.
კითხვა: რამდენად საჭიროა კისრის და მკერდის ზონაში კანის მოვლა? სახის კანს, ყოველდღიურად ვუვლი, რომ ნაადრევი სიბერის კვალი დავფარო.
პასუხი: როცა, სახის კანის პარალელურად, არ უვლით კისრისა და მკერდის არეს, ეს ნაწილი ხელებთან ერთად, მიუხედავად სახის მდგომარეობისა, ნათლად წარმოაჩენს ასაკობრივ ნაკლოვანებებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მათზე ლოსიონებითა და ასაკის შესაბამისი პროდუქციით ზრუნვა.
კითხვა: სახეზე მაქვს ცხიმგროვები. ამის გამო, როგორც კი მზიანი ამინდი გამოვა, მზეს ვეფიცხები, რომ ის გაქრეს. არ ვხმარობ მზისგან დამცავ კრემებს. ეს ცუდად ხომ არ აისახება ჩემს კანზე?
პასუხი: დამცავის გამოყენება აუცილებელია, ოღონდ მნიშვნელოვანია, იცოდეთ დოზა. მცდარია ინფორმაცია, რომ მზის სხივები აშორებს ცხიმგროვებს სახიდან. თუ მსგავსი პრობლემა გაქვთ, გამოიყენეთ არაზეთოვანი კრემი SPF შემცველობით.

скачать dle 11.3