როგორ მოვუაროთ და ბზინვარება შევმატოთ თმას ბანანის ნიღბებით #15
ზამთარში სიცივის, ქარის, თოვლისა და ქუდის გამუდმებული ტარების გამო, თმა მტვრევადი, მშრალი და უსიცოცხლო ხდება. სახლის პირობებში შეგიძლიათ, თმას ხალისი, ბზინვარება და სიცოცხლე დაუბრუნოთ. ბანანისგან დამზადებული ნიღბები თქვენს თმას, მისცემს დამატებით მოცულობას და ბზინვარებას. გარდა ამისა, მიანიჭებს სასიამოვნო სურნელს.
ნიღაბი მეტი მოცულობისთვის
საჭიროა: 2 ცალი ბანანი, 3 სადილის კოვზი მაიონეზი, 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, რამდენიმე წვეთი სურნელოვანი ეთერზეთი.
მომზადების წესი: ბანანი კარგად ათქვიფე ბლენდერის საშუალებით, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნიღბის თმიდან ჩამობანა ძალიან გაგიძნელდება. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და მაიონეზი და ისევ დააბლენდერეთ, სანამ ერთგვაროვან კრემისებურ მასას არ მიიღებთ. დაუმატეთ რამდენიმე წვეთი სურნელოვანი ეთერზეთი კარგი არომატისთვის. წაისვით ახალდაბანილ, პირსახოცით ოდნავ შემშრალებულ თმაზე და გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ მსუბუქი შამპუნით.
ნიღაბი დაზიანებული და მშრალი თმისთვის
საჭიროა: 1 ცალი ბანანი, 5 წვეთი ნუშის ზეთი.
მომზადების წესი: ბანანი კარგად დააბლენდერეთ ისე, რომ მკვრივი ნაწილაკები არ შეჰყვეს. დაუმატეთ ნუშის ზეთი და ახალდაბანილ თმაში შეიზილეთ. გაიჩერეთ 20-30 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლითა და მსუბუქი შამპუნით.
უნივერსალური ნიღაბი
საჭიროა: 1 ცალი ბანანი, 1 ცალი კვერცხი, 1 სადილის კოვზი თაფლი, 5 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 3 სადილის კოვზი რძე.
მომზადების წესი: დააბლენდერეთ ბანანი, შემდეგ შეურიეთ კვერცხი, თაფლი, ზეთი და რძე და ისევ დააბლენდერეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნიღაბი უნდა წაისვათ ახალდაბანილ თმაზე და ნახევარი საათის განმავლობაში გაიჩეროთ. შემდეგ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და მსუბუქი შამპუნის გამოყენებით.