კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცილოვანი დიეტა აქტიური ადამიანებისთვის #15

აუცილებელია, გაითვალისწინოთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპი. კერძოდ, მკაცრად დაიცავით პროდუქტების მიღების თანამიმდევრობა. ცილოვანი დიეტა მიზანშეწონილია აქტიური ცხოვრების წესის მიმდევართათვის. ასაკოვანი და ძალიან მსუქანი ადამიანებისთვის ის არ არის დასაშვები, რადგანაც ცილა ხელს უწყობს სისხლის შედედებას და ზრდის თრომბის წარმოქმნის რისკს. ყოველდღე აუცილებელია, მინიმუმ 1,5 ლიტრი ანადუღარი ან მინერალური წყლის დალევა.
პირველი კვირა
ორშაბათი
საუზმე: ყავა უშაქროდ.
სადილი: ერთი ჭიქა ტომატის წვენი, მოხარშული კვერცხი, ზეითუნის ზეთით შეკაზმული მოხარშული კომბოსტო.
ვახშამი: მოხარშული ან შემწვარი თევზის ერთი პორცია.
სამშაბათი
საუზმე: ყავა უშაქროდ, ერთი ნაჭერი ორცხობილა.
სადილი: შემწვარი ან მოხარშული თევზის ერთი პორცია, ზეითუნის ზეთით შეკაზმული კომბოსტოს ან ბოსტნეულის სალათა.
ვახშამი: ერთი ჭიქა კეფირი, 200 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი.
ოთხშაბათი
საუზმე: ყავა უშაქროდ, ერთი ნაჭერი ორცხობილა.
სადილი: დიდი ზომის ერთი ცალი ყაბაყი, შეწვით ან მოთუშეთ ზეითუნის ზეთში, ვაშლი რამდენიც გსურთ.
ვახშამი: 200 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი, 2 მოხარშული კვერცხი, ზეითუნის ზეთით შეკაზმული კომბოსტოს სალათა.
ხუთშაბათი
საუზმე: ყავა უშაქროდ.
სადილი: 3 ცალი მოხარშული დიდი სტაფილო, შეკაზმული ზეითუნის ზეთით, 1 უმი კვერცხი, 15 გრამი ყველი.
ვახშამი: ხილი.
პარასკევი
საუზმე: უმი სტაფილო, შეკაზმული ლიმონის წვენით.
სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზის პორცია, ერთი ჭიქა ტომატის წვენი.
ვახშამი: ხილი.
შაბათი
საუზმე: ყავა უშაქროდ.
სადილი: მოხარშული ნახევარი ქათამი, სტაფილოს ან კომბოსტოს სალათა.
ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, გახეხილი სტაფილო შეკაზმული ზეითუნის ზეთით.
კვირა
საუზმე: ყავა უშაქროდ.
სადილი: 200 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი, ხილი.
ვახშამი: 200 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი, 2 მოხარშული კვერცხი.
მეორე კვირა
ორშაბათი
საუზმე: ყავა უშაქროდ.
სადილი: ერთი ჭიქა ტომატის წვენი, მოხარშული კვერცხი, ზეითუნის ზეთით შეკაზმული მოხარშული კომბოსტო.
ვახშამი: მოხარშული ან შემწვარი თევზის ერთი პორცია.
სამშაბათი
საუზმე: ყავა უშაქროდ.
სადილი: მოხარშული ნახევარი ქათამი, სტაფილოს ან კომბოსტოს სალათა.
ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, გახეხილი სტაფილო შეკაზმული ზეითუნის ზეთით.
ოთხშაბათი
საუზმე: სტაფილო უმად, შეკაზმული ლიმონის წვენით.
სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი, ერთი ჭიქა ტომატის წვენი.
ვახშამი: ხილი.
ხუთშაბათი
საუზმე: ყავა უშაქროდ.
სადილი: უმი კვერცხი, 3 მოხარშული სტაფილო, შეკაზმული ზეითუნის ზეთით, 15 გრამი ყველი.
ვახშამი: ხილი.
პარასკევი
საუზმე: ყავა უშაქროდ, ორცხობილა.
სადილი: დიდი ზომის ყაბაყი – შემწვარი ზეითუნის ზეთში, ვაშლი.
ვახშამი: 200 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი, 2 მოხარშული კვერცხი, კომბოსტოს სალათა.
შაბათი
საუზმე: ყავა უშაქროდ, ორცობილა.
სადილი: მოხარშული თევზი, ზეითუნის ზეთით შეკაზმული ბოსტნეულის სალათა.
ვახშამი: ერთი ჭიქა კეფირი, 200 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი.
კვირა
საუზმე: ყავა უშაქროდ.
სადილი: ერთი ჭიქა ტომატის წვენი, მოხარშული კვერცხი, კომბოსტოს სალათა, შეკაზმული ზეითუნის ზეთით.
ვახშამი: ერთი პორცია მოხარშული თევზი.

скачать dle 11.3