კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უყურებდა თორნიკე კვერენჩხილაძე სამშობიარო ბლოკში კალათბურთს მეუღლის მშობიარობისას და როგორ აღმოჩნდა მისი ბიჭი გოგონა #15

თორნიკე კვერენჩხილაძე, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, ხალისიანი და მაყურებლისთვის საყვარელი წამყვანია, რომელიც საინფორმაციო გადაცემის ფორმატისა და ჩარჩოების მიუხედავად, მაინც ახერხებს, ბუნებრივი იყოს და მისთვის ჩვეული ხალისიანი განწყობა შეინარჩუნოს, რითაც ნიუს-რუმში შექმნილ დაძაბულ ატმოსფეროსაც მუხტავს. ჟურნალისტის ცხოვრებაში სამი უმნიშვნელოვანესი და ულამაზესი გოგონა არსებობს – მეუღლე და ორი ქალიშვილი. როგორ სთხოვა მომავალ ცოლს ხელი პირველივე ნახვისას, როდის გახდა მშობიარობაზე დასწრება მისი ჰობი და ჩაგრავენ თუ არა ოჯახში გოგონები, ამას პირადად მისგან შეიტყობთ.
– თორნიკე, საინფორმაციოსთვის ცოტა არასტანდარტული წამყვანი ხარ.
– ეკრანზე არ ვთამაშობ და იმიტომ გამოდის ის, რაც გამოდის. ვცდილობ, ზუსტად ისეთი ვიყო, როგორიც სინამდვილეში ვარ. თან, ეს ყველაფერი საინფორმაციოს ფორმატს მოვარგო. ვლაპარაკობ ძალიან მარტივად და ყველასთვის გასაგებად. საინფორმაციოს ძალიან ბევრი მაყურებელი ჰყავს და ინფორმაცია ყველასთვის გასაგები უნდა იყოს. პირდაპირ ეთერში ჩართვისას აზიდვებიც კი გამიკეთებია. საზაფხულო ოლიმპიადის დროს. ჩემი აზრით, წამყვანი დაშტამპული არ უნდა იყოს. სამსახურის დაძაბულ გარემოშიც ვცდილობ, ადამიანები ხასიათზე მოვიყვანო და მხიარული ატმოსფერო შევქმნა. ჩემს პრობლემას კართან ვტოვებ და სამსახურში ყოველთვის ხალისიანი ვარ.
– წარმატებული კარიერის პარალელურად ულამაზესი მეუღლე და ორი გოგონა გყავთ.
– კი, სამი გოგონა მყავს, ჩემი მეუღლის ჩათვლით. სამივე ძალიან ლამაზია. მიხარია, რომ პატარას – კატოს, მგონი, ჩემი ხასიათი აქვს. დილა რომ თენდება, ღიმილით იღვიძებს, ეტყობა, რომ ცოტა ჭკუამხიარული ბავშვია (იცინის). სხვათა შორის, ძალიან შემთხვევით „შემოგვეპარა“. არ ვიცოდით, რომ მეუღლე ფეხმძიმედ იყო. ისვენებდა და მითხრა, რაღაც კარგად ვერ ვარო. ალბათ, მოიწამლე-მეთქი და საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ ყოფილა. ასე დაიბადა ძალიან მაგარი კატო.
– თუმცა, ბიჭს ელოდით.
– ვხუმრობდი, ჩემი ბიჭი გოგო აღმოჩნდა-მეთქი. ექოზე სქესი ბოლომდე არ ჩანდა. რადგან პირველი გოგო გვყავს, ვიფიქრეთ, იქნებ მეორე ბიჭიაო. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ბიჭზე განსაკუთრებული აქცენტი უნდა გააკეთო. შესანიშნავი გოგოები მყავს, რომლებმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალეს. პატარა ვიყავი, 22 წლის, როცა დავქორწინდი და ბავშვების გაჩენამ უფრო სწრაფად გამზარდა, მაგრამ ხასიათი მაინც იგივე დამრჩა (იცინის). არაფერია იმაზე მაგარი შეგრძნება, დილას რომ იღვიძებ და სამ ულამაზეს გოგონას ხედავ. ბავშვები შეჭმული მყავს. ძალიან მიყვარს ცხვირზე კბენა, რასაც ანასტასია უკვე შეჩვეულია და თავის დაღწევის ხერხებიც ასე თუ ისე იცის. აი, კატო ჯერ პატარაა ამისთვის, ამიტომ მთელი აქცენტი მასზე გვაქვს გადატანილი. სხვათა შორის, ძალიან გემრიელი ცხვირი აქვს (იცინის).
– მეუღლე თანაკურსელია, არა?
– კი. ჩვენი ურთიერთობა სტუდენტობიდან დაიწყო. ორივე პოლიტოლოგიაზე ვსწავლობდით. პირველი დანახვისთანავე მივხვდი, რომ ის ის იყო და მე – მე. დავინახე თუ არა, მაშინვე ხელი ვთხოვე, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ, საბოლოოდ, ჩემი ენითა და ქცევით მოვახერხე ის, რომ დღეს ერთად ვართ.
– გარეთ აქტიური და მხიარული ადამიანები ხშირად ოჯახში საპირისპირო ხასიათს ამჟღავნებენ. შენს შემთხვევაში როგორაა?
– არა, ოჯახშიც ასეთი ვარ, არასდროს ვჩერდები, სულ ვმოძრაობ. სულ რაღაცას ვმაიმუნობ და ვცდილობ, ხალისიანი ვიყო. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ცუდ ხასიათზე არასდროს ვარ. ვერ ვიტან ცუდ ამინდს და ყველაზე მაგარია კარგი ამინდი, მუსიკა და ცოლ-შვილთან ერთად გასეირნება. სულ ვმოძრაობ: ვვარჯიშობ, დავრბივარ, ველოსიპედით დავდივარ, ფეხბურთს ვთამაშობ. ტასოც მიმყავს ხოლმე ხშირად სათამაშოდ და რაღაცეებს ვმაიმუნობთ. ერთხელ ველოსიპედით მყავდა სასეირნოდ წაყვანილი და თვითონ გადმოვაგდე ველოსიპეტიდან. გადავწყვიტე, რომ ბავშვმა უკვე იცოდა ტარება და დამატებით ორი ბორბალი აღარ სჭირდებოდა. ერთხელაც ზედმეტად მარცხნივ აიღო საჭე და ასფალტზე აღმოჩნდა. ყველაფერი კარგად დამთავრდა, მაგრამ მას შემდეგ სულ მახსენებს, როგორ გადმომაგდე ველოსიპედიდანო. სახლში რომ მივედით, ცოტა შელამაზებულად მოვყევი ეს ამბავი, თითქოს მე არ გადმომიგდია, მაგრამ ბავშვმა დეტალურად მოყვა – როგორ გადმოაგდო მამამ ველოსიპეტიდან (იცინის).
– როგორც ვიცი, ტასო „იმედის“ შტატგარეშე თანამშრომელია.
– სხვათა შორის, ახლა ადრინდელივით ხშირად აღარ დამყავს, რადგან უკვე ბაღი შემოვიდა ტასოს ცხოვრებაში. შაბათ-კვირას, როცა ტასოს სცალია, მე არ ვმუშაობ. ამიტომ, თუ რამე ჩაწერაზე სტუმრად არაა მიწვეული, ისე ვეღარ ახერხებს ტელევიზიაში სიარულს (იცინის). ჟურნალისტობა უნდოდა, მაგრამ მერე მზარეულობა არჩია. ჯერ პატარაა და ალბათ, კიდევ ცხრაასჯერ შეიცვლის აზრს, მაგრამ ზუსტად ვიცი, მის პროფესიულ არჩევანში არ ჩავერევი.
– დღეს აქტუალურია გენდერულ თანასწორობაზე საუბარი. ამ თვალსაზრისით, მგონი, დაჩაგრული ხარ – სამ გოგოსთან ერთად ცხოვრობ.
– არა, ჯერჯერობით ვერ მჩაგრავენ (იცინის). ვცდილობთ, კონსენსუსს მივაღწიოთ ხოლმე გადაწყვეტილებების მიღებისას. ჯერჯერობით ყველაზე აქტიურად ტასო ცდილობს თავისი პოზიციის დაფიქსირებას. მაგალითად, როცა მის ჩაცმულობას ეხება საქმე. არ უნდა ხოლმე იმის ჩაცმა, რაც მე და თეოს მოგვწონს და ხშირ შემთხვევაში, თავისი გააქვს (იცინის). ვცდილობთ, ჩვენს ჭკუაზე გადმოვიყვანოთ, მაგრამ ძირითადად – უშედეგოდ.
– მეუღლე, ძირითადად, საოჯახო საქმითაა დაკავებული?
– ახლა, ძირითადად, ბავშვებზეა გადართული. თუმცა, მე მომხრე ვარ, ყველა ქალს ჰქონდეს სამსახური. მაქსიმალურად ვცდილობ, ჩართული იყოს იმ საქმეში, რასაც ახლა ვაკეთებ – პრაქტიკული ჟურნალისტიკის მასტერკლასებს ვგულისხმობ, საორგანიზაციო საქმეებში გვეხმარება. ასე რომ, მარტო ოჯახსა და სახლზე არაა მიჯაჭვული, რაც ჩემი აზრით, კარგია. ყველა კაცს უხარია, როცა გვერდით ლამაზი და შემდგარი ცოლი ჰყავს.
– ლამაზ და შემდგარ ცოლებს ხშირად ეჭვიანი ქმრებიც ჰყავთ.
– მე არ ვარ ეჭვიანი. შეყვარებულობის პერიოდში უფრო იყო მსგავსი მომენტები. ყოველთვის ვამჩნევდი, რომ თეო ბევრ ბიჭს მოსწონდა და ვცდილობდი, დამემტკიცებინა, რომ მე ვიყავი ის ერთადერთი. მინდა, იმ ბიჭებს ხელი დავუქნიო. მიხარია, რომ არჩევანი ჩემზე გააკეთა (იცინის).
– გაიხსენე თქვენი ოჯახური ცხოვრებიდან კონკრეტული მომენტები, რას აკეთებ თეოსთვის?
– მშობიარობებს ვესწრები ხოლმე, ეს უკვე ჰობად ჩამომიყალიბდა (იცინის). პირველ მშობიარობაზე დასწრება ჩემი იდეა არ იყო, არც წამომცდენია, ამგვარი რამ. რომ დამირეკეს და მითხრეს, მგონი, მშობიარობა დაეწყოო, ის კი არ მიკითხავს, თუ წაიყვანეთ სამშობიაროში-მეთქი, ეგრევე გავვარდი და ჩაჩავაში ცოლს მე მივასწარი (იცინის). ცოლისდებიც იქ იყვნენ და იმედი მქონდა, ერთ-ერთი შეჰყვებოდა, მაგრამ თეოს სურვილით, მე აღმოვჩნდი სამშობიარო ბლოკში. რომ გითხრა, დიდად მოხიბლული ვიყავი ამ აზრით-მეთქი, მოგატყუებ. თან, ძალიან პატარა ვიყავი. მშობიარობა რომ დაიწყო, არ ვიცოდი, რა მექნა. თეოს ხელი მეჭირა და რასაც ექიმი ეუბნებოდა, მეც იმავეს ვუმეორებდი. ვცდილობდი, დამემშვიდებინა. არადა, დასამშვიდებელი მე უფრო ვიყავი. ექიმმა შემატყო, რომ სახეზე ფერი აღარ მედო, მაგრამ ბოლომდე გმირულად ვიდექი. ახლა უკვე ყველა კაცს ვურჩევ, მეუღლის მშობიარობას დაესწრონ. მეორე მშობიარობასაც დავესწარი და მაშინ უკვე აღარანაირი პრობლემა არ მქონია.  სამშობიარო ბლოკში ვიჯექი, თეო მშობიარობდა, მე თან ვამხნევებდი, თან კალათბურთს ვუყურებდი (იცინის). ასე რომ, მესამესაც დიდი სიამოვნებით დავესწრები.
– ზემოთ გენდერულ თანასწორობაზე ვსაუბროდით. ამ თემას ებმის ოჯახში ცოლ-ქმარს შორის ფუნქციების გადანაწილებაც. თქვენთან როგორაა?
– მე, ცოლს სულ იმას ვეუბნები, აღარ გინდა, გეყოფა ამდენი დალაგება-მეთქი. თუმცა, რადგან კატო ძალიან პატარაა, თეო ჯერ ძირითადად, ოჯახურ ამბებშია ჩართული. ანუ საოჯახო საქმეებს ის კურირებს. მე ვცდილობ, არაფერი გავაკეთო და უმაქნისად ვიყო (იცინის). სერიოზულად. მე, ძირითადად, სულ გარეთ ვარ და სახლში ვისვენებ (იცინის). სამზარეულოში რაღაცეების კეთება მიყვარს, მაგრამ ცოლმა გამაზარმაცა. უგემრიელეს კერძებს აკეთებს მეგრული სამზარეულოდან, ამიტომაც მიწევს ხშირად ველოსიპედით სეირნობა, ვარჯიში და სპორტდარბაზის სტუმრობა. მოკლედ, თავი უნდა დაანებოს გემრიელი კერძების მომზადებას (იცინის). ახლა, მით უმეტეს, შაბათ-კვირაც ძალიან დაკავებული მაქვს, რაც პრაქტიკული ჟურნალისტიკის კურსები დავიწყეთ მე და ნუცა კოპალიანმა. ვისაც პრაქტიკული ჟურნალისტიკა აინტერესებს, ჩვენს გამოცდილებას ვუზიარებთ და მეუღლესაც კარგად ესმის ჩემი დაკავების მიზეზი.

скачать dle 11.3