კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები #14

როლანი: აპატიე იმას, ვინც გულით ნანობს... და არა იმას, ვისაც აწყობს, რომ ინანოს.
მაკედონელი: მე არისტოტელეს მამის გვერდით ვაყენებ: მამამ სიცოცხლე მომანიჭა, არისტოტელემ კი – ის, რაც სიცოცხლეს აზრს აძლევს.
ლოკი: დაცინვა სხვათა ნაკლის წარმოჩენის ყველაზე დახვეწილი ხერხია.
მერიმე: იქ, სადაც საიდუმლოა, ახლოს არის ტყუილიც.
მოლიერი: ადამიანთა დიდ ნაწილს ექიმები კლავენ.
კონფუცი: როცა ასე ცოტა რამ ვიცით სიცოცხლის შესახებ, სიკვდილს რაღას გავუგებთ?
ლაო ძი: შესაძლოა, ომი მშვიდობას ისახავდეს მიზნად, მაგრამ მაინც უდიდესი ბოროტებაა.
ციცერონი: ჩვენი ხალხი იცავდა მოკავშირეებს და დაიპყრო მსოფლიო.
უაილდი: სული მხოლოდ ხელოვნებას აქვს, ადამიანს ის არ გააჩნია.
ფრანკლინი: იყო მოკრძალებული შენზე მაღლა მდგომთან – ვალია; თანასწორთან – თავაზიანობა; დაბლა მდგომთან კი – კეთილშობილება.
ბერი ნიკოლოზი: იესოს ოქროს გული ჰქონდა და ხის ჯვარი, დღეს ადამიანებს ოქროს ჯვარი აქვთ და ხის გული.
მანერჰეიმი: სახელმწიფოებს აშენებენ იდეალისტები და პატრიოტები. ჯერ არავის უნახავს ვაჭრუკანებისა და კარიეტრისტების მიერ აშენებული ქვეყანა.
ბიჩერი: თავმდაბლობას საქმე ყოველთვის ღირსებასთან აქვს, სიამაყეს კი – შურთან. თავმდაბალი ადამიანი ყველაფერს მიაღწევს, ამაყი კი ყველაფერს დაკარგავს.
მამარდაშვილი: ადამიანი იწყება ღირსებიდან და მხოლოდ საკუთარი ღირსების გავლით შეუძლია, ჭეშმარიტად გააცნობიეროს თავი ამა თუ იმ ერის შვილად! ქართველობა არ არის ბიოლოგიური მოცემულობა. ეს არის ნება, იყო ქართველი. ნება კი რაინდული ღირსების ფენომენია და მე თუ არა მაქვს ის, რამდენიც არ უნდა ინებოს ერმა თუ ბერმა, ვერც კაცი ვიქნები და ვერც ქართველი.
ჰემინგუეი: არ გაბედო და არ იფიქრო, რომ არ შეგიძლია და ვერ გაუძლებ.
ლაკანი: თუ იმედი გაგიცრუეს, გული არ დაგწყდეს... მოვა დრო და პატიებას მოგთხოვენ!
რუსო: მხოლოდ ქალი შეიძლება, იყოს ბედნიერი მარტო იმით, რომ წევს, სძინავს და არავის აწუხებს.
კამიუ: რჩევა ქალებს: სანამ რამეს იტყვით, სამჯერ დაფიქრდით და მერე გაჩუმდით.

скачать dle 11.3