კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გასაწვენები #16

„როს მამალი სხვის მამალსა“

 ახლო აღმოსავლეთში ვითარება თითქოს ისე დაიძაბა, „როს მამალი სხვის მამალსაო“ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში „მამლებში“ აშშ-რფ იგულისხმება) და ჩვენც ის-ის იყო, გულები გაგვისკდა, მესამე მსოფლიო ომი მთელი ძალით არ გახურდესო (თუ გულზე ხელს დავიდებთ, იმას უფრო ვნაღვლობდით, სირიაში გალახულ რფ-ს მერე ჯავრი ჩვენზე არ ეყარა, ანუ სამხრეთ კავკასიაში არ აეთამაშებინა ფრთოსანი რაკეტები), მაგრამ მხარეები ისევე მოულოდნელად ჩაწყნარდნენ, როგორც მოულოდნელადვე აიქოჩრნენ.
ამასობაში კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გვამცნო, რომ მთავრობის სხდომაზე ევროკავშირსა და „ნატოში“ გაწევრიანების კომუნიკაციის სტრატეგიას დაამტკიცებენ!
იგი (ანუ სტრატეგია) ვიქტორ დოლიძის და მისი სამინისტროს ინიციატივით შემუშავებულა და ეხება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ (ანუ ჩვენს პარტნიორებთან) კომუნიკაციას.
რაკი აქამომდე არ გვქონდა და უკვე გვექნება, ცხადია, ფრიად სასიხარულოა (მარტივი ლოგიკით: არქონას ქონა სჯობს, გარდა სიკვდილისა), თუმცა ერთი ძველი ანეკდოტისა არ იყოს (ბალერონს რომ შეუძახა ბალეტის მაყურებელმა, რომელიც ბალერინას ხან აქეთ ისროდა, ხან კი – იქით), თუ არ დააწვინე, არაფერი გამოვაო, ვფიქრობ, თუ არ (განა დაგვაწვინეს?!) გაგვაწევრიანეს, ისევ გაგვაწვენენ… –

скачать dle 11.3