კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მზრუნველი ჩრდილოელი #16

ჩემი გაზი - ჩემთან

 

„გაზპრომმა“ მაინც მოახერხა (ან ჩვენ მოვახერხებინეთ), რომ სომხეთისთვის გატარებული ბუნებრივი აირის სანაცვლოდ, ძველებურად გატარებულის 10 პროცენტს კი არ მივიღებთ, არამედ ფულს გადავიხდით. ოღონდ იმ თანხით იმდენ გაზს ვერ შევიძენთ, რამდენსაც ადრე ვიტოვებდით.
სულ ახლახან კი ენერგეტიკის მინისტრმა გვამცნო, რომ საერთოდაც უარს ვამბობთ რუსეთისგან ბუნებრივი აირის შესყიდვაზე 2017 წლის ბოლომდე და ბუნებრივ აირს მხოლოდ აზერბაიჯანისგან შევიძენთ.
უარის თქმას დოკუმენტური საფუძველიც აქვს („გაზპრომ-საქართველოს“ ორწლიანი კონტრაქტის სახით), მეტიც, ვიმედოვნებთ, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე რუსულ გაზს საერთოდაც დავაღწევთ თავს და პრაქტიკულიც: ამასობაში საკუთარი გაზსაცავიც გვექნება.
თუმცა თავად რუსული მხარე, უფრო ზუსტად, რუსი ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ „გავიყინებით“ და უფრო მეტიც: საქართველოს უარი „გაზპრომისთვის“ მეტად სასარგებლოცაა (სომხეთს უფრო სტაბილურად მოვამარაგებთო და მერე რა, რომ, წლიურად, გაწიე-გამოწიე, სულ რაღაც, 2 მილიარდ კუბურ მეტრს მოიხმარს ჩვენი მეზობელი).
მომყავს ციტატა: „ამჟამად საქართველოს რუსული ბუნებრივი გაზი აღარ სჭირდება, რაც სეზონური ფაქტორით აიხსნება: ახლოვდება წლის ყველაზე თბილი დრო. მაგრამ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში აზერბაიჯანი საქართველოსთვის საკმარისი რაოდენობის სათბობის მიწოდებას ვერ შეძლებს.“
იმის გათვალისწინებით, რომ ჩრდილოელებს ჩვენზე ზრუნვას ვერ დავწამებთ, სავარაუდოდ, მათი შეშფოთება, ჩვენი „გაყინვის“ პერსპექტივით, იმას უნდა უკავშირდებოდეს, რომ „გაზპრომის“ მიერ გადახდილი ტრანზიტის საფასურით, ბუნებრივ აირს აზეარბაიჯანისგან შევისყიდით.
ასეა თუ ისე, თუ გავიხსენებთ, რუსულ გაზზე უარი იქ, ზემოთ, ჩრდილოეთისკენ „გაზპრომისთვის“ სასარგებლოდ მიაჩნიათ (პრინციპით: მეტი დაგვრჩებაო), ვუსურვოთ, რომ საკუთარი გაზი სულ მათ დარჩენოდეთ. –

скачать dle 11.3