კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვახო ბიჭიკაშვილის ანეკდოტები #14


– რატომ არ ჭამ?
– გასუქების მეშინია.
– მერე, დალიე ჭამამდე 50 გრამი კონიაკი და ეგ არის.
– ახდუნებს?
– არა, შიშის გრძნობას აქრობს.
***
ექიმი ეკითხება პაციენტს:
– ესე იგი, თქვენ ამბობთ, რომ ეროტიკული სიზმრები გაწუხებთ ღამით?
– მაწუხებს-მეთქი არ მითქვამს, ექიმო.
***
ფოტოგრაფი კითხულობს ქორწილში:
– აბა, სად არის ბედნიერი წყვილი, რომ გადავიღო?
– აგერ სხედან – პატარძალი და დედამისი!
***
გურიაში, სოფლის ავტობუსში ზის კაცი და „პრიმას“ ეწევა. დააყენა ბუღი. მიუბრუნდა შეწუხებული მოხუცი და ეუბნება:
– ნენა, მაი ფუტი კაი რომ იყოს, ფეჩის ტრუბას გარეთ კი არ გააყოფინებდნენ თავს...
***
სიტუაცია მაღაზიაში:
– უკაცრავად, მანიკური გაქვთ?
– კი მაგრამ, რად გინდა კაცს მანიკური, პიდარასტი ხომ არ ხარ?
– არა, რა პიდარასტი... უბრალოდ, კალგოტკას თვალი წაუვიდა და...
***
ბაზარში:
– რა ღირს ეს პომიდორი?
– კილოგრამი 5 ლარი.
– რა ამბავია 5 ლარი? ბრედ პიტმა გათოხნა?
***
ნარკომანი ავა ავტობუსში და დაიყვირებს:
– ყველანი აგერ მკიდიხართ!
ცოტა ხანში გურული ბებო ეტყვის:
– ა, აქანე ჩამომხსენი, ბებია, ჩავდივარ.
***
– მამა, იქნებ მასწავლო, როგორ ვიშოვო ფული?
– სკამზე დადე 5 ლარი და დააჯექი.
– მერე?
– მერე, ეცადე, ისე აიღო ეგ 5-ლარიანი, რომ არ ადგე.
– ვერ ავიღებ.
– ხოდა, თუ ფულის შოვნა გინდა, ერთი ადგილი უნდა აწიო!

ხვიჩა მაღლაკელიძის ანეკდოტები
შვილი დედას:
– დე, გოგო მიყვარს და ცოლად უნდა მოვიყვანო!
– რა უბნელია?
– დიდი დიღმელი.
– რას ამბობ? დიდ დიღომში ქარის ნათრევ გოგოს, მე სახლში არ შემოვუშვებ!
***
კახელი მიხო ჩინეთში წავიდა სამსახურიდან მივლინებით. რომ დაბრუნდა, მაროს ეუბნება:
–  მაროვ, მივხვდი, შეყვარებულთან დაშორება ყველაზე მძიმე ჩინეთშია.
– რათა ვითომ?
–  ყველგან მის სახეს ხედავ.
***
გურული სტუმრადაა. ოთხჯერ ამოუსვა ჩახოხბილში კოვზი და ოთხივეჯერ ფრთა ამოვიდა:
– აი, რაია, თქვე კაი ხალხო, ვერტალიოტი დაკალით, თუ რა ოხრობაა?
***
სომეხი იუსტიციის სახლში მივიდა, გვარი და სახელი უნდა შეიცვალოს.
– კანონთან ხომ არ გაქვთ პრობლემები ან კრედიტორებს ხომ არ ემალებით, რატომ გადაწყვიტეთ გვარისა და სახელის შეცვლა?
– არა, ჯიგაროჯან, კაკიე პრაბლემი? პროსტა, მაგარი იაფად მარმარილოს ქვა ჩამივარდა ხელში საფლავისთვის. გვარი და სახელი აწერია უჟე, არადა იმის გადაკეთება დვა რაზა ძვირი ჯდება, ელი...

скачать dle 11.3