კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩვენ წაგვაკლეს?! #15

ანუ ჩემს გემებს აქეთ ხომ არ ჩამოუვლიათ?!

აგერ ყურის ძირში, ანუ შავ ზღვაში თურქეთის საზღვაო ძალები წრთვნებს ატარებენ, რომელშიც ჩართულია: 38-ზე მეტი სამხედრო გემი, მათ შორის – ოთხი წყალქვეშა ნავი, ათი სარაკეტო ფრეგატი, სამი კორვეტი და ექვსი სარაკეტო კატარღა!
რაც ყველაზე საინტერესოა, თურქმა სამხედროებმა პირველად გაუშვეს ამერიკული Harpoon Block-2 ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტები – თქვენ წარმოიდგინეთ, როგორც წყალში, ისე მიწაზე არსებული სამიზნეების გასანადგურებლად.
ორი სარაკეტო კატარღა, ცხადია, მეგობრული ვიზიტით ამ ჩვენს ბათუმის პორტშიც შემოვიდა. მაგრამ, რაც მთავარია, თურქეთის სამხედრო გემები თვით პოტენციალური მოწინააღმდეგე რუსეთის პორტშიც შეცურდნენ.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა თურქეთისა და „ნატოს“ დროშით მცურავი ფრეგატი კორვეტი ნოვოროსიისკის პორტში გამოჩნდა.
უფრო საოცარი კი ის არის, რომ რუსი სამხედროები „ნატოელ“ თურქებს მათ სამხედრო ორკესტრის მარშითა და პურ-მარილით დახვდნენ.
მეტიც, თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაური ადმირალი ვეისელ კოსელე რუსეთის შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურ ადმირალ ალექსანდრ ვიტკოსაც შეხვდა.
ცნობისთვის: ეს მანამ მოხდა, სანამ აშშ-ის ავიაცია სირიაში რფ-ის მოკავშირე ბაშარ ალ-ასადის სამხედრო ობიექტს დაბომბავდა და ამის საპასუხოდ, რუსული საზღვაო ხომალდები შავი ზღვიდან ხმელთაშუასკენ არ გაეშურებოდნენ სირიის სამთავრობო ჯარების დასახმარებლად.
ხოლო, რაკი ბაშარ ალ-ასადის დაცვა ვლადიმირ პუტინის პრესტიჟის საქმეა, არც ისაა გამორიცხული (თუ არ გამოუვა აშშ-ურ ავიაციასთან ჭიდილი), რომ ჯავრი ჩვენნაირებზეც იყაროს: პრინციპით, ღორი დაკლეს, მე წამაკლეს?! –

скачать dle 11.3