კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვირტუალარი ლომები #16

„ხმალს ხელს ვერ უშლის სიმოკლე“

 არა მხოლოდ იმიტომ, რომ „ხმალს ხელს ვერ უშლის სიმოკლე“ ან „აბჯარი, თუნდაც, ხისაო“, ელემენტარული, საყველპურო ლოგიკიდან გამომდინარეც, ვიცით, თუ მოწინააღმდეგე დარწმუნებულია, რომ „ხურდას“ დაუბრუნებ, იფიქრებს მაინც, გცემოს თუ არა (ფიქრის ხანგრძლივობა და აგრესიული გადაწყვეტილების მიღება კი „ხურდის“ მოცულობის უკუპროპორციულია).
ეს კი ვიცით და თითქოს ისიც მოგვწონს, გული რომ ვერ მოკლა მტრის ხელმა, მაგრამ თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებამ (პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე): „სანამ აგრესორი გადაწყვეტს ჩვენზე თავდასხმას, მან უნდა იფიქროს, თუ რა დიდ ზიანს მიაყენებს საქართველო და ღირს თუ არა ამ შემთხვევაში თავდასხმა“, ჩემდა გასაოცრად, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
ჩემდა გასაოცრად, რადგან ამ მოსაზრების მოკრიტიკენი, ძირითადად, მამაკაცები არიან, რომლებსაც, უდიდესი ალბათობით, ბალღობაში მაინც ქუჩაში უჩხუბიათ და რომლებმაც, წესითა და რიგით, უნდა იცოდნენ, რომ, თუ წინააღმდეგობის გაწევის შნო გქონდა, ასე ჰაი-ჰარად თავში ვერავინ წამოგარტყამდა.
და თუმცა ჩემთვის უცნობია, რატომ აკრიტიკებენ თავდაცვის მინისტრის მიერ შემოთავაზებულ თეზას (რომელიც მისი ნოვაცია ნამდვილად არ არის და სამყაროს შექმნის დღიდანვეა აქტუალური), ზუსტად ვიცი, რომ, რამდენიც უნდა (ვ)აკრიტიკო, მაინც მოგ(ვ)იწევს ამ ქვეყნის დაცვა, რადგან, ჯერ ერთი, არავინ იომებს შენ ნაცვლად და, რაც მთავარია, მხოლოდ ენის რატრატითაც ვერაფერს გა(ვ)ხდებით (მიკროფონ-კლავიატურასთან ყველა ლომია).
ანუ კვლავ მოქმედია უკვდავი თეზა: „ფეხი წინ წადგი, მისწვდება“! –

скачать dle 11.3