უგემრიელესი პასკები „სანდომისაგან“ თქვენი სააღდგომო სუფრისთვის #14
აღდგომა პასკის გარეშე წარმოუდგენელია. კომპანია „სანდომის“ პასკა კი მთელი საქართველოს მასშტაბით გამორჩეული და გემრიელია. არც თუ დიდი ხანია, რაც ქართულ სამომხმარებლო ბაზარს საკონდიტრო წარმოებაში ახალი ბრენდი, „სანდომი” შემოუერთდა და უკვე წარმატებული კომპანიის სახელი დაიმკვიდრა.
მანამდე კომპანია, 4 წლის განმავლობაში, მხოლოდ დასავლეთ საქართველოში ფუნქციონირებდა. მასზე მოთხოვნილება დედაქალაქშიც გაჩნდა. ის 60-ზე მეტი სახეობის ტკბილეულს აწარმოებს როგორც მშრალი ორცხობილების, ასევე, შოკოლადის ნაწარმის ჩათვლით. როგორც ჩვენი მკითხველების გამოკითხვებიდან ირკვევა, სწორედ „სანდომის“ ტკბილეულზე აკეთებენ ისინი არჩევანს. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის კი თქვენი ტკბილი ზღაპარი – „სანდომი” კიდევ უფრო მეტ არჩევანს, მართლაც ზღაპარივით პასკებსა და ხელსაყრელ ფასებს სთავაზობს მომხმარებელს. „სანდომის” პროდუქციის შეძენა შესაძლებელია, საქართველოს მასშტაბით უბნისა და ქსელურ მარკეტებში. „სანდომის” გამორჩეულად გემრიელი და ტკბილი საკონდიტრო ნაწარმი ფონიჭალაში მდებარე ახალ საწარმოში მზადდება. გაფართოებული საწარმოო მასშტაბის მეშვეობით კომპანიამ აითვისა თბილისისა და აღმოსავლეთ საქართველოს არეალი. ამჟამად, „სანდომის” ბრენდი მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებს. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინების მიზნით, მიუხედავად ლარის დევალვაციისა, კომპანიაში საკონდიტრო ნაწარმზე ფასების მკვეთი მატება არ დაფიქსირებულა. „სანდომის” ტკბილეული ისედაც გამორჩეულია თავის სეგმენტში, დაბალი სამომხმარებელო ფასებითა და მაღალი ხარისხით, – აცხადებენ კომპანიაში. ამჯერად აღდგომის მოახლოებასთან ერთად „სანდომი” განსაკუთრებულად გემრიელ, 5-6 სახეობის, ტრადიციული რეცეპტურით დამზადებულ უმაღლესი ხარისხის პასკას სთავაზობს მომხმარებელს. აღსანიშნავია, რომ ბრენდი წარმოებაში იყენებს მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებს და უმაღლესი ხარისხის ნედლეულს. შესაბამისად, ჩვენი პროდუქცია მაღალი სტანდარტისაა, – აცხადებს კომპანიის დირექტორი, ბატონი მერაბ ვასაძე. ახლო მომავალში ევრორეგულაციებისა და საქართველოს კანონმდებლობის ნორმების სრული დაკმაყოფილების მიზნით, კომპანიაში იგეგმება ISO სერტიფიკატი ინტეგრირებული სისტემების დანერგვა, რაც საწარმოს საშუალებას მისცემს, სტაბილურად მაღალი ხარისხის პროდუქცია მიაწოდოს სამომხმარებლო ბაზარს და ასევე, განავითაროს ექსპორტი, განამტკიცოს „სანდომის” იმიჯი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან. რაც ყველაზე მთავარია, ქვეყანას კიდევ ერთი საერთაშორისო დონისა და სტანდარტების კომპანია შეემატება. ასე რომ, „სანდომი“ მუდმივად ხარისხსა და შეღავათიან ფასებზე იქნება ორიენტირებული და მომხმარებელს მუდმივად გაახარებს ახალი ასორტიმენტით.
P.S. მანამდე კი, სააღდგომოდ შეიძინეთ „სანდომის” ზღაპარივით ტკბილი და გემრიელი პასკები.