კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 რა ვიცოდი, ამ მოსიყვარულე ადამიანის მიღმა, ასეთი ბოროტი, ცივი და უგულო მამაკაცი თუ იმალებოდა

ნინი, 21 წლის.

ინტიმური საუბრები 


 ინტერნეტით გავიცანი ვახო, რომელსაც ისე შევეჩვიე, მის გარეშე სიცოცხლე არ მინდოდა. მთელი ექვსი თვე მიხსნიდა სიყვარულს ისე, რომ ნანახიც არ ვყავდი. მეც დავიჯერე მისი თბილი სიტყვები და ისე დავთანხმდი ცოლობაზე, არც კი დავფიქრებულვარ. ზუსტად ექვსი თვის მერე ვნახეთ ერთმანეთი. მოკლედ, პირველივე შეხვედრაზე დავთანხმდი, მისი ცოლი გავმხდარიყავი და სწორედ აქ შევცდი. უკვე სამი თვეა, ერთად ვართ და  ვხვდები, ისეთი შეცდომა დავუშვი, რომელსაც ვეღარც გამოვასწორებ და უკან დასახევი გზაც არ მაქვს. იმ თბილი სიტყვების მიღმა, ისეთი საქციელი გამოავლინა, ლამით თავის მოკვლამდე მივიდე. ისეთ საშინელ ოჯახში მოვხვდი ხელის გულზე გაზრდილი გოგო... რა ძალა მედგა? უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა – სიმპათიური, კარგი ოჯახიშვილი, წარმატებული, პერსპექტიული. მე კი, ისეთს დავუკავშირე ბედი, მთელი ცხოვრება ჯოჯოხეთში უნდა გავატარო. დედამისი ნამდვილი ტირანია. ვერ დაელაპარაკები, სულ ჩხუბობს და ყვირის. მამამისი, სულ ჩუმად ზის და გინდ ყოფილა სახლში და გინდა არა. ნამდვილ შინამოსამსახურედ მაქციეს. ვახო დილით რომ გადის, გვიან შემოდის სახლში და იმის უფლებაც არ მაქვს, ვკითხო, სად დადის. რომ მუშაობდეს, კიდევ ხო. ძირითადად, ძმაკაცებთან დგას უბანში და რა საქმეებს არჩევენ, კაცმა არ იცის. ჩემი ოჯახი გადარეულია, სულ იმას მეუბნებიან, ღირსი ხარ, არ იცნობდი ადამიანს და რამ შეგაყვარა ინტერნეტითო. რა ვიცოდი, ამ მოსიყვარულე პიროვნების მიღმა, თუ ასეთი ბოროტი, ცივი და უგულო მამაკაცი იმალებოდა. მართალია, შეცდომებს ყველა უშვებს და ბევრმა შეიძლება თქვას, რა პრობლემაა, გაშორდი და ახლიდან დაიწყე ცხოვრებაო. ამის გაფიქრებაც არ მინდა. ზუსტად ვიცი, ვახოს რომ ეს გავუბედო და რამე ისე ვუთხრა, რაც არ მოსწონს, დანას გამიყრის. ძალიან უხეში და შეუგნებელი ადამიანია. მასთან შეკამათებას და განსხვავებული აზრის გამოხატვას, მირჩევნია, ისევ ჩუმად ვიყო. საუბარი არ შეუძლია, ეგრევე, დარტყმაზე გადადის. ამას წინათ, ვუთხარი, კარგი ამინდია, იქნებ სადმე გავისეირნოთ-მეთქი და შემომიყვირა, სახლში არ გაქვს საქმე, გარეთ რომ არ იტანტალოო. პატიმარივით სულ სახლში ვარ გამოკეტილი. თუ ჩემებთან წავედი, ისინიც უარესად მეჩხუბებიან. ეს რა გააკეთე, როგორ დაიღუპე ცხოვრებაო. ერთ რამეს ვფიქრობ მხოლოდ, იქნებ შვილი რომ გამიჩნდეს, ვახო ცოტა მოტრიალდეს და მოულბეს გული. თუმცა, ზუსტად ვიცი, მეოჯახე და  მზრუნველი არასდროს გახდება. ნეტავ ის დღე დაიწვას, როცა მე ის გავიცანი და მიმოწერა დავიწყე მასთან. რამდენი ღამე გამითევია მასთან საუბარში და დამიწყვია გეგმები თუ ოცნებები. ასეა, როცა არ გაითვალისწინებ სხვის აზრს და ბრმად მიენდობი ადამიანს, რომელსაც არ იცნობ. სიტყვებით, ყველა კარგია, მაგრამ მის მიღმა რა იმალება, ღმერთმა უწყის...
ნინი, 21 წლის.

скачать dle 11.3