კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 რატომ უნდა გაითვალისწინოთ წელიწადის დროები სერიოზული ნაბიჯების გადადგმისას #15

მიხეილ ცაგარელი

რომელი ზოდიაქოს ნიშნითაა დაბადებული ადამიანი, ამით განისაზღვრება, თუ კონკრეტულად, რომელ სეზონზე გრძნობს თავს ყველაზე კარგად, იღბლიანად, ენერგიულად, მხნედ, ოპტიმიზმით დამუხტულად და ადვილად აღწევს წარმატებებს, ბარიერებისა და წინაღობების გარეშე.
გაზაფხული თევზების, სასწორისა და ვერძის ნიშნით დაბადებულების სეზონია. წელიწადის ამ დროს ამ ადამიანებში იღვიძებს რომანტიკული განწყობა. გრძნობენ სასიცოცხლო ძალების მოზღვავებას და სურვილი უჩნებათ, სამყარო მხოლოდ ვარდისფრად დაინახონ. მობილიზებულები არიან, აკეთონ საქმე სწრაფად და დაკვირვებულად. იყვნენ, მეტად მოწესრიგებულები და ხალისიანები.
ზაფხული ლომის, ტყუპებისა და მერწყულის ნიშნით დაბადებულების სეზონია. ამ პერიოდში, მათ საშუალება აქვთ, საკუთარი დადებითი თვისებები მაქსიმალურად წარმოაჩინონ. აქტიურად ჩაებან სოციალურ ცხოვრებაში, ასევე, მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ დასვენებითა და პარალელურად, დასახონ, სამომავლოდ მომგებიანი და სარფიანი გეგმები. ამ პერიოდში, ადვილად ახერხებენ პარტნიორების დარწმუნებას და ნებისმიერი ადამიანი, მათ წინადადებას თვალდახუჭული ენდობა.
 შემოდგომა მორიელის, კირჩხიბისა და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთა სეზონია. ამ ადამიანებს, მიუხედავად პრობლემისა, შეუძლიათ, შეინიღბონ და გარშემო მყოფებს მხიარულად მოაჩვენონ თავი. ამ სეზონზე ხდება მათი ერთგვარი ტრანსფორმირება და შეუძლიათ, საკმაოდ სწრაფად და დაუფიქრებლად გადადგან ნაბიჯები, რადგან ინტუიციურად ხვდებიან, რომ გაუმართლებთ და მომავალში მომგებიანი აღმოჩნდება მათი ეს ქმედება.  სხვების დასანახად, ცდილობენ, შეიქმნან საქმიანი იმიჯი. გულის სიღრმეში ყოველთვის აქვთ გადამალული ფარული სევდა. ამიტომ, ამ პერიოდში ურჩევნიათ, ოჯახურ წრეში გაატარონ დრო და იფიქრონ მომავალ საქმეებზე.
ზამთარი მშვილდოსნის, კუროსა და ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვისაა ყველაზე წარმატებული. მშვილდოსანს მოახლოებული ახალი წელი აბედნიერებს, კუროს კარგი მიზეზი ეძლევა იმისთვის, თავს ამინდის გამო, საპატიო სიზარმაცის უფლება მისცეს. ქალწული კი, ბოლოს და ბოლოს იცლის საკუთარი ჯანმრთელობისთვის და ფიქრობს, რომელ ზამთრის კურორტზე, ვისთან ერთად გაატაროს დასვენების დღეები. ზოგადად, ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის, ეს პერიოდი, მეტად მშვიდი, უპრობლემო და იღბლიანია.

скачать dle 11.3