კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის მოძალადე დასაჯეს, მაგრამ გოგონა ქალწული აღმოჩნდა #15

გაუპატიურების ბრალდებით გასამართლებულ   მამუკა დ-ს  სასამართლომ 10 წლით  პატიმრობა  მიუსაჯა. პატიმარი თანასოფლელმა სკოლის მოსწავლემ ამხილა, რომლის განცხადებით, მამაკაცს ორი წლის განმავლობაში ის  სოფელში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში მიჰყავდა და აუპატიურებდა. ეს  საქმე  გამაოგნებელი ფინალით დასრულდა – ექსპერტიზით დადგინდა, რომ გოგონა ქალწული იყო.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, მამუკა დ-მ სოფელში, მისი სახლის გვერდით მდებარე მიტოვებულ სახლში შეიტყუა ნინო მ. და გააუპატიურა. თან, დაემუქრა, რომ თუ გაამხელდა, ოჯახის წევრებს მოუკლავდა. ეს გრძელდებოდა 2 წელი. შემდეგ კი, გოგონა, ასევე მოტყუებით, თბილისში, ნაქირავებ ბინაში ჩამოიყვანა და მას  თავისუფლება აღუკვეთა. გარდა ამისა, მამუკა დ-ს ბრალად დაედო, რომ ნაქირავებ ბინაში, სადაც არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრობდა,   გოგონას სოფლიდან ჩამოსულ  დედასაც  მოკვლით დაემუქრა. მან ქალს თოკით შეუკრა ხელები და ტუალეტში მანამდე ჰყავდა ჩაკეტილი, ვიდრე თანხმობას არ მისცემდა, რომ მის შვილთან არა მხოლოდ ექორწინა, უცხოეთში წასვლის ნებართვაც მიეცა.
როგორ გაიხსნა საქმე
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მამუკა დ-მ სოფელში დაიბარა, რომ სამუშაოდ უცხოეთში მიდიოდა, მაგრამ რეალურად, თბილისში იქირავა ბინა, სადაც სოფლიდან ნინო მ-ც ჩავიდა. თუმცა, რადგან ბავშვის წასვლის შესახებ არავინ იცოდა, მისი გაუჩინარების ფაქტზე რაიონში საქმე აღიძრა და ძებნა გამოცხადდა.
დაახლოებით ორ კვირაში, ნაქირავებ ბინაში კითხვა-კითხვით მამუკას ბიძა მივიდა. მას თანასოფლელმა აცნობა, რომ მამუკა და ნინო ნაქირავებში ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ ნინომ დაურეკა, მამუკა მოკვდა და მეც თავს ვიკლავო. შეშფოთებული ბიძა, ცოლთან ერთად, სასწარფოდ იქ წავიდა, მაგრამ ნინომ კარი არ გაუღო. მამუკა ვენებგადაჭრილია, სისხლისგან  იცლება და თუ კარს ძალით გააღებთ, მეც თავს მოვიკლავო. ამიტომ, ბიძამ პოლიცია გამოიძახა, კარი შეამტვრიეს, მაგრამ გაოცდნენ – მამუკაც და ნინოც საღსალამათები იყვნენ...
ნინოს გაუჩინარებაზე აღძრული საქმე გახსნილად გამოცხადდა. გამოძიება უკვე გაუპატიურების მუხლით გაგრძელდა და აქ იწყება ტყუილების კორიანტელი. გოგონამ პოლიციას ჩვენება მისცა, რომ მამუკა მას სიყვარულში პირველად სოფელში გამოუტყდა, თუმცა, მათ შორის სექსუალური კავშირი, დაახლოებით 4 თვით წინ, სოფლის მიტოვებულ სახლში დამყარდა. მამუკა გოგონას უცხოეთში წაყვანას და ცოლობას ჰპირდებოდა. მისივე ჩვენებით, მასზე ორი კვირით ადრე ჩავიდა. თვითონ კი ჯერ პასპორტი უნდა გაეკეთებინა, მაგრამ რადგან ეს ვერ შეძლო, გამოიპარა. მამუკა კი თბილისში, ერთ-ერთ საავადმყოფოსთან დახვდა, ნაქირავებ ბინაში მიიყვანა და ცოლ-ქმარი გახდნენ.
რაც შეეხება მამუკას, აცხადებდა, რომ ნინო უყვარდა, მის გამო ოჯახი დატოვა და ცოლად მოყვანას უპირებდა. თუმცა ირწმუნებოდა, რომ სოფელში მასთან არანაირი სექსუალური კავშირი არ ჰქონია და ყველაფერი თბილისში მოხდაო. თუმცა, სასამართლოს დაწყებისთანავე, მან სექსუალური კავშირი კატეგორიულად უარყო. მოსამართლეს არწმუნებდა, რომ არასრულწლოვანთან რეალურად არაფერი ჰქონია.
ვინაიდან ნაქირავებში წყვილი არასრულწლოვნის დედამაც მოინახულა, გამოძიებამ დედაც დაკითხა. ქალბატონმა განაცხადა, რომ მათ სანახავად ტაქსით ჩავიდა, მაგრამ ბინაში მისვლისას მამუკამ იქ ჩაკეტა – ისე ვინერვიულე, გონება დავკარგე და შვილმა მომასულიერაო. მოკლედ, ქალი ამბობდა, რომ მამუკა მათთვის დაქორწინების უფლებას სთხოვდა, რის შემდეგაც, ნინოს უცხოეთში წაეყვანას უპირებდა. უარს თუ ვეტყოდი, ორივეს მოკვლით გვემუქრებოდა და დანას გვიღერდაო. მისივე ჩვენებით, ვინაიდან ამაზე უარი უთხრა, მამუკამ ხელები შეუკრა და ტუალეტში ჩაკეტა. ამიტომ, იძულებული გახდა, თანხმობა მიეცა – ნაქირავებიდან მხოლოდ თანხმობის მიღების შემდეგ გამომიშვაო...
სხვას აბობდა პატიმარი – ნინომ დედამისს თავად დაურეკა, რადგან იცოდა, რომ გაუგებდა. დედამისისთვის არაფერი დამიშავებია – არც ხელები შემიკრავს და არც ჩამიკეტია. ამას სასამართლოზე ნინო დაამტკიცებსო. მისივე თქმით, დედას შვილის წაყვანა თუ უნდოდა, ამას ორივე თავისუფლად შეძლებდა, რადგან კივილი რომ აეტეხაო, მეზობლები გაიგებდნენ. თან არც სახლის კარი არ იკეტებოდა გასაღებითო.
ვინ ტყუოდა და რატომ, ეს ალბათ, დღესაც აუხსნელია, მაგრამ გამაოგნებელი ისაა, რომ არასრუწლოვანმა ჩვენება რვაჯერ შეცვალა. მორიგ ჩვენებაში აცხადებდა, რომ მასთან მამუკამ სექსუალური კავშირი მეზობლად მდებარე მიტოვებულ სახლში არა ოთხი თვის წინ, როგორც პირველად თქვა, არამედ, ორი წლით ადრე, 13 წლის ასაკში დაამყარა. აქედან მოყოლებული კი, პერიოდულად ჩემთან იძულებით კავშირს ამყარებდაო. რაც შეეხება დედის სტუმრობას, ჯერ თქვა, რომ იმ ღამეს, დედა მათთან დარჩა. მას და მამუკას ლოჯში, დედამისს კი მისაღებში ეძინათ: „დედაჩემი ტიროდა, მამუკას ჩემს გატანებას სთხოვდა, მაგრამ მე არ წამოვედი, იმიტომ რომ, მამუკა თავს მოიკლავდა, თანაც, მიყვარდა”. შემდეგში ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ ორივეს მოკვლით გვემუქრებოდაო: „დედაჩემი 4-5 საათი ჰყავდა საპირფარეშოში ჩაკეტილი - ხელებგაკრული და პირახვეული. ასეთ მდგომარეობაში მთელი ღამე გაათენებინა,” – განაცხადა გოგონამ და ჩვენება კიდევ შეცვალა: „მოწმედ დაკითხვისას ვთქვი, რომ ჩვენ შორის კავშირი დამყარდა სოფელში, მაგრამ სინამდვილეში, ინტიმური კავშირი თბილისში შედგა. თავიდან ასე იმიტომ ვთქვი, რომ გაოგნებული ვიყავი”. გოგონა ჩვენებას კიდევ ცვლის: „მოტყუებით წამიყვანა მეზობლად, მიტოვებულ სახლში და ძალით გამაუპატიურა. მერე თვითონ დამბანა და დამემუქრა – ვინმეს თუ ეტყვი, გაგამწარებო. არავისთვის არაფერი მითქვამს, რადგან მეშინოდა. სწორედ შიშის გამო ვერ დავეხმარე დედას. მას დანა ეჭირა და ორივეს გვემუქრებოდა. შიშის გამო ვიყავი იძულებული, როცა მოესურვებოდა, მაშინ დაემყარებინა ჩემთან სექსუალური კავშირი.”
ურთიერთსაწინაამდეგო ჩვენებებისა და იმის მიუხედავად,  რომ გოგონა ქალწული აღმოჩნდა,  სასამართლომ დაასკვნა, რომ მამუკა დ. არასრუწლოვანთან  ორი წლის განმავლობაში ამყარებდა ინტიმურ კავშირს. 
სასამართლომ მამუკა დ-ს გაუპატიურების უმძიმესი მუხლი  მოუხსნა, მაგრამ ბრალი დასდო სქესობრივ კავშირსა ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში 16 წლის ასაკს მიუღწეველთან, რაც ერთიდან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამ მუხლით მამუკა დ-ს 2 წელი მიუსაჯეს. გარდა ამისა, მას ბრალად დაედო გოგონას დედისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რისთვისაც 8 წელი, ანუ საბოლოოდ, 10 წელი მიუსაჯეს.
პატიმრის ადვოკატებმა საქმე გაასაჩივრეს, მაგრამ საბოლოო ინსტანციამ სარჩელი განუხილველად დატოვა – მამუკა დ. ციხეში 10 წელს გაატარებს.

скачать dle 11.3