კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყირამალა საყვარლები #15

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

 გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-14(849)

ისტორია მეთორმეტე
შესაცდენი შეცდენილი
(მოქმედი პირები: ზურა და ქეთა, ზურას ცოლი –  ლანას ძმის, ლაშას ცოლი)
ახლოდან ისიც შევამჩნიე, რომ სხეულზე აქა-იქ წყლის წვეთები ეკიდა –  სველი ქალი არ მსიამოვნებს, მაშინვე გველი მახსენდება, ზანტად რომ მოსრიალებს შენკენ, ერთადერთი მიზნით, მოხერხებულად დაგგესლოს სასიკვდილოდ. 
– არა, დაღლილი ვარ და მოვეშვი რაღაცნაირად. ლაშა მალე მოვა?
– ლაშა მეგონე. წესით, უკვე აქ უნდა იყოს, თორემ შენთვის კი არ გამოვგოგმანდი ასე?! ჰაჰაჰაჰა, არც იოცნებო, –  უსიამოვნოდ ჩაიკისკისა ქეთამ.
– ამას ჰგონია, გოგმანებს, შტერი! არა –  ლამაზო, ლაშა დააქლიავე, პრობლემები მინდა კიდევ მე?! –  ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს ხმამაღლა არ მითქვამს.
–  ეშმაკსაც შეაცდენ, მშვენიერო ქეთევან, მაგრამ მე შინაურებს არ ვერჩი.
– მერე, სადაური შენი შინაური მე ვარ, ბიჭო?! –  მითხრა ქეთამ და გვერდით მომისკუპდა. საკმაოდ ახლოს, ისე, რომ მისი მარცხენა შიშველი მუხლი ჩემს მარჯვენა ფეხს ეხებოდა, –  მოდი, ცოტა დავლიოთ და ერთმანეთს გულის დარდები გავუზიაროთ, მეგობარო.
– ხომ იცი, არ ვსვამ, –  ვუპასუხე და შეუმჩნევლად ჩავიწიე მარცხნივ. არაფერში მჭირდებოდა ახლა ლაშასთან უსიამოვნება. ნეტავ, ამათი კარი ხომ ავტომატურად იკეტება?!
– შენ ისეთი იდეალური ხარ, ქალებსაც უარს ეუბნები ხომ? –  ქეთამ ვისკი მოწრუპა. ახლაღა შევამჩნიე, რომ ხელში ჭიქა ეჭირა.
– რა თქმა უნდა. ცოტა ზედმეტად მაგარი ხომ არ არის შენთვის ვისკი?
– მე ყველაფერი ზედმეტად მაგარი მიყვარს… და დიდი ხანია, ღალატობ, ფისო?
– ვის?!
– ვის და მე, –  ახლა უკვე გადაიხარხარა ქეთამ.
– ამან რამე ხომ არ იცის?! –  უსიამოვნოდ გამკრა, მაგრამ ვითომ გაკვირვებულმა შევხედე.
– მიყურე ახლა უცოდველი კრავივით. ნუთუ ისეთი სრულყოფილი ხარ, რომ ცოლისთვის არასდროს გიღალატია?! ნუ, თუ ერთჯერადი ურთიერთობები ღალატად არ ითვლება?! მომიყევი, რა. ხომ მითხარი, შინაური ხარო. ჰო, მე შენი შინაური ვარ. შენი ამბები კი არ მაინტერესებს, ლაშას ვამოწმებ. როგორ იქცევა კაცი, როდესაც ცოლს ღალატობს? მოიცა, რა გაქვს შუბლზე… –  ქეთა ჩემკენ მოტრიალდა, ინსტინქტურად უკან გადავიწიე. ორივე ხელი შუბლზე დამადო და სახე იმდენად ახლოს მომიტანა, რომ მისი სუნთქვა სადღაც ჩემს ტუჩებთან ისმოდა უკვე. როგორ აღმოჩნდა ჩემს მუხლებზე ვერც კი მივხვდი. მისი ფეხები  რკალად მქონდა შემორტყმული წელზე. სუნთქვა შევაჩერე და თვალები დავხუჭე. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ახლა ლაშა არ შემოსულიყო, თორემ ვინ დამიჯერებდა, რომ მე პატიოსნად ვიჯექი დივანზე და ცოლისძმას ველოდებოდი, რომ მშვიდ გარემოში ამეხსნა, თუ როგორ გადაგვერჩინა ბოლო კონტრაქტი. არადა, ქეთა ახლა ჩემთვის მისწრება იქნებოდა: უკომპლექსო და უპრობლემო, ცოლად მოყვანასაც არ მომთხოვდა… ამის ქმარს ვეძახი ქლიავს და მე თვითონ ვარ ქლიავი. არაფერზე აღარ მინდოდა ფიქრი. ქეთა ზუსტად იქ იჯდა, სადაც უნდა მჯდარიყო. ხელები ჩემდაუნებურად დავადე მუხლისთავებზე და შიგნით, ბარძაყებისკენ შევუცურე, თვალი არც გამიხელია… არავის დანახვა არ მინდოდა, მით უმეტეს, ჩემი ცოლისძმის ცოლის. თუ ქალი ითხოვს, რატომ არ უნდა გაჟიმო?!
– მეგონა, ფერისმჭამელა გქონდა, შემეშალა, –  ჩამესმა ქეთას ძალიან ნეიტრალური ხმა და ის ისევე უცბად აღმოჩნდა ჩემ გვერდით დამჯდარი, როგორც ერთი წუთის წინათ –  ჩემს მუხლებზე.
–  წავალ, ჩავიცვამ. შენ, თუ გინდა, წაუძინე. ლაშა რომ მოვა, გაგაღვიძებ. მე თავს უნდა მივხედო, –  მითხრა მშვიდად და ადგა.
– დაურეკე, როდის აპირებს მოსვლას. ვინმე ხომ არ გაიჩინა, რაღაც ძალიან აგვიანებს შენი ქმარი.
– ჩემი ქმარი ვერავის გაიჩენს,  განსხვავებით მისი დის ქმრისგან, –  ქეთა კიდევ ერთხელ დაიხარა ჩემკენ, თვალები აღარ დამიხუჭავს.  ტანზე შემოხვეული პირსახოცი მოეშვა და ახლა ჩემს ტუჩებთან მისი მკერდი იყო, მისი ტუჩები კი ჩემს ყურთან: მხოლოდ სექსი და მეტი არაფერი. არც ისტერიკა, არც სკანდალი. რომ მოიფიქრებ, იცი, სადაც ვარ, –  ჩაიჩურჩულა.
თვალები ისევ მიმეხუჭა, მაგრამ კარის საკეტის ჩხაკუნზე ისე ფართოდ გავახილე, ლამის ბუდეებიდან ამომიცვივდა. ქეთა წამის მეასედში გასხლტა მისაღები ოთახიდან და გაქრა. მე თავი მოვიმძინარე.
– მოვედი, საყვარელო… მზად ხარ? –  რა თქმა უნდა, ლაშას ხმა იყო. მე ისევ „მეძინა“.
– კი, შემოდი. ჯერ უნდა დაგენახვო…
– ქეთა, ხომ იცი, გვაგვიანდება…
– ვიცი… მაგრამ მოვითხოვ, ხარისხიანად გამჟიმო, თუმცა შეგიძლია, აირჩიო და მე გაგჟიმავ. რომელი გირჩევნია?!..
ისეთი ამბავი დაიწყო საძინებელში, ორივე ყურზე ბალიშები ავიფარე: ძუკნა, ახია ჩემზე!!!

ისტორია მეცამეტე
ამბავი გამოსწორებული კაცისა და გამოუსწორებელი გოთვერნისა
(მოქმედი პირები: ჯონდო-ჯონი-ჯამლეთა და ირა-მირა,
თეოს მეგობარი)
- ეს კახპა, ნახე, რა დღეშია? რაო, ქალაჩუნაო? ამას რამხელა ენა აქვს წაგდებული, ამ დედამოსახნელს! როგორ გამიბლატავდა ზურიკელას ხასა! არა, რა, ქალი არ უნდა დაინდო, რის სიყვარული, რა სიყვარული! როცა დავჭირდი და დამირეკა, იქვე უნდა მიმესამოთხებინა. თან –  დაუნდობლად. ეკრუტუნა მერე, მაგ ძუკნას და ახლა არ იქნებოდა ასე გაკაპასებული. აეწვა ერთი ადგილი! დაიცადე, ფისო, უკეთესად აგეწვება მალე. და ეს ირინოლა რაღა დღეშია, ხომ გავაფრთხილე, ხმა, კრინტი არ დაეძრა. მაინც იტლიკინა. ჰოდა, შენც მიიღებ, ქათამო, საკადრის პასუხს. ფიქრობ, შენი ბიჭიკო გაეშვა ძველ „ლოვეებს”? დედამ დგნაც! ისევ კოტრიალობს თავის ნაშასთან და დაგცინის. ამას წინებზე რესტორანში დავინახე კუს ტბაზე. ისეთი ჩახვეულები ისხდნენ, გულის შეტევა კი არა, ეგრევე ინფარქტი გაქვს გარანტირებული, შე, მართლა ქათამო, შენა. ისე, რატომ უნდა დაგინდო? შენ გაითვალისწინე ჩემი სურვილი? არა. ჰოდა, ახლა მიიღებ იმას, რასაც იმსახურებ! მე მგონი, პროფესია უნდა დავიმატო –  მორალის დამცველი ან რამე ასეთი. ახლა შენც გაგახარებ და მერე ამ ჩემს ძუკნას მივხედავ. უნდა გადავაჩვიო მე ეგ ენის ტლიკინს და დიდ გულზე ყოფნას. ბოზი ბოზია და თავისი ადგილი უნდა იცოდეს! ისე, იმ დღეს ფოტო გადამეღო, კარგს ვიზამდი. ფაქტი მაინც სხვაა. თუმცა მე რა მედარდება. ფაქტები თვითონ ეძიოს. მე მხოლოდ შევახსენებ, რომ მისი ლევანჩო ისევ ბოზ მარინას ეტრფის. კაცი რომ ამ ქალს რესტორანში აიყვანს და ჩაეხვევა, იმ კაცის დედაც! ქალაქი დაავაჟკაცა და ახლა ეს სირკუტუ რესტორნებში დაატარებს! მისი ქათამი ცოლი კი პატიოსნების მქადაგებელად მევლინება. ჰოდა, ძალიანაც კარგი! მისმინე, ლამაზო და გაიხარე! –  ჯონდომ ტელეფონი აიღო, ირას ნომერი მოძებნა და თავაზიანი ხმით დაიწყო: ალო, ირინა. კი, მე ვარ! ჯონდო ვარ! როგორ გიკითხო? გოგო, შენ და ლევანო ხომ ერთად ხართ, ხომ მშვიდობაა თქვენკენ? არაფერი, იმ დღეს კუს ტბაზე ვიყავი ბიჭებთან ერთად რესტორანში და, რა ვიცი, ხომ იცი, როგორ პატივს გცემ და კი არ მინდა, გული გეტკინოს, მაგრამ თეოს მეგობარი ხარ და... გეტყვი, უნდა გითხრა, ჩემი ვალია, გითხრა და, იქნებ დაგეხმარო ამით ოჯახის შენარჩუნებაში. მოკლედ, ბოზი მარინა ჰყავდა ისევ ამოყვანილი და ისეთს ჭუკჭუკებდნენ... ირინა, კაი ახლა, რა გატირებს, გოგო. იქნებ, ისე შეხვდნენ, რა ვიცი, მე მაინც უნდა მეთქვა. და ხარ...
ტელეფონი გავთიშე და ახლა უკვე საკუთარ თავს ვუთხარი ხმამაღლა და ძალიან კმაყოფილმა: და კი არა, ქათამი ხარ, შე ჩემა! იბღავლე ახლა და ლევანოს დახვდი დასიებულ-გაწეწილი. აწი ისევ აიწეწება თქვენკენ ამბები და თეოსაც მოხვდება გულზე. იცოდეს, რომ რაღაცეები არ უნდა გამიბედოს, თორემ ვალში არ დავრჩები! თუმცა ეს არ არის საკმარისი. მოვიფიქრებ, როგორ გაგახარო და მოგიბრუნო სიკეთე! მე არ ვიყო ჯონდო!
ირას ყურმილი ისევ ხელში ეჭირა და ცრემლები ღაპაღუპით უსველებდა ყურმილსაც და სახესაც. ირას ეგონა, აი, ახლა, აქვე გაუჩერდებოდა გული და ბარემ უნდოდა კიდეც! გამოდის, ისევ ატყუებს, ისევ იმ ქალს დაუბრუნდა. არადა, უკვე წელიწადზე მეტია, სავსებით დამშვიდდა. დაივიწყა.
ამას როგორ დაივიწყებ?! მაგრამ ვითომ დაივიწყა, რადგან ამაზე ფიქრი და ამის გახსენება გაუსაძლის ტკივილს აყენებდა. მისი ლევანჩო, მისი პირველი სიყვარული, მისი შვილების მამა... და ეს კოჭლი, გავაგასიებული, ეს ქვეყნის ნათრევი მარინა... ბოლოს ლევანი რომ ოჯახურ კონსილიუმზე დაიბარეს, თავჩაქინდრული იდგა და ხმას ვერც იღებდა. ირას ისე შეებრალა, როგორც სკოლაში, გაკვეთილს რომ ვერ უპასუხებდა და ორიანს მიიღებდა ხოლმე და მერე სახლში მამამისი ქამრით დახვდებოდა... ეზოშიც დასდევდა იმ ქამრით... იდგა ლევანო და უხმოდ აღიარებდა შეცდომას. მერე ამოაღერღინეს, როგორც იქნა და, მაპატიეო, არ ვიცი, ეს როგორ მოხდა, შევტოპე და დამეხმარე, ამ ქალისგან თავი დავიძვრინოო. აპატია. გვერდში დაუდგა. დედ-მამას დაუპირისპირდა, მამამთილსაც სთხოვა, იქნებ და, აღარ განმეორდეს და მიყვარს, ბავშვებს მამა როგორ დავუკარგოო...
15 წლის იყო, როდესაც გააცნობიერა, რომ ლევანი უყვარდა, 17 წლის –  როცა გაიპარნენ. მთელი სიცოცხლე ერთად გაიარეს. სამი შვილი ჰყავთ. სახლი, ოჯახი, ახლა მიწის ნაკვეთი იყიდეს წოდორეთში. მშენებლობას აპირებენ ამ გაზაფხულზე. და ახლა ისევ... არა, ეს სიმართლე არ უნდა იყოს! როგორ იზამდა, ხომ დამპირდა?! ეს ისევ ამ ქალის ოინებია. ეტყობა, ისევ დასდევს და არ აძლევს გასაქანს. კაცი კიდევ სულელი და სუსტია. მაგრამ რომ მითხრა, მარტო შენ მიყვარხარ და ვერავინ დაიკავებს ჩემს გულში შენს ადგილსო? იქნებ ეს ჯონდოს მოგონილია? ჰო, ეს გაიძვერა სანდო არ არის. დავიჯერო, ვითომ გული შესტკივა ჩემზე? მაგან, ეტყობა, სამაგიერო გადამიხადა. თეო დაურეკავდა და ეჩხუბებოდა. ჰო, ასე იქნება, არ დავიჯერებ, არაფერსაც არ დავუჯერებ ამ დამპალ ჯონდოს. მაგრამ ასეთი ტყუილი? და რომ ვკითხო ლევანოს? ვითომ მეტყვის? არა, ამის ხელახლა დატრიალება არ შემიძლია! ამას ვეღარ გადავიტან! და ვეღარ ვაპატიებ, თუ სიმართლეა. გამოდის, დეგენერატის როლში მამყოფებს! არა, ამდენის მოთმენა და გადაყლაპვა წარმოუდგენელია! უნდა დავადგინო. ზუსტად უნდა ვიცოდე, რა ხდება! ხომ მეუბნებოდა ჩემი მამამთილი? მაშინ ტყულად არ დავუჯერე: კერძო დეტექტივი მჭირდება! ჰოდა, უნდა ვიპოვო ვინმე და ზუსტად უნდა დავადგინო. მერე მართლა ქამრით საცემი თუ არის, აღარავის დავუშლი და არც ვაპატიებ... არ ვაპატიებ, არავითარ შემთხვევაში არ ვაპატიებ... ვაიმე, როგორ მიჭერს გული... დედა, დე, მიშველე, ცუდად ვარ... ირინა ჯერ გაფითრდა, მერე თითქოს გაშავდა, ტუჩები გაულურჯდა და იქვე, კედელთან ჩაიკეცა. ცრემლებისგან დასველებული ყურმილი უღონოდ დაეკიდა და გაბუტულმა მოგუდული „ტუ-ტუ“ გააგრძელა...

სამ ცეცხლშუა
(მოქმედი პირები: ზურა)
ცოტა ხანს ასე, ყურებზე ბალიშმიჭერილი, ვიჯექი თუ ვიწექი, ამასაც კი ვეღარ ვარკვევდი უკვე და წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა მექნა. იმ ძუკნამ ისე გამაბითურა, მისი აკეპვა მინდოდა. არა, რა, კიდევ ვწუწუნებ, ლანაშიც გამიმართლა და თეოშიც! ეს ვინ არის: ბოზიცაა და ბოზიც. არა, ძმაო, ეგ ბოზობაც არ არის. ამას რა ჰქვია, არც ვიცი. წაკლა! თან, რომ მასმენინებს. მაგის ნაბოზარი დედა… ან ამ სირიკო ლაშას რა ვუთხრა, რას ვაკეთებ აქ?! საიდან მოვხვდი?! ისე, მგონი, ლაშას ცოტა უჭირს მაგ ამბავში, ხმებზე ეტყობათ… უნდა დავახვიო. ეს რა შარში გავები!!!
ფრთხილად ავდექი, ბალიშები გავასწორე, როგორც შევძელი და ფეხაკრეფით გავიძურწე. კარი ლამის ხელის კანკალით გავაღე (არა, მაინც რა დღეში ჩამაგდო მაგ ძუკნამ?!). მივიხედ-მოვიხედე, რომ რომელიმე მეზობელს არ დავენახე (ეს ილეთი თეოსთან „დავამხეცე“) და კიბეებზე ფეხით დავეშვი. ამის დედა... სადარბაზოში რომ დაცვა დგას, იმას რა ვუყო?! ლაშას რომ უთხრას, შენი სიძე იყო მოსულიო…
უთხრას და უთხრას, მე ვიუარებ! არ მგონია, ქეთამაც თავი გაიგიჟოს, გინდა თუ არა, იყოო… ვაა –  შარო, საიდან მოდიხარო! კიბეები საეჭვო იქნება. მოდი, ლიფტში ჩავჯდები.
ისე ჩავუარე დაცვას, თითქოს ეს ასე უნდა ყოფილიყო. გავუღიმე კიდეც და თავი რომ სამშვიდობოს დავიგულე, მეგონა, მესამე ფილტვი გამეხსნა. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და მანქანაში ჩავჯექი. ფუ, შენი, –  გამახსენდა, რომ თეოს დავპირდი, გამოგივლი-მეთქი, მაგრამ ახლა არ შემეძლო. არც არაფრის თავი მქონდა, არც სურვილი და, რაც მთავარია, თეო რაღაცას იგრძნობს და მე კიდევ არაფრის ახსნის თავი არ მაქვს ახლა. არც მაგის ისტერიკების მოსმენა შემიძლია და არც შესამოწმებელი სექსი, იმის დასადგენად, ვინმესთან ხომ არ ვიწექი.
– სახლში წავალ, –  რატომღაც ხმამაღლა ვთქვი და რატომღაცვე, სახლი მომინდა. სიმშვიდე, სითბო, სიწყნარე. ლანა რამე გემრიელს მოამზადებდა. არც ზედმეტი შეკითხვები იცის, არც თავისი ყოფნით გაწუხებს. ის მაინც ვერ გავიგე, როგორ ხვდება, რა მინდა ხოლმე. მე არ ვიცი, მან კი იცის. ისე, ლანას არ უნდა, ნეტავ, სექსი?! ამაზე არასდროს მიფიქრია. არც მახსოვს, როგორი იყო მასთან. არადა –  ნაღდად იყო, აბა, ბავშვები წერომ ხომ არ მოგვიყვანა?! ლანა და სექსი ვერ წარმომიდგენია უკვე: ლანა ჩემი ცხოვრების ნაწილია, ჩემი შვილების დედა, კარგი ადამიანი.
სულ დავქლიავდი, რეებს ვროშავ?! ისე, ქალებს მაგრად არ გაუმართლათ: მე რომ ქალი ვყოფილიყავი, ფაიზაღი ბოზი ვიქნებოდი. აი, ქეთასავით. რაღაც კი აქვს მაგ წაკლას, ერთხელ გაჟიმავდა კაცი. ნუ –  ორჯერაც. აი, ასე უცებ, აზრზე რომ ვერ მოხვალ, ვერც ის მოვა და გააგრძელებ შენს საქმეს. შესვენებაზე შაურმის ჭამასავით, სახელდახელოდ, ფეხზე დგახარ, ჭამ, თან –  იცი, რომ მთლად სასარგებლოც არაა, მაგრამ თან რო განაყრებს?! მაგრამ გმადლობთ, არ მინდა –  თეოც გადასარევია მაგ საქმეში. აი, ეს ისტერიკები რომ არ იცოდეს, ქალი არ აჯობებდა. ძალიან იშვიათად ქეთასნაირსაც შეურევდა კაცი. ფეხზე დამდგარი მაინც სულ სხვაა… მგონი, ქეთას ეგ ამბავი არ ასცდება, ოღონდ მაშინ კი არა, შენ რომ მოგინდება და დამტოვებ ასე, სირივით ფეხზე დამდგარს, წაკლა... არა, არა, თეოსთან ვერ მივალ. ამ სიტუაციაში ლანასთან ჯობია. ამასობაში თეომაც უპასუხა ჩემს ზარს:
– თეო, მე ვარ, მგონი, წნევა მაქვს, ვერ გამოვალ. თავი ძალიან მისკდება. სახლში ავალ, წამოვწვები. არ მეჩხუბო, ოღონდ. ძალიან ცუდად ვარ. ნუ დამიმატებ. მიყვარხარ, ჩემო სიცოცხლე. არ მოიწყინო. ნუ მებუტები. რომ გნახავ, საყვარელ ტუჩებს დაგიკოცნი. მოგწერ, აბა?! მიყვარხარ. ჭკვიანად იყავი...
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3