სარემონტო მასალების საბითუმო ბაზა – ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი არჩევანი! #15
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და გთავაზობთ ფასდაკლებას!
რემონტი რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. როგორი იქნება ჩვენი სახლი, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გემოვნებით შერჩეული, ხარისხიანი სარემონტო მასალებია. მათი არჩევა უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, მაგრამ თუ ამ საქმეში, პროფესიონალებს დაიხმართ, რომლებიც კომფორტულ, მყუდრო გარემოში, არც რჩევას დაგზარდებიან და უფრო მეტიც, სრულ კომფორტს შემოგთავაზებენ, ამას რა ჯობია. ძნელად მოიძებნება ადამიანი, ვინც სარემონტო სამუშაოების დროს, თბილისის გარეუბანში, ე. წ. „პეპელას“ ტერიტორიაზე, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდ და მასშტაბურ სავაჭრო ცენტრს – „ნიუ-დიზაინს” ერთხელ მაინც არ სწვევია. ამ ცენტრს დიდი ხნის ისტორია აქვს. იმის მიუხედავად, რომ თბილისში, ბოლო წლებში უამრავი შპალერის სახლი თუ სხვა სარემონტო მასალების სავაჭრო ცენტრი გაიხსნა, კომპანია „გიორგი 2004-ის” საბითუმო ბაზას – ამიერკავკასიაში ყველაზე დიდს, კონკურენციას ვერცერთი ცენტრი ვერ უწევს. ის 2004 წლიდან ფუნქციონირებს სამომხმარებლო ბაზარზე და დაარსების დღიდან, სრულიად საქართველოს მოსახლეობას სთავაზობს საუკეთესო ხარისხის მრავალფეროვან პროდუქციას. კომაპნია „გიორგი 2004-ის” საქმიანობის სფეროა როგორც შპალერის ფართო არჩევანი, ასევე, სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია ლაკ-საღებავების, დასაგრუნტი მასალების, ლამინირებული იატაკის, იატაკის საფარის, კერამიკის, კაფელ-მეტლახის, სანათი მოწყობილობებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების საცალო და საბითუმო მრავალფეროვანი კოლექცია. შპს „გიორგი-2004” მომხმარებელს სთავაზობს წამყვანი ცნობილი ევროპული ბრენდების პროდუქციას.
„ნიუ დიზაინის” სარემონტო მასალების საბითუმო ბაზა კიდევ ერთი, მთავარი ნიშნით არის გამორჩეული და განსხავავებული – აქ საკუთარი გემოვნების დაკმაყოფილება შეუძლია, ყველანაირი გემოვნებისა და შესაძლებლობის ადამიანს. მაგალითად, შპალერის სექცია 15 ათასამდე სახეობის შპალერს გვთავაზობს. პროდუქციის მრავალფეროვნებით გამოირჩევა ასევე: ლაკ-საღებავების, დასაგრუნტი მასალების, ლამინირებული იატაკის, იატაკის საფარის, კერამიკის, კაფელ-მეტლახის, სანათი მოწყობილობების კოლექცია. შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ძვირად ღირებული ბრენდის ნაწარმი, ისე სხვა ხარისხიანი პროდუქტი თქვენთვის ხელმისაწვდომ ფასად. ცენტრის კომფორტულ გარემოში კვალიფიციური კონსულტანტები გაგიწევენ სრულყოფილ დახმარებას და შეგირჩევენ სასურველ პროდუქციას.
გაგონილს, თვალით ნანახი ჯობიაო. ამაში რომ დარწმუნდეთ, თავად ეწვიეთ „ნიუ დიზაინის” ბაზას – კახეთის გზატკეცილზე, ე. წ. „პეპელას“ მიმდებარე ტერიტორია, ეკატერინე ბაღდავაძის ¹20.
„ნიუ-დიზაინი” გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და გთავაზობთ ფასდაკლებებს პროდუქციის სრულ კოლექციაზე!
საკონტაქტო ნომრები:
(032) 2 71 64 01; 591 00 64 01.