როგორ ამოვიცნოთ ადამიანის რეალური სახე და შესაძლებლობები #14
ასე თუ ისე, ყველას აქვს ინფორმაცია, ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის სახასიათო თავისებურებების შესახებ, რომელიც, ძირითადად, მათი ხასიათის ნეგატიურ თუ დადებით მხარეს უსვამს ხაზს. თუმცა, შესაძლოა, ცდებით, რადგან, თუ კარგად დააკვირდებით, ქვემოთ მოყვანილ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთა რეალურ რეაქციებს ამა თუ იმ საკითხზე, ზუსტად დაინახავთ, მათ რეალურ სახეს.
ვერძი – მიჩნეულია, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები, აგრესიულები და კონფლიქტურები არიან. ბევრს ჰგონია, რომ ჩხუბი მათი ჰობია. სინამდვილეში, ვერძს აქვს ურთიერთობის თავისებური სტანდარტი – როგორც მას ექცევიან, თავადაც, ყოველთვის იმავე საქციელით უბრუნებს პასუხს მათ.
კურო – ერთი შეხედვით, კურო ზარმაცია და ურჩევნია, მთელი დღეები დივანზე წამოწოლილმა გაატაროს და არაფერი აკეთოს. სინამდვილეში კი, კუროებს არ უყვართ უაზრო ფაციფუცი წვრილმანების გამო. მათ ყოველთვის ზუსტად იციან, რაზე დახარჯონ ენერგია გააზრებულად; რა დროს ჯობია უკან დახევა და სასიცოცხლო ენერგიის დაზოგვა.
ტყუპები – ბევრი ადამიანის აზრით, ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები, ცინიკოსები და ამაყები არიან. ხშირად საზოგადოებაში სარგებლობენ ორსახოვანი და არასაიმედო ადამიანის იმიჯით. სინამდვილეში კი, ტყუპები, სხვებზე მარტივად უყურებენ ცხოვრებას. ისინი იოლად ახერხებენ წარსულის გადახარშვას და შეუძლიათ ადვილად აუწყონ ფეხი რეალობას.
კირჩხიბი – გავრცელებული მოსაზრებით, კირჩხიბი სუსტი, უმწეო, მოწუწუნე და დეპრესიულია. ბევრს, კირჩხიბის ემოციურობა სისუსტე ჰგონია. სინამდვილეში კი, კირჩხიბის სიძლიერე, ზუსტად მის ემოციურად ცვალებად ხასიათში იმალება. მას შეუძლია, ნებისმიერი სირთულის სტრესი გადააგოროს და ყველაფერი თავიდან დაიწყოს. მათ თვითგადარჩენის საოცარი ინსტინქტი აქვთ.
ლომი – მიჩნეულია, ქედმაღალ, ამპარტავან ადამიანად. ისინი ზემოდან უყურებენ ყველას და საზოგადოებისგან მუდმივად ელიან ტაშსა და ოვაციებს. სინამდვილეში კი, ლომების ამგვარი საქციელი დაბალი თვითშეფასებისა და კომპლექსების ბრალია. მათი დიდი ნაწილი თავს არ გრძნობს სხვებზე აღმატებულად, პირიქით, გამუდმებით ეპარება ეჭვი, საკუთარ შესაძლებლობებში. ზუსტად ამიტომ სჭირდებათ მათ მუდმივი წახალისება და კომპლიმენტები გარშემო მყოფებისგან, რომ თავი საჭირო და ძლიერ ადამიანად იგრძნონ.
ქალწული – ერთი შეხედვით, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი მარტოსულია, აფანატებს წესრიგსა და ჰიგიენაზე. უნდა, რომ ზედმეტად არავინ შეაწუხოს. სინამდვილეში, ქალწული, საკმაოდ კომუნიკაბელურია. უბრალოდ, მას გაცილებით მეტი დრო სჭირდება ადამიანებთან კონტაქტში შესასვლელად. ბუნებით ფრთხილია და ძნელად ენდობა ვინმეს. სამაგიეროდ, თუ მონათესავე სული იპოვა, მისი ერთგულება ამ ადამიანისადმი, უსაზღვრო იქნება.
სასწორი – მიჩნეულია, რომ სასწორი მატყუარაა, ყოველთვის ცდილობს, ისე გამოძვრეს სიტუაციიდან, „არც მწვადი დაწვას და არც შამფური”. ისინი არასდროს ამბობენ სიმართლეს. სინამდვილეში კი, სასწორი დიპლომატიური, მშვიდობისმოყვარე და დელიკატურია. მან ზუსტად იცის, როგორ მოაგვაროს კონფლიქტები და ყოფილი მტრები მეგობრებად გადააქციოს.
მორიელი – ამბობენ, მორიელები ბოღმიანები არიან, გარშემო ყველას სიძულვილითა და ეჭვის თვალით უყურებენო. ცდილობენ, დისტანცია დაიჭირონ ადამიანებთან. სინამდვილეში კი, ყველაფრის მიზეზია ის, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს, საშინლად ეშინიათ ღალატისა და მოღალატეების. ამიტომ, მათთვის მნიშვნელოვანია, ნდობის ხარისხი ურთიერთობაში. შესაბამისად, დიდი სიფრთხილით ეკიდებიან ახალ ნაცნობებს.
მშვილდოსანი – მიჩნეულია, რომ მშვილდოსნები არასერიოზული, ხალისიანი ადამიანები არიან. რომ ისინი, არასოდეს დგებიან ცუდ ხასიათზე და არ აწუხებთ ყოფითი პრობლემები. სინამდვილეში კი, მშვილდოსანი ოსტატურად მალავს საკუთარ სევდასა და ცუდ განწყობას სხვებისგან. არ უყვარს, საკუთარი პრობლემებით სხვების დამძიმება. თუმცა, ეს ემოციური თავშეკავება, ძალიან ვნებს მათ ჯანმრთელობას.
თხის რქა – მოსაზრება, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებმა არ იციან გართობისა და დასვენების ფასი და ზედმეტად სერიოზულად ეკიდებიან ცხოვრებას, გადაჭარბებულია. სინამდვილეში, თხის რქა რაციონალური ნიშანია და მან ზუსტად იცის, რომ ცხოვრებაში, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ამიტომ, არასოდეს ურევენ ბიზნესსა და გართობას ერთმანეთში.
მერწყული – მიჩნეულია, რომ მერწყულები ემოციურად ცივი, დისტანციური ხალხია. მათ არ გააჩნიათ თანაგრძნობისა და მხარდაჭერის უნარი. სინამდვილეში კი, მერწყული ხშირად სხვის პრობლემებზე უფრო მეტად ფიქრობს, ვიდრე საკუთარზე. უბრალოდ, როცა დუმს და არაფერს აკეთებს, ეს იმას ნიშნავს, რომ გონებაში აწყობს გეგმებს, როგორ დაგეხმაროთ.
თევზები – ბევრს რომ ჰგონია, თევზები არამქვეყნიური, მეოცნებე და დაბნეული ადამიანები არიან, ასე არ არის. სინამდვილეში, მათ საოცრად კეთილი გული და უნიკალური ინტუიცია აქვთ. ამიტომ, ხშირად ისინი ხედავენ იმაზე მეტს, ვიდრე სხვებს წარმოუდგენიათ. ოცნებით კი, მაშინ ოცნებობენ, როცა სამყარო ზედმეტად სასტიკი ეჩვენებათ. ასე ახერხებენ ისინი, იყვნენ მოსიყვარულე და თბილი ადამიანები და არასდროს ბოროტდებიან.