კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დახარჯა ნინო გოგუაძემ შემოსავალზე მეტი 2016 წელს #16

ნინო გოგუაძე
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი ნინო გოგუაძე – მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ – 1980 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო, სპეციალობით სამართალმცოდნეა. სამართლის მაგისტრის წოდება კი ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში დაიმატა. მისი შრომითი ბიოგრაფია 2005 წელს დაიწყო „კორძაძის საადვოკატო ბიუროში“, სადაც მან ადვოკატად 2007 წლამდე იმუშავა. 2007-დან 2014 წლამდე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი იყო, 2014-2016 წლებში – თბილისის საკრებულოსი, ხოლო 2016 წლის ოქტომბრიდან პარლამენტის წევრი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეცაა.
ნინო გოგუაძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2016 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ თავმჯდომარემ და ოჯახის წევრად მიუთითა 1999 წელს დაბადებული შვილი, თეიმურაზ ჭეიშვილი. ნინო გოგუაძეს აქვს ერთადერთი უძრავი ქონება – ბინა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე (79 კვ. მ.). ის „საქართველოს ბანკის“ ორ ანაბარზე 33 578 ლარსა და 1 228 ევროს ინახავს. რაც შეეხება შემოსავლებს: 2015 წლის განმავლობაში, როგორც თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ, 30 928 ლარი მიიღო. 2016 წელს ნინო გოგუაძემ ბანკ „რესპულიკიდან“ 32 788 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი აიღო (7 წლის ვადით), რომლის მომსახურებაც 2016 წელს 6 558 აშშ დოლარი დაუჯდა. იმ წელს სხვა გასავალიც ჰქონდა: სწავლის საფასურად (ოღონდ არ არის მითითებული, ვისი სწავლისთვის) 3 850 ლარი და 17 500 აშშ დოლარი გადაიხადა.
ლელა ქებურია
საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაიცონალური მოძრაობის“ პარტიული სიით ლელა ქებურია 1976 წელსაა დაბადებული. მან უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო და ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტია. მისი შრომიით ბიოგრაფია 2002 წელს დაწყებულა ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგობით, სადაც 2012 წლამდე იმუშავა. 2012-2013 წლებში ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი იყო, 2016 წლის ოქტომბრიდან კი, საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრია.
ლელა ქებურიამ თავისი პირველი დეკლარაცია 2017 წლის 16 იანვარს შეავსო, ცხადია, დეპუტატის ამპლუაში და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე, 1974 წელს დაბადებული გიორგი ჯიქია და სამი შვილი: თამარი (1993 წელს დაბადებული), ნინო (2000 წელს დაბადებული) და ელენე (2011 წელს დაბადებული).
ოჯახის ერთადერთი უძრავი ქონება ლელა ქებურიას ეკუთვნის – საცხოვრებელი ბინა ზუგდიდში (72 კვ. მ. ფართობის). დეკლარაციის შევსების მომენტში ცოლ-ქმარს, ნაღდ ფულად, 10 000 და 15 000 ლარი ჰქონდა.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2016 წლის განმავლობაში ლელა ქებურიამ, როგორც სკოლის მასწავლებელმა (10 თვეში), 7 738 ლარი აიღო, როგორც პარლამენტის წევრმა (ორ თვეში), 6 937 ლარი; მისმა შვილმა თამარმა კი, როგორც შპს „დეკერტ ჯორჯიას“ უმცროსმა იურისტმა, 13 500 აშშ დოლარი.
გაპარლამენტარების შემდეგ, 2016-ის დეკემბერში, დეპუტატს სამომხმარებლო სესხიც აუღია, 7 500 ლარის ოდენობის, რომლის მომსახურებაც 2016-შივე 1 860 ლარი დაუჯდა.

скачать dle 11.3