საქართველოს უნივერსიტეტი – პირველი არჩევანი თქვენი წარმატებული მომავლისთვის #14
საქართველოს უნივერსიტეტს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში გამორჩეული ადგილი უკავია. ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც ქვეყნის საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის, ლიდერის პოზიციას არ თმობს. საქართველოს უნივერსიტეტი წამყვანი, ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტია საქართელოში, რომლის მიზანი თითოეული სტუდენტის პიროვნული განვითარება და მისი, როგორც მაღალი დონის პროფესიონალის ჩამოყალიბებაა. სწორედ ამიტომაც, ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა თანამედროვე შრომით ბაზარზე, რასაც მათი დასაქმების უმაღლესი სტატისტიკური მაჩვენებელიც ადასტურებს.
საქართველოს უნივერსიტეტი გამორჩეულია უმაღლესი ხარისხის, მომთხოვნი საგანმანათლებლო პროცესითა და ასეთი ტიპის თანამედროვე ინფრასტრუქტურით, რომელშიც ხარისხიან განათლებასთან ერთად, პრაქტიკულ უნარებსაც ეუფლებიან, სწორედ ამიტომ, საქართველოს უნივერსიტეტი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი, ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი. მისი აკადემიური პერსონალი მაღალკვალიფიციური, კრეატიული და ენთუზიაზმით აღსავსე პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდია, რომელიც მზად არის, აღზარდოს აუცილებელი ცოდნით, უნარებითა და ღირებულებებით აღჭურვილი მოაზროვნე, განათლებული ადამიანი, თავისუფლად რომ უმკლავდება დღევანდელ სამყაროში არსებულ გამოწვევებს.
საქართველოს უნივერსიტეტის უპირატესობებისა და სიახლეების შესახებ, უნივერსიტეტის რექტორს, კონსტანტინე თოფურიას გავესაუბრეთ, რომელიც საქმიანი, უშუალო და პოზიტიური ადამიანის შთაბეჭდილებას პირველი შეხვედრისთანაცე ტოვებს.
კონსტანტინე თოფურია: საქართველოს უნივერსიტეტს 15 წლის ისტორია აქვს, უნივერსიტეტი 2002 წელს დაფუძნდა. როდესაც ვსაუბრობთ, თუ რა არის საქართელოს უნივერსიტეტის წარმატების საფუძველი, მთავარი, ალბათ, ის არჩევანია, რასაც სტუდენტებს ვთავაზობთ. მათ არჩევანი გააკეთეს ჩვენზე, როგორც წარმატებულ უნივერსიტეტზე, რომლის სლოგანია: „თუ სწავლა გინდა!” ეს ზუსტად გამოხატავს საქართველოს უნივერსიტეტის მოწოდებას – ეს უნივერსიტეტი იმ ადამიანებისთვისაა, ვისაც სწავლა უნდა, მათთვის აქ არის შესაძლებლობების დიდი სამყარო ბევრი მიმართულებით. უნივერსიტეტში დანერგილია საუკეთესო სასწავლო პროგრამები, ჩვენთან მუშაობენ მაღალი კომპეტენციის პროფესორ-მასწავლებლები, რაც გადაჭარბებული ნამდვილად არ არის. საქართველოს უნივერსიტეტში ყოველთვის იყო სწავლაზე ორიენტირებული და მომთხოვნი გარემო, რაც უდიდესი შესაძლებლობაა, გახდე პროფესიონალი კადრი, რომელიც თავისუფლად უმკლავდება დღევანდელ სამყაროში არსებულ გამოწვევებს. ჩვენი კურსდამთავრებულები მუშაობენ წარმატებულ ორგანიზაციებში, რაც უპირველესად, უნივერსიტეტში მიღებული კარგი განათლებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების დამსახურებაა.
– აქ რომ მაღალი დონის სწავლებაზე განსაკუთრებული მოთხოვნა და სიმკაცრეა, ლეგენდები დადის.
– ჩვენთან რეალურად ყველაზე მთავარი აქცენტი სწავლის ხარისხზე კეთდება. ამისთვის კი, საქართველოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან, ყველა პირობაა შექმნილი. ყველას ჰქონია ცხოვრებაში ეტაპი, როცა გინდა, ამა თუ იმ შედეგს მიაღწიო, მაგრამ იცი, იქამდე მისასვლელი გზა რთულია. ადამიანს უნდა, რომ ნასწავლი იყოს, მაგრამ სწავლა ცოტა ეზარება, მით უმეტეს, ახალგაზრდას. როდესაც გარემო გაიძულებს, დაძლიო სიზარმაცე, ეს არის დამატებითი და დადებითი ფაქტორი, რაც ახალგაზრდებს შედეგის მიღწევაში ეხმარება. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მთავარი სწორება ჰქონდა და აქვს სწავლების ხარისხზე. სწორედ ეს განაპირობებს, რომ ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებლი აქვთ, სწავლის დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში. მაღალი დონის სწავლებასთან ერთად, სტუდენტებს ვაძლევთ პრაქტიკის, სტაჟირების ბევრ საშუალებას სხვადასხვა ორგანიზაციაში. შესაბამისად, ყველა დამსაქმებელმა იცის, რომ თუ სტუდენტს ჩვენი უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, ის კარგი კადრია შრომითი ბაზრისთვის. დამსაქმებელმა იცის, რომ ჩვენი გაცემული დიპლომი, ნამდვილად ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატია და არასდროს არის ყალბი, დაუმსახურებლად გაცემული.
– რადგან გამოცდები ახსენეთ, აქვე გკითხავთ, დროდადრო ვრცელდება ხმები, გამოცდებზე სტუდენტების განზრახ ჩაჭრასთან დაკავშირებით. ამის შესახებ რას გვეტყვით?
– ეს არის აბსურდი და ჭორი. ძალით სტუდენტს არავინ ჩაჭრის, ჩვენს უნივერსიტეტში 600 პროფესორი ასწავლის, რომელთთავისაც საკუთარი რეპუტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. წარმოგიდგენით, ასეთი დირექტივა რომც იყოს ადმინისტრაციისგან, 600 პროფესორი ამაზე დათანხმდება საკუთარ მორალზე გადაბიჯების სანაცვლოდ? საქართველოს უნივერსიტეტი ღიაა და თითოეულ სტუდენტს აქვს საშუალება, თავისი ნაშრომი ნახოს, რომელიც ატვირთულია ვებ-გვერდზე. ასე რომ, ტყუილად ვერც კარგ ნიშანს დავწერთ და ვერც - ცუდს. სხვა არგუმენტსაც გეტყვით – უნივერსიტეტისთვის თითოეული ჩაჭრილი სტუდენტის სწავლა, კიდევ დამატებითი ხარჯი, გახანგრძლივებული სასაწვლო პროცესია, რაც ჩვენს ისედაც შეზღუდულ რაოდენობას, უფრო ზღუდავს. ჩვენ განსაზღვრული გვაქვს სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობა და იმაზე მეტი ვერ გვეყოლება. რატომ უნდა წავიდეს უნივერსიტეტი ამ ნაბიჯზე?
– განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს უნივერსიტეტის ურთიერთობები საერთაშორისო ასპარეზზე, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს, მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო პროექტებსა და გაცვლით პროგრამებში.
– საქართველოს უნივერსიტეტი მონაწილეობს ბოლონიის პროცესში და არის აღიარებული უნივერსიტეტი როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქართველოს უნივერსიტეტი არის ენიკ-ნარიკის წევრი, გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები წამყვან უნივერსიტეტებთან. სტუდენტებს ვთავაზობთ გაცვლით პროგრამებს, რომელიც ითვალისწინებს მათ სწავლას უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში. გაცვლით პროგრამებში ძირითადად ჩვენი სტუდენტები არიან ჩართული. გულწრფელად გეტყვით, დასავლეთ და მით უმეტეს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტები, სტუდენტებს შესაძლოა, სულაც არ სთავაზობენ იმაზე მაღალი დონის განათლებას, ვიდრე ჩვენთან იღებენ, ყოველ შემთხვევაში, ბაკალავრიატის დონეზე მაინც. მაგისტრატურის და დოქტორანტურის დონე იქ მართლაც განსხვავებულია. ამის მიუხედავად, ძალიან მნიშვნელოვანია, სტუდენტი წავიდეს უცხოეთის უნივერსიტეტში, არა იმიტომ, რომ იქ მათემატიკას ისწავლის უკეთ, არამედ იმიტომ, ნახოს ევროპული ცხოვრება, უკეთ გაეცნოს ევროპულ ცივილიზიაციას და იქიდან დაბრუნდეს უფრო ფართო თვალსაწიერითა და მსოფლმხედველობით. ეს არის მთავარი მიზანი, რის გამოც ვურჩევთ ჩვენს სტუდენტებს ერთი კურსი, ან სემესტრი მაინც ისწავლონ უცხოეთში. ჩვენი უნივერსიტეტი ახორციელებს სხვადასხვა სახის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებს. მათ შორისაა, ტემპუსის პროგრამა, რომლის მიზანია, განათლების რეფორმის ხელშეწყობა და თანამშრომლობის განვითარება ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებთან.
– როგორც ვიცი, ფინანსურად საკმაოდ მოსახერხებელი და შეღავათიანი პაკეტები გაქვთ მათთვის, ვისაც საქართველოს უნივერსიტეტში სწავლა თავიდანვე აქვს გადაწყვეტილი.
– გარდა ამისა, ცნობილია, რომ ჩვენთან სტუდენტს, შეუძლია, მიიღოს ყველაზე მაღალი დონის განათლება დაბალ ფასად. ჩვენთან სწავლის საფასური არ სცილდება სახელმწიფო უნივერსიტეტებში არსებულ სწავლის საფასურს. ხოლო, ვინც თავიდანვე აირჩევენ სწავლას საქართველოს უნივერსიტეტში მათთვის სწავლის საფასური 2 250 ლარია. ბუნებაში ყველაფერი ხდება და თუ სტუდენტი მეცხრამეტე-მეოცე ადგილზე შემოხაზავს ჩვენს უნივერსიტეტს, ასე ვთქვათ, შემთხვევით მოხვდება ჩვენთან, მისთვის სწავლის საფასური 2 990 ლარია. რეალურად, არც ეს არის მაღალი საფასური, თუმცა მათთვის, ვინც პრიორიტეტს ჩვენს უნივერსიტეტს ანიჭებს, სწავლის საფასურიც განსხვავებული და პრიორიტეტულია. ჩვენი მიზანია, სტუდენტისთვის, ვისაც ნამდვილად უნდა ჩვენთან სწავლა და თან, კარგად, გავუადვილოთ ეს მიზანი და ხელსაყრელი პირობები შევთავაზოთ. მაგალითად, გადასახადის გადანაწილება და სხვა შეღავათები.
– საქართველოს უნივერსიტეტში გაიხსნა ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრი. რას მოიცავს ეს ცენტრი და რა პროექტებს განახორციელებს?
– ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, ვიყოთ ინოვაციური, როგორც სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, ასევე როგორც, ბიზნესორგანიზაცია. უნივერსიტეტში მუშაობს ინოვაციების დეპარტამენტი, სადაც ფუნქციონირებს ტექნოლოგიური ტრანსფერის ცენტრი, რაც სიახლეა საქართველოში. ცენტრი ირაკლი ქაშიბაძის ხელმძღვანელობით ბევრ ინოვაციურ პროექტს განახორციელებს. ცენტრი საშუალებას მისცემს კერძო ბიზნესს, წარმოებას, ითანამშრომლოს ჩვენთან მათთვის საინტერესო პროექტებზე. ამ პროექტებში ჩაერთვებიან უნივერსიტეტის სტუდენტები. ჩვენ მივიღებთ შეკვეთას კერძო კომპანიებიდან და მივაწვდით მათთვის საჭირო ტექნოლოგიებს, მეთოდებსა და ამა თუ იმ თემის გადაჭრის გზებს. ეს უცხოეთში აპრობირებული მეთოდია. იქ ბიზნესი თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან. ჩვენთან ამ მხრივ კულტურა საკმაოდ დაბალია. თანამშრომლობა წელიწადში ერთი-ორჯერ შეიძლება, შედგეს, რისი პრეცედენტიც ჩვენს ცენტრს უკვე აქვს. ჩვენი სტუდენტები სწავლობენ ბიზნესის სხვადასხვა სახეობას, ამუშავებენ დარგს, მის მიღწევებს და სთავაზობენ მათი თანამედროვე მეთოდებითა და ტექნოლოგიებით გადაწყვეტას. ჩვენ გავხდით მთელი რიგი ორგანიზაციების აბონენტები, რომლებიც შეკვეთებს ანთავსებენ და მეცნიერთა გუნდის დახმარება ესაჭიროებათ. ცენტრი ამ ფუნქციას საკუთარ თავზე იღებს. ეს არაა ლოკალური, უნივერსიტეტის პროექტი. ეს პროექტი მთელი ქართული სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას ემსახურება.
– როგორია საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტთა ცხოვრება?
– უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური კლუბებისა და ინოვაციების სამსახური, რომელიც ხელს უწყობს მათ აქტივობებს. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ჩამოაყალიბონ კლუბები და განახორციელონ ინოვაციური იდეები, ამასთანავე, სტუდენტური ცხოვრება დაუვიწყარი და მრავალფეროვანი გახადონ. საქართველოს უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სტუდენტური კლუბები სხვადასხვა მიმართულებით: ინოვაციების, ბიზნესის, კულტურის, სპორტის, შემეცნებითი. კლუბების წევრები მუშაობენ პროექტებზე. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია კი აფინანსებს საინტერესო პროექტებს, ღონისძიებებს. სტუდენტურ ცხოვრებაში ასევე, აქტიურად არის ჩართული საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, რომელიც გამიჯნულია კლუბების საქმიანობისგან. თვითმმართველობა ყველანაირად ცდილობს, რომ სტუდენტებმა მიიღონ მონაწილეობა უნივერსიტეტის მართვაში, სასწავლო პროცესში, პროგრამების შემუშავებაში. თვითმმართველობა ასევე, აქტიურია კომისიაში, რომელიც მუშაობს სწავლის საფასურის გადავადებასა თუ შეღავათებზე. ეს არის სტუდენტებისა და ადმინისტრაციის ხანგრძლივი, შედეგზე გათვლილი თანამშრომლობა, რაც სტუდენტს მატებს განცდას, რომ ის მთავარი და მნიშვნელოვანი პირია უნივერსიტეტის ცხოვრებაში.
– რექტორის პოზიცია, ალბათ, განსაკუთრებით საპატიოა, ახალგაზრდა მენეჯერისთვის.
– ამ პოზიციას და ჩემს სტატუსს საქმიანად ვუდგები. რექტორის პოზიცია გაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას, რაც ჩემთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია. გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ვსწავლობდი სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზეც. ყველაზე დიდი „პრაქტიკა” და სკოლა ჩვენს უნივერსიტეტში გავიარე, სადაც უნივერსიტეტის დაფუძნების დღიდან ვმუშაობ. თავიდან ვიყავი ბუღალტერი, შემდეგ – ფინანსური მენეჯერი. ვიმუშავე იმ პოზიციებზე, რაც ძალიან ღრმად გახედებს უნივერსიტეტის ცხოვრებაში. ეს არ არის იოლი საქმე. მაგრამ, ძალიან საპასუხისმგებლო და საინტერესოა.
საქართველოს უნივერსიტეტი
თბილისი, მ. კოსტავას ქ ¹77.
ტელ: 2 55 22 22.