კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ისჯებიან ქრისტიანები ეკლესიიდან განკვეთითა და უზიარებლობით #15

პირველ მსოფლიო კრებაზე ერთ-ერთ საკითხად განიხილეს პასექის დღესასწაულის აღნიშვნა და დაადგინეს, რომ ის ყველა ქრისტიანის მიერ ერთად და თანხმიერად უნდა აღინიშნოს.
მეთექვსმეტე საუკუნიდან, 1582 წელს კათოლიკურმა სამყარომ მიიღო რა გრიგორიანული კალენდარი, რის შემდეგაც აღდგომის დღესასწაულს (იშვიათი გამონაკლისის გარდა) ჩვენ და კათოლიკები სხვადასხვა დროს აღვნიშნავთ. გამოდის, რომ ერთი და იგივე დღესასწაული სხვადასხვა დროს აღინიშნება. ეს, რა თქმა უნდა, პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილების დარღვევაა, რადგან ერთსა და იმავე დღეს უნდა აღინიშნოს ეს დღე პასექი (აღდგომა) და ასეც იყო მეთექვსმეტე საუკუნემდე. კათოლიკეებმა კი დაარღვიეს წესი. გარდა ამისა, წმიდა მოციქულთა მეშვიდე კანონით, ეკლესიისგან განიკვეთებიან ისინი, ვინც იუდეველებთან ერთად ან მათზე ადრე აღნიშნავს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. ასევე, ანტიოქიის საეკლესიო კრების პირველი კანონი ამისთვის ერისკაცს უზიარებლობით სჯის, ხოლო მღვდელმსახურთ კი განკვეთს.
თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ კონკრეტული შემთხვევა, მაგალითად, ავიღოთ 2005 წელი. ამ წელს მართლმადიდებლებმა აღდგომა აღვნიშნეთ 1 მაისს (ახალი სტილით), ხოლო კათოლიკეებმა, რომლებიც გრიგოლის კალენდარზე არიან გადასული – 27 მარტს (ახალი სტილით). ეს დაემთხვა მართლმადიდებელთა მარხვის მეორე კვირას. აქ ორი მომენტია საგულისხმო:
პირველი ის, რომ იუდეველთა პასექი 2005 წელს აღინიშნა ვნების შვიდეულში, ანუ გამოვიდა, რომ კათოლიკეებმა თავიანთი აღდგომა აღნიშნეს იუდეველთა პასექზე უფრო ადრე, რაც სჯულის კანონის დარღვევაა. მეორე საკითხი კი ის გახლავთ, რომ მართლმადიდებლების მიერ აღსრულებული მსახურებისას დიდი (ვნების) შვიდეულის შაბათ დღეს იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე გადმოდის ღვთაებრივი ცეცხლი; კათოლიკეებმა კი აღნიშნეს თავიანთი აღდგომა 27 მარტს, მაგრამ ღვთაებრივი ცეცხლი არ გადმოსულა. აქ შემდეგი მომენტიცაა საგულისხმო – დიდ შაბათს მაცხოვრის საფლავზე მართლმადიდებელი პატრიარქის ხელში ანთებული სანთლებიდან ღვთაებრივ ცეცხლს თვით კათოლიკეებიც იღებენ და სხვა კონფესიების წარმომადგენლებიც. ისმის  შეკითხვა: თუ კათოლიკებისთვისაც ღვთაებრივი ცეცხლი დიდი სიწმიდეა და მათაც სურთ მისი მიღება, მაშინ რატომ არ აღნიშნავენ ისინი ჩვენთან ერთად ამ დღესასწაულს? ეს ხომ ერთგვარი ნიშანია იმისა, რომ მართლმადიდებლები ამ დღესასწაულს სწორად აღნიშნავენ და ეს ხომ საუკუნეებით ასე გრძელდება.
ამდენად, როგორც ჩანს, გრიგოლის კალენდრის მიმდევრები არად აგდებენ საეკლესიო კანონიკური ხასიათის დადგენილებებს პასექის დღესთან დაკავშირებით, ვგულისხმობთ წმიდა მოციქულთა, პირველი მსოფლიო კრებისა და ანტიოქიის ადგილობრივი კრების განჩინებებს, რის გამოც დავძენთ, რომ წმიდა მოციქულთა, მსოფლიო კრებისა და ადგილობრივ საკლესიო კრებებზე მიღებული კანონებისა და დადგენილებების ხელმყოფთ უმკაცრეს სასჯელს განუკუთვნებს ქალკედონიის მეოთხე მსოფლიო კრების პირველი კანონი, ტრულის კრების მეორე კანონი და ასე შემდეგ.

скачать dle 11.3