კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ატამანს ნუ აუხირდები, დონალდ #16

ანუ მინიჭებულ-გამონიჭებული

 2016 წლის აგვისტოში, დონალდ ტრამპის წინასაარჩვენო კამპანიის მიმდინარეობისას, რუსეთის კაზაკთა გაერთიანება „ირბისმა“ მას იასაულის წოდება და საპატიო კაზაკის ტიტული მიანიჭა. თუმცა ხანი გამოხდა და იმან, რაც სიყვარული გვეგონა, ჩაილურის წყალიც დალია.
ან კი როგორ არ დალევდა, როდესაც აგერ ახლა, 2017 წლის 7 აპრილს დონალდ ტრამპის ბრძანებით, სირიაში ასადის სამხედრო ბაზას ამერიკელებმა თვით 59 ფრთოსანი რაკეტა ესროლეს (იდლიბში ხსენებული ასადის მიერ სავარაუდო ქიმიური შეტევის საპასუხოდ).
ამ ფაქტმა პეტერბურგელი კაზაკები წყობილებიდან ისე გამოიყვანა, რომ „ირბისის“ პეტერბურგელმა ატამანმა დონალდ ტრამპისთვის მინიჭებული რეგალიების გამონიჭიება, ანუ უკან ჩამორთმევა მოითხოვა (პათოსით: ეგ მაგის ღირსი არ ყოფილაო!).
სხვათა შორის, ასადის სამხედრო ბაზის დაბომბვა ბოლო წვეთი ყოფილა ატამანის მოთმინების იმ ფიალისა, რომელიც მანამდე, პირთამდე შეუვსია აშშ-ის პრეზიდენტის, მისი კონსულტანტებისა და გარემოცვის მოქმედებებს საერთაშორისო არენაზე; რაც მთავარია, მათ დამოკიდებულებას რუსეთისადმი (რატომ? იმიტომ რომ, უპრაგონოდ დაბომბვის ექსკლუზივი ამ დედამიწაზე მხოლოდ რფ-ს აქვს).
დიდი ეჭვი მაქვს, რომ დონალდ ტრამპი ამ დარტყმას ვაჟკაცურად გაუძლებს, თუმცა, როგორც ჩანს, კვლავაც აქტუალურია შეგონება: ატამანს ნუ აუხირდები განა, ეგორ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში) დონალდ! –

скачать dle 11.3