კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს #15

კითხვა: სასუფეველში დამკვიდრებული ყოველი ადამიანის სული ერთნაირად განიცდის თუ არა ნეტარებას?
პასუხი: ნეტარების ხარისხიც განსხვავებული ექნებათ ადამიანებს იმის მიხედვით, თუ ვინ როგორ ეკიდებოდა რწმენას, სიყვარულსა და კეთილ საქმეებს მიწიერ ცხოვრებაში.
კითხვა: რა ძალები ეღობება ადამიანს სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე?
პასუხი: სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე სამი უმთავრესი მტერი ჰყავს ადამიანს: პირველი, ეს არის თვით მისი ხორციელი ზრახვები, ცოდვით ვნებული მისი ბუნება, მეორე – ცოდვილი, დაცემული, ურწმუნო ადამიანები და მესამე – ეშმაკი, ბოროტი ძალა. ეს ყოველივე უბიძგებს ადამიანს, რომ ის უფლის ნების საპირისპიროდ, მათ დაექვემდებაროს და ცათა სასუფეველი დაკარგოს.
კითხვა: რამდენად მძიმე ცოდვაა სხვისი დაცინვა?
პასუხი: წმიდა მოციქულთა კანონებში პირდაპირ არის მითითებული, რომ თუ სასულიერო ან საერო პირი დასცინებს სხვას უზიარებლობით დაისაჯოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაცინვა უმძიმესი ცოდვაა.
კითხვა: როგორ ავარიდოთ თავი ცდუნებებს?
პასუხი: ნაკლებად მიაქციეთ ყურადღება, თუ რას აკეთებენ სხვა ადამიანები, არამედ გულისყური მიაპყარით, რას გვასწავლის უფლის სიტყვა – წმიდა სახარება. მიბაძეთ მაცხოვრისა და მოციქულების მიწიერ ცხოვრებას. მოარიდეთ სმენა და მზერა უკეთურებას და მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს (თუ იქ არ ბუდობს უკეთურება) და საკუთარ თავთან განმარტოებას.
კითხვა: არსებობს ლოცვები შვილებისთვის, რომელიც დედის ლოცვით არის ცნობილი. მე მამა ვარ და რომელი ლოცვები წავიკითხო ჩემი შვილებისთვის?
პასუხი: დედის ლოცვებად ცნობილი ლოცვები ზოგადად მშობლებს ეკუთვნით და მისი წარმოთქმა შეუძლია როგორც დედას, ასევე მამას. ჩვენში არასწორად დამკვიდრდა ამ ლოცვების სახელწოდება, რაც არასწორია. შეგიძლიათ ეს ლოცვები ნებისმიერ დროს წარმოთქვათ.
კითხვა: წავიკითხე, რომ ქრისტიანისთვის ყველაზე რთული საქმე არის ლოცვა. რატომ არის მორწმუნისთვის ლოცვა რთული?
პასუხი: ლოცვა რთულია იმიტომ, რომ ლოცვისთვის განწყობილ ადამიანს ბოროტი ძალები ეღობებიან და ყოველმხრივ ცდილობენ აცდუნონ და ყურადღება გადაუტანონ. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ყველაზე ძლიერი არის მლოცველი ადამიანი და მასზე არ მოქმედებს უკეთურება. ლოცვისკენ სწრაფვა ყოველ ქრისტიანს უნდა ჰქონდეს, ის მუდამ უნდა აფხიზლებდეს თავის სულს იმის გახსენებით, თუ როგორ წარდგება უფლის სამსჯავროზე.
კითხვა: აუცილებელია თუ არა ვნების კვირაში მძიმე მარხვის დაცვა?
პასუხი: ზოგადად, ვნების კვირა, ანუ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა კვირა ყველაზე მძიმეა მთელი წლის განმავლობაში. მორწმუნეები ამ დღეებში (განსაკუთრებით ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს) მძიმედ მარხულობენ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი სურვილისამებრ გადაწყვიტოთ. დაელაპარაკეთ თქვენს მოძღვარს, თუ თქვენი ფიზიკური და სულიერი შესაძლებლობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაძლევთ საშუალებას და მოძღვარი მოგცემთ კურთხევას, დაიცავით მძიმე მარხვა. იმოქმედეთ თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში. მთავარი არ არის საკვების აკრძალვა.

скачать dle 11.3