კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პრიორიტეტები? #15

ანუ თიკუნების მოლოდინში

მაშინ, როდესაც თურქეთის საზღვაო ხომალდები შავ ზღვაში სამხედრო წვრთნებს ატარებენ, რუსული სამხედრო ხომალდები კი შავი ზღვიდან ხმელთაშუასკენ მიცურავენ (ბაშარ ალ-ასადის დასახმარებლად), რაკი ამერიკულმა ავიაციამ ბაშარ ალ-ასადის ობიექტები დაბომბა, ჩვენი მშობლიური არასამთავრობო სექტორის აზრთა მდინარება სულ სხვა მიმართულებითაა გააქტიურებული.
ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობამ“ დედაქალაქის მერიას განცხადებით მიმართა, რომ 2017 წლის 17 მაისს თბილისის ანძა ანდა მშვიდობის ხიდი ლგბტ დროშის ფერებში განათდეს.
ამის პარალელურად კი, ცირკის მიმდებარე ტერიტორიისთვის „ტრანსგენდერთა სკვერის“ სახელის მინიჭების ინიციატივით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ტრანსგენდერ ქალთა ცენტრმა და ლგბტ უფლებადამცველებმა მიმართეს.
შემდეგი მოტივით: „ფაქტობრივად, ამ სკვერს ტრანსგენდერი თემის წარმომადგენლებმა და ლგბტ უფლებადამცველებმა უკვე მიანიჭეს ისედაც ეს სახელი, რადგან იქ მოაწყვეს ინფრასტრუქტურა, დარგეს ხეები, გააკეთეს გარკვეული აქციები, საინფორმაციო კამპანია.“
ცნობილია, რომ 17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა (და ისიც ფაქტია, რომ არავის უფლება არ უნდა შეილახოს არც სქესობრივი, არც ეროვნული, არც რელიგიური და არც სექსუალური ორიენტაციის ნიშნით), თუმცა ისიც ცნობილია, რომ ჩვენ კავკასიაში ვცხოვრობთ, სადაც ჩვენი პრესტიჟი გვარიანად შელახულია (რუსულმა პროპაგანდამ აქტიურად მოგვაწება მშიშარა ლაჩრების თიკუნი), აქედან გამომდინარე კი (როდესაც მეზობლებს რთულად გააგებინებ, რომ საქმე ადამიანის უფლებებს ეხება), მიუხედავად სქესისა, რელიგიურ-ეთნიკური კუთვნილებისა და პოლიტ თუ სექსუალური ორიენტაციისა, ვითომ ვერ უნდა ხვდებოდე,  რომ ახალი თიკუნის მისაწებებელ საბაბს აძლევ?!

скачать dle 11.3