კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა როლს ასრულებს „კამელინი“ ორგანიზმის ანტიოქსიდანტური მოთხოვნების უზრუნველსაყოფად

ბენედიქტე მაღლაკელიძის მიერ შექმნილმა პრეპარატმა „კამელინმა“ უმოკლეს დროში მოიარა მსოფლიოს უდიდესი სამეცნიერო და კლინიკური ცენტრები, სადაც დადასტურდა მისი უნიკალური იმუნომოდულატორული, სიმსივნის საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო და სხვა თვისებები. 50-იანი წლებიდან  დღემდე, პრეპარატი მოიხმარა ათასობით ონკოდაავადებულმა, მათ შორის, უმძიმეს სტადიაზეც, თითქმის უმეტეს შემთხვევებში, მიღწეულ იქნა თერაპიული ეფექტი. კერძოდ, საერთო მდგომარეობის გაუმჯობესების, ტკივილებისა და პირღებინების მოხსნის სახით, სისხლის სურათის გაუმჯობესებით, მეტასტაზების ზომების შემცირებით, იმუნური სისტემის გაძლიერებით, შრომისუნარიანობის აღდგენითა და სიცოცხლის გახანგრძლივებით.
თამაზ მურთაზაშვილი (ფარმაცევტული ფაკულტეტის, ფარმაცევტული და ტოქსიკოლოგიური ქიმიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი): ანტიოქსიდანტები ორგანიზმის ჯანმრთელობაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ანტიოქსიდანტი მოლეკულათა ჯგუფია, რომელიც ხელს უშლის ან ანელებს სხვა მოლეკულების დაჟანგვის პროცესს. ორგანიზმში ჟანგვითი პროცესები ბუნებრივი სასიცოცხლო აუცილებლობაა, თუმცა თან ახლავს, ეგრეთ წოდებული, „თავისუფალი რადიკალების“ წარმოქმნა. თავისუფალი რადიკალები იწვევს ჯაჭვურ რეაქციას და აზიანებს უჯრედებს. სწორედ უჯრედების დაზიანებას მოსდევს ორგანიზმში არასასურველი მოვლენების განვითარება, სწრაფი დაბერება და დაავადებების, როგორიცაა კიბო, გულსისხლძარღვთა სისტემისა და სხვათა პათოლოგიები. თავისუფალი რადიკალების სიჭარბე დამღუპველად მოქმედებს ორგანიზმზე, მათი დიდი რაოდენობა განაპირობებს ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესების შეფერხებას. მიუხედავად იმისა, რომ საკვები პროდუქტები შეიცავს ანტიოქსიდანტებს, მაგალითად, თაფლს დიდი ხანია, იყენებენ მედიცინის სხვადასხვა სფეროში, მაგრამ სამამულო თაფლის პროდუქტი საინსტილაციო ფორმით ჯერ არ ყოფილა წარმოდგენილი. პრეპარატი „კამელინი“ თაფლიდან გამოყოფილი ნახშირწყლების ფრაქციიდან მიიღება და ძლიერი იმუნომოდულაციური თვისებებით გამოირჩევა. ამიტომ, ჩვენ ამ მიმართულებით ინვიტრო კვლევა ვაწარმოეთ. ექსპერიმენტებში გამოვიყენეთ „კამელინის“ ხუთივე ფორმის პრეპარატი, მაგრამ აქცენტი „კამელინ 2“ კაფსულებზე გავამახვილეთ. კვლევებიდან გამომდინარე, ვასკვნით, რომ ზრდასრულ ადამიანებში (ანტიოქსიდანტური ნივთიერებების მოთხოვნის საშუალო სადღეღამისო ნორმა 360 მილიგრამს შეადგენს) „კამელინის“ 2–3 კაფსულა სრულიად უზრუნველყოფს ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ მოთხოვნებს.
რ.კ. (54 წლის): 20 წლის წინ მოვხვდი „სეფსისცენტრში“. დამისვეს გრამუარყოფითი სეფსისის, სეფსისური ენდოკარდიტის დიაგნოზი. ჰემატოლოგის მიერ დამიდგინდა ლეიკოზიც. ტომოგრაფიული კვლევით კი ელენთის ქვემოთ დაფიქსირდა ლიმფური კვანძების კონგლომერატი. ვიმყოფებოდი თამარ ბოჭორიშვილის მეთვალყურეობის ქვეშ, რომლის დანიშნულებით ვმკურნალობდი ძალიან ძვირად ღირებული პრეპარატებით. ქალბატონი თამარი წლების განმავლობაში აწარმოებდა დაკვირვებას დაავადებების გამომწვევ მიზეზებზე. საბოლოოდ, დადგინდა, რომ ყველაფერს განაპირობებდა თირკმლის პათოლოგია – ქრონიკული პიელონეფრიტი, რამაც გამოიწვია სეფსისი. ჩამიტარდა ოპერაცია მარჯვენა თირკმელზე. რეაბილიტაციის პერიოდი ძალიან დიდხანს გაგრძელდა, 1999 წლიდან 2007 წლამდე მწოლიარე ავადმყოფი ვიყავი, ანუ მანამდე, სანამ პრეპარატ „კამელინის“ არსებობა შევიტყვე ახლობლისგან. ის ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნით დღესაც ცოცხალი და შრომისუნარიანია „კამელინის“ წყალობით. დავიწყე „კამელინ მ1“ ინიექციის გაკეთება. პირველივე კურსიდან მომემატა ენერგია, გამიუმჯობესდა სიცოცხლის ხარისხი. ექვსთვიანი მკურნალობის შემდეგ ჩავიტარე კვლევები. ლიმფური კვანძების კონგლომერატი აღარ ისინჯებოდა. მე-10 წელია, შევწყვიტე ყველანაირი პრეპარატების მიღება. ყოველ წელს, პროფილაქტიკის მიზნით, ვიტარებ მხოლოდ კამელინოთერაპიას „კამელინ მ 2-ით“.
ლ.ა.  – 10 წლის წინ  აღმოაჩნდა ყელის ავთვისებიანი სიმსივნე (IV სტადია), ოპერაციის შემდეგ მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა და უიმედო გახდა. დაიწყო  „კამელინის“ ინიექციების გაკეთება. ჩაიტარა  6 კურსი. შედეგი გამაოგნებელი და დაუჯერებელი გახლდათ. პაციენტი დღემდე  თავს შესანიშნავად გრძნობს და შრომისუნარიანია. მას შემდეგ წელიწადში 2-3 ჯერ, მხოლოდ პროფილაქტიკის თვალსაზრისით, იღებს „კამელინ მ 2” კაფსულებს.
ნ.კ. – 3 წლის წინ დამისვეს მკერდის სიმსივნის დიაგნოზი, ორჯერ ჩავიტარე ქიმიოთერაპია. გამცვივდა თმები, ვიღებდი უამრავ ტკივილგამაყუჩებელს, სისხლში შემცირდა ლეიკოციტებისა და ჰემოგლობინის რაოდენობა. დავიწყე „კამელინ მ 1“ ინიექციების გაკეთება. ტკივილები პირველი კურსიდანვე მომეხსნა. მომემატა ენერგია, თანდათან გაუმჯობესდა საერთო მდგომარეობა. ამიტომ, გადავწყვიტე, გამეგრძელებინა მკურნალობა. მეორე კურსიდან შედეგები უკვე თვალში საცემი იყო: ტკივილების სრული კუპირება, სიმსივნური პროცესის შეჩერება, მოცულობაში შემცირება, მკერდის  დვრილის წინ წამოწევა, დარბილება, საერთო მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება. დღეს მხოლოდ პროფილაქტიკური თვალსაზრისით ვიტარებ კამელინოთერაპიას.
ლ.ლ. – 1968 წელს დამისვეს მარჯვენა საკვერცხის სიმსივნის დიაგნოზი. პერიოდულად ვმკურნალობდი სხვადასხვა საშუალებით. „კამელინით“ მკურნალობა კი 1970 წელს გადავწყვიტე. მაშინ ეს პრეპარატი სახლის პირობებში მზადდებოდა. თითქმის 30 წელზე მეტია გასული და აღნიშნულ დაავადებას თავი აღარ შეუხსენებია. 3 წლის წინ კი ყელის მიდამოში კვერცხისოდენა ჯირკვალი გამომივიდა. ონკოლოგიურში ლიპომის დიაგნოზი დამისვეს და სასწრაფო ოპერაციაც გადამიწყვიტეს. მე გაგებული მქონდა, რომ პრეპარატი „კამელინი“ უკვე აფთიაქებში იყიდებოდა და რა თქმა უნდა, ისევ დავიწყე მკურნალობა. მაშინვე ვიგრძენი მნიშვნელოვანი ცვლილებები, სიმსუბუქე, ენერგიის მომატება. გავიკეთე 40 ამპულა და აღარაფერს ვუჩიოდი. ჯირკვალიც თანდათან დაპატარავდა და გაქრა.
დიმიტრი ცეცხლაძე (ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის კოორდინატორი აჭარაში): რამდენიმე წლის წინ თანამშრომელი გაგვიხდა ავად. დაეწყო წონის საგრძნობი კლება, ხშირი ხველა. რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგად, დაუდგინდა მარჯვენა ფილტვის ქვემო ნაწილში სიმსივნური კერა. ჩივილები იმის საფუძველს იძლეოდა, რომ ონკოდაავადებაზე გვეფიქრა. ჩვენდა გასაკვირად, მან უარი განაცხადა ქირურგიულ მკურნალობაზე და თბილისში გაემგზავრა. ახლობლის რჩევით, დაიწყო „კამელინი მ1-ის” გამოყენება. პირადად ვკურირებდი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მაგრამ არ მიმხელდა, რა საშუალებით მკურნალობდა. პაციენტმა მალევე მოიმატა წონაში, სიმპტომები თანდათან ალაგდა. ორი თვის შემდეგ მას გაუკეთდა ხელახალი რენტგენოლოგიური კვლევა. გულწრფელად ვაღიარებ, რომ გაოგნებული დავრჩი. სისმსივნური კერის ნასახი არსად ჩანდა. სწორედ ამის შემდეგ შევიტყვე, რომ ის „კამელინის“ ინიექციებით მკურნალობდა. მეხუთე წელია, ჩვენი თანამშრომელი თავს შესანიშნავად გრძნობს. მივესალმები „კამელინის“ ფართოდ დანერგვას ონკოლოგიაში.
P.S. „კამელინთან“ დაკავშირებულ საკითხებზე დარეკეთ: 2-98-57-78; 2-93-20-87; 2-98-62-25 (ოფისი); 2-71-04-80; 2-22-26-68; 599 33 10 89; 597-76-97-40. მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ქუჩა ¹49.

скачать dle 11.3