კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პროფესიული ტყუილი #16

ბენდი მეიერი ვერცერთხელ ვერ გამოიჭირეს თაღლითობაში. ის ოსტატურად აკეთებდა ამ საქმეს და ხელგაშლილადაც ცხოვრობდა. მისთვის ტყუილი პროფესიონალიზმის ნაწილიც იყო და ცხოვრების ნაწილიც.
ცნობილი ადვოკატის, დევიდ ჯეტმორის ოფისში რომ გამოჩნდა, ანგარიშგასაწევი, სერიოზული კლიენტის იმიჯი ჰქონდა და ჯეტმორიც სათანადო პატივისცემით შეხვდა.
– მისტერ ჯეტმორი, ეიბ დელმანი გახლავართ. მცირე ბიზნესმენი მე და ჩემს ტყუპისცალ ძმას ლეო დელმანს საზიარო მაღაზია გვაქვს, რომლის ღირებულებაც ოცდაათი ათასი დოლარია. პირად საკითხებზე ვიჩხუბეთ და გვინდა, ბიზნესი გავიყოთ. იყავით ჩემი ადვოკატი. ახლა ფული არ მაქვს. სამაგიეროდ, თუ თქვენი დახმარებით ჩემს წილს მივიღებ, ერთ მესამედს თქვენ მოგცემთ. შემიძლია, ხელწერილიც დაგიწეროთ.
– არა, არა, ხელწერილი საჭირო არ არის.  ხელს მოვკიდებ ამ საქმეს, – ხანმოკლე დუმილის შემდეგ დათანხმდა ადვოკატი, – უფრო მეტიც, რადგან ფული არ გაქვთ, შემიძლია, ხუთასი დოლარიც კი გასესხოთ. თქვენი ძმაც, ალბათ, აიყვანდა ადვოკატს. ხომ არ იცით, ვინ იქნება მისი წარმომადგენელი?!
– ლეო უბრძოლველად არ დანებდება. გამოწვევა სერიოზული იქნება. მგონი, დელვინია, აირტონიდან.
– დელვინი? – ჯეტმორმა თავი მოწონებით დააქნია, – ღირსეული მოწინააღმდეგეა. მოკლედ, შევთანხმდით, მე თქვენი ადვოკატი ვიქნები. ერთი შეხედვით, წაუგებელი საქმეა. რატომაც არა?!
ადვოკატმა ჯეტმორმა თავის კლიენტს ჩეკი გამოუწერა. მეტი სანდოობისთვის, ეიბ დელმანმა, სინამდვილეში ბენდი მეიერმა, გაუფორმა კონტრაქტი, რომლის საფუძველზეც იღებდა ვალდებულებას, მიღებული ქონებიდან მესამედი წილი მისთვის მიეცა. იმავე დღეს, საღამოს, ბენდი მეიერი უკვე ადვოკატ დელვინის ძვირფას მისაღებში იჯდა და შეხვედრას ელოდა. დელვინმა ყურადღებით ახედ-დახედა ვიზიტორს და თავაზიანად გაუღიმა.
– ჩემთან გაქვთ საქმე?
– დიახ. მითხრეს, რომ თქვენ საუკეთესო ხართ. ლეო დელმანი გახლავართ. პატარა ბიზნესი გვაქვს, ჩემს ტყუპისცალ ძმასთან, ეიბ დელმანთან ერთად. კონფლიქტი მოგვიხდა პირად თემებზე და გადავწყვიტეთ, მაღაზია გავიყოთ. მაგრამ ეიბს მძიმე ხასიათი აქვთ, თორემ არც ვიჩხუბებდით. მოკლედ, ეიბი ადვოკატთან წავიდა, – მგონი, ვინმე მისტერ ჯეტმორთან.
ადვოკატი დელვინი გამოცოცხლდა და თვალები აუციმციმდა.
– ჯეტმორი? ოო... თქვენს ძმას სერიოზული გეგმები ჰქონია. ჩემგან რა გნებავთ?
– მინდა, ჩემი ადვოკატი იყოთ. ოღონდ უნდა გითხრათ, რომ წინასწარ ვერაფერს გადაგიხდით. რადგან მაღაზია ორივეს გვეკუთვნის, გადავწყვიტეთ, ქონების გაყოფამდე, ერთი დოლარიც კი არ ავიღოთ მაღაზიიდან. სამაგიეროდ, როცა ყველაფერი დასრულდება, სოლიდურ გასამრჯელოს მიიღებთ ჩემი წილიდან. ვთქვათ, სრული თანხის მესამედს. აბა, მქონდეს თქვენი იმედი?
ადვოკატმა თავი დაუქნია. ლეო დელმანი –  ანუ, ბენდი მეიერი, მასთან მიიჭრა და მხურვალედ ჩამოართვა ხელი, – ო, როგორი მადლიერი ვარ თქვენი და თან, როგორ მერიდება, რომ რესტორანშიც კი ვერ გეპატიჟებით სადილად. ფული არ მაქვს. ისიც კი არ ვიცი, სასტუმროში როგორ უნდა დავბრუნდე. ოი, რა უხერხულია. როგორ გაგიშინაურდით.
– არაფერია, არაფერი... მე საკმაოდ ფამილარული ვარ ჩემს კლიენტებთან. სხვათა შორის, შემიძლია, ხუთასი დოლარის ჩეკი მოგცეთ, ნუ გერიდებათ. საქმეს რომ მოვიგებთ, ამ ხუთას დოლარს დავიბრუნებ. მისტერ ლეო, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. მე ახლავე დავურეკავ თქვენი ძმის ადვოკატს და საქმის ვითარებას გავეცნობი. თქვენ ფული აიღეთ, დაბინავდით სასტუმროში და დაისვენეთ.
...როცა ადვოკატები ერთმანეთს დაუკავშირდნენ და საქმის ვითარება ერთმანეთს გაუზიარეს, ორივე დამშვიდდა. ერთმანეთის კომპენტენციამ საიმედოობის რწმენა გაუჩინათ. ერთს ეგონა, რომ ლეო დელმანის ინტერესებს იცავდა, მეორეს კი კლიენტად მისი ტყუპისცალი ეიბ დელმანი ჰყავდა. ორი კვირის განმავლობაში ორივემ თავის კლიენტს დამატებით ხუთასი დოლარი კიდევ მისცა – „წვრილმანი“ ხარჯებისთვის. უკვე სასამართლოზე დაიწყო საუბარი, რომ სრულიად წარმოუდგენელი რამ მოხდა. ერთ-ერთი „ტყუპისცალი“ გარდაიცვალა. ერთ-ერთს იმიტომ ვამბობთ, რომ ადვოკატები სრულ გაუგებრობაში აღმოჩნდნენ: დევიდ ჯეტმორს ინფორმაცია ჰქონდა, რომ სწორედ მისი კლიენტი ემსხვერპლა გაუგებრობას თუ რაღაც საშინელ დაავადებას, ხოლო ადვოკატ დელვინს აცნობეს, რომ ლეო დელმანი გარდაიცვალა. ადვოკატებს ამბავი „ცოცხლად დარჩენილმა“ ტყუპისცალმა ჩაუტანა და ისიც უთხრა, რომ ახლა მემკვიდრეობისთვის მოუწევდა დავა. ბუნებრივია, ხარჯები „ორივეს“ გაეზარდა, მაგრამ ადვოკატები რისთვის არსებობენ, ერთმა ადვოკატმაც და მეორემაც გადაწყვიტეს, გარდაცვლილი კლიენტის ხსოვნისთვის ბოლომდე ეცათ პატივი. შესაბამისად, „გარდაცვლილის ტყუპისცალს“ შესთავაზეს, ფულადი კომპენსაცია და გარდაცვლილის წილის გამოსყიდვა. რაზეც ეიბ დელმანი, ლეო დელმანი თუ ბენდი მეიერი ხანმოკლე „ყოყმანის“ შემდეგ, დათანხმდა. ანუ, ორივე ადვოკატი დარწმუნებული იყო, რომ გარდაცვლილი კლიენტის წილი გადმოიბარა, მის დაკრძალვაზეც კი წავიდნენ – სათითაოდ, რა თქმა უნდა, ტყუპისცალიც გაიცნეს, რომელიც გაჭრილი ვაშლივით „ჰგავდა“ ძმას. ორივე ადვოკატი თავისი კვალიფიკაციიდან გამომდინარე, მყარად იყო დარწმუნებული, რომ სარფიანი საქმე ჩაიგდო ხელში. მოგვიანებით, როცა ეიბ დელმანი, ლეო დელმანი თუ ბენდი მეიერი გაუჩინარდა, ისე, თითქოს ცამ ჩაყლაპაო, ადვოკატებმა ერთმანეთის პირადად ნახვა გადაწყვიტეს. ეს საინტერესო იყო, თითოეულს თავისი გარდაცვლილი კლიენტისგან გამოგზავნილი წერილი ეჭირა ხელში: „დიდად მადლობელი ვარ, ასეთი არაადვოკატური გულისხმიერებისთვის. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. თქვენს ვალს ვერასდროს გადავიხდი, მე ხომ მოვკვდი, სამწუხაროა, რომ ტყუპისცალი საერთოდ არ მყავს.“

скачать dle 11.3