კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თიბი-დან ბიბი-მდე #16

ანუ „არჩევნებ-არჩევნებში სეპარატისტები დაორსულდნენო“…

 ამ ჩვენს სეპარატისტულ ცხინვალის რეგიონში მორიგი სეპარატისტული „არჩევნებიც“ ჩატარდა  და, თქვენ წარმოიდგინეთ, თვით მეორე ტურიანიც, რომელშიც ბიბილოვმა სძლია თიბილოვს (თუმცა ჩვენთვის რა – თიბი და რა – ბიბი).
აქვე გეტყვით, რომ აქამომდე ანატოლი (ბიბილოვი) „იუჟნაია ოსეტიას“ „პარლამენტის“ „ვიცე-სპიკერი“ გახლდათ, „საპრეზიდენტოში“ კი ლეონიდს (თიბილოვს), რომელმაც ხმათა 40 პროცენტი დააგროვა, 58 პროცენტით სძლია, რის შედეგადაც, აწ უკვე „იუჟნაია ალანიელი“ „პრ“-იც გახდა (ან კი როგორ ვერ გახდებოდა „პრ“-ი, როდესაც „რეფერენდუმიც“ ჩაატარეს და სახელიც გადაირქვეს).
ძლევა მთლად საკვირველიც ვერ გამოდგა, რადგან „არჩევნებში“, ჰა და ჰა, ერთი ქელეხის ხალხმა მიიღო მონაწილეობა?!
ჩემთვის გაუგებარი დამსახურების გამო, ახალი „პრ“-ი ანატოლი (ბიბილოვი) „ბი ბი სის“ რუსული სამსახურის ყურადღების ცენტრშიც მოხვდა (მისგან ინტერვიუ აიღეს) და მათ რიხით განუცხადა, რომ „ასპროცენტიანია გარანტია, რომ „იუჟნაია ოსეტია“ რუსეთის შემადგენლობაში მოხვდეს.“
ცხადია, ანატოლიმ, მამა-ბაბუამ რომ დაუტოვა, ის შეუერთოს, რასაც უნდა, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს (შეგვაერთეთ-შეგვაერთეთო), არც ისაა გამორიცხული, რომ ამ (განა ბწკენა-ბწკენაში?!) „არჩევნებ-არჩევნებში,“ ეს სეპარატისტები თვალსა და ხელს შუა არ დაგვიორსულდნენ?! –

скачать dle 11.3