კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი გამოჩენა არ უნდა ამ ეტაპზე მირიან ჯეჯელავას და ვინ ემუქრებოდა მას #14

ნიჭიერმა მსახიობმა, ტელე და რადიოწამყვანმა, მირიან ჯეჯელავამ ხალხის სიყვარული, მარტივად მოიპოვა განსაკუთრებით კი გოგონების და დღეს ერთ-ერთი ყველასთვის ცნობილი ტელესახეა. დიდი ხანი არაა, რაც ახალ სფეროში გადაინაცვლა და საკუთარი რესტორანი გახსნა. როგორ უთავსებს დატვირთულ რეჟიმს ახალ საქმეს, ამაზე თავად გიამბობთ.
მირიან ჯეჯელავა: მე და ჩემმა მეგობარმა, ლევანმა, სრულიად შემთხვევით გამოვიარეთ ამ ქუჩაზე. მან თქვა, რომ ფართის გაყიდვას აპირებდა. იმ წუთიდან ორივეს გაგვიელვა იდეამ, ხომ არ აჯობებდა, გაგვეკეთებინა პატარა, საოჯახო ტიპის რესტორანი. ბოლოს ხორცი შევასხით ჩანაფიქრს. მთავარი მოტივი ჩვენთვის  ის არ ყოფილა, სტანდარტული კაფე გაგვეხსნა. ორივეს გვინდოდა, სამზარეულო ყოფილიყო ყველასგან გამორჩეული, რისი მეშვეობითაც დავიკავებდით საკუთარ ნიშას. აუცილებლად უნდა აღვნიშნო მაიკო სუმბაძის წვლილი ამ საქმეში, მან საკუთარ თავზე აიღო დიზაინის საქმე და ბოლომდე გვერდში გვედგა. რაც შეეხება სახელს, ძალიან ბევრი ვიფიქრეთ. ბოლოს არჩევანი „ზალაზე“ გავაკეთეთ, რადგან თითოეულისთვის ეს ასოცირებულია ბავშვობასთან, ოჯახურ სითბოსთან, სიყვარულთან და სიმყუდროვესთან. იდეის დღიდან მოყოლებული, მთავარი ამოცანა ჩვენთვის, ერთი წამითაც არ ყოფილა ის, რომ ბიზნესი გაგვეკეთებინა, რომლიდანაც ფულს ვიშოვიდით. ჩვენ გვინდოდა, დიდი ხნის ოცნებისთვის შეგვესხა ფრთები.
– შენს დატვრითულ რეჟიმს, კიდევ ახალი საქმე დაემატა. როგორ ართმევ თავს ამ ყოველივეს?
– ბოლო ერთი წელია, რადიოდან წამოვედი, რადგან რეალურად, მართლა ვეღარაფერს ვასწრებდი. ფაქტობრივად, დრო არ მქონდა. ერთი წლის წინ მივხვდი, რას ნიშნავს დროის უქონლობა. ვეღარ ვანაწილებდი საათებს, სულ ვმუშაობდი და ყველგან ვაგვიანებდი. არადა, არ მიყვარს არაპუნქტუალურობა. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მდაბიო საქციელი და ცუდი თვისებაა. ჩემდა უნებურად, გამომდიოდა ისე, რომ დროის უქონლობიდან გამომდინარე, ყოველთვის ამ პრობლემას ვაწყდებოდი. შესაბამისად, მიფუჭდებოდა საქმეც და ასე შემდეგ. 9 წელი ვიმუშავე რადიოში. მართლა ჩემი ცხოვრება შევალიე მას, მაგრამ ბოლოს, მაინც დავთმე, რისი საშუალებითაც გამოვითავისუფლე დრო. დილის ეთერი დიდად ხელს არ მიშლის – ორი დღე ვარ ტელევიზიაში. თუმცა, მაინც ისე გამოდის, რომ სულ ვმუშაობ. რომ გითხრათ, თავისუფალი დრო ბევრი მაქვს-მეთქი, არა.
– სულ, რომ მუშაობ და ცოტა დრო გრჩება თავისუფალი, პროტესტის გრძნობა არ გიჩნდება საკუთარ თავთან?
– არა, მსგავს საკითხებზე საერთოდ არ ვფიქრობ. დამოუკიდებლობის შეგრძნება გაძლევს იმის უფლებას, იმუშაო და გაერთო კიდეც. არასდროს არავის კისერზე არ ვყოფილვარ. ბავშვობიდან მქონდა იმის უნარი, ჩემით გამომემუშავებინა ფული. ამ გრაფიკის მიუხედავად, მაინც ვიტოვებ დროს გართობისთვის. თუმცა, რაც ეს რესტორანი გაიხსნა, ჩემთვის პარასკევმა და შაბათმა ღამემ მეორე რიგში გადმოინაცვლა. ეს მაშინ, როცა ადრე, თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი კლუბებში. კიდევ კარგი, არ მაქვს პირადი ცხოვრება და მეუღლე ან შეყვარებული არ მყავს (იცინის). ამ შემთხვევაში, ნამდვილად არ ვიცი, რას ვიზამდი. მართალია, საყვარელი ადამიანისთვის ყოველთვის გამონახავ დროს, როცა გინდა და სურვილი გაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე, უტოპიურად მეჩვენება, კიდევ პირად ცხოვრებასაც რომ მივხედო.
– ანუ, ამ ეტაპზე არავინ ჩანს? აბა, საყვარელი ადამიანისთვის ყოველთვის გამონახავ დროსო...
– არა და რომც გამოჩნდეს აზრი არ აქვს, მისთვისვე იქნება ცუდი (იცინის). ახლა სულ სხვა საქმეებზე, სურვილებსა და მიზნებზე ვარ გადართული. თუმცა, გულს ნამდვილად ვერ უბრძანებ. ნებისმიერ დროს შეიძლება, გამოჩნდეს ვინმე, ვინც განსაკუთრებულ ყურადღებას დაიმსახურებს.
– ხშირად გიყვარდება?
– არა, ხშირად არა. შეიძლება, ვიღაცა მომეწონოს, გამიტაცოს, მაგრამ ხშირად  შეყვარება, ჩემთვის ცოტა გაუგებარია. არასდროს მესმის მათი, რაღაც პერიოდი ერთ ადამიანთან რომ აქვთ ურთიერთობა, შემდეგ – სხვასთან და ამ ყოველივეს სიყვარულს არქმევენ. რატომღაც მგონია, რომ სიყვარული ასე ხშირად არ მოდის. უფრო მეტიც, სიყვარულის ობიექტი იშვიათად უნდა იცვლებოდეს. მყვარებია და ძალიანაც მყვარებია, ჯერ კიდევ ბავშვობაში. ჩვეულებრივად, ორმხრივი გრძნობა იყო, მაგრამ ამ თემაზე საუბარს არ გავაგრძელებ. ვფიქრობ, ძალიან ინტიმური თემაა, რომლის საჯაროდ გამოტანა არ მინდა. ახლაც ვუფრთხილდები იმ ურთიერთობას და ზოგადად, ყველანაირ ურთიერთობას ვცემ დიდ პატივს – ეს იქნება წარსულში, თუ აწმყოში.
– ანუ, შენზე რომ ჭორი დადის, მიკი „ბაბნიკიაო,“ არ ეთანხმები?
– არა, არ არის მართალი. ჩემთვის პრიორიტეტული არ არის ვნება, რომელიც შეიძლება, ყოველდღიურად ვიღაცასთან დაიკმაყოფილო. არ ვიცი, როგორ ჩანს გვერდიდან ეს ყველაფერი.
– თუმცა, ბევრ გოგონას მოსწონხარ. ხშირად გამოხატავენ შენს მიმართ სიმპათიას?
– კი და ძალიან სასიამოვნოა, როცა თბილ დამოკიდებულებას გრძნობ მათგან. მეც ყოველთვის ვცდილობ, იგივე ემოციითა და განწყობით ვუპასუხო. 
– დამღლელი არ არის?
– არა საერთოდ არა. არ მესმის, როცა ამბობენ, პოპულარობა დამღლელიაო და რაღაც მსგავსი. პირიქით, სასიამოვნოა. თუ, ხასიათზე არ ხარ და ამ დროს ვიღაცამ შენ მიმართ სიმპათია გამოხატა, რატომ უნდა გეწყინოს?! მსგავსი დამოკიდებულებისგან რომ შევწუხებულიყავი და მეთქვა, დავიღალე-მეთქი, არ მახსენდება. თუმცა, ერთხელ „ფეისბუქზე“ გადამეკიდა ერთი ადამიანი. ყოველგვარ ზღვარს სციდლებოდა მისი კონტაქტი. ბოლოს მუქარის წერილებზეც გადავიდა, თუმცა რას მემუქრებოდა, კარგად ვერც გავიგე. ვფიქრობ, საპასუხო რეაქცია რომ ვერ მიიღო ჩემგან, ამან გააბრაზა. ეს იყო სრულიად უცნობი ადამიანი, რომელმაც ჩათვალა, რომ ზიანი უნდა მოეყენებინა ჩემთვის. აქედან გამომდინარე, ერთი პერიოდი ძალიან დაბნეული ვიყავი.
– ალბათ, ბევრს აინტერესებს, როგორი უნდა იყოს გოგო, მიკი ჯეჯელავას რომ მოეწონოს?
– არანაირი კრიტერიუმები არ მაქვს. შეუძლებელია, წინასწარ განსაზღვრო, ვინ უნდა შეგიყვარდეს, როგორი თმა და რა ფერის თვალები უნდა ჰქონდეს. ეს უფრო ემოციების შერწყმა უნდა იყოს. პარამეტრები, როგორც ასეთი, ჩემთვის არ არსებობს.
– ოჯახში „მოიყვანე ცოლის“ თემა არ არის?
– არა. ჩემმა მშობლებმა იციან, რომ მე ჯერ ბევრი საქმე მაქვს, რომლებსაც უნდა მივხედო. შესაბამისად, ამ საკითხს არ ეხებიან. ისინი არასდროს ჩარეულან ჩემს პირად ცხოვრებაში.  მხოლოდ რჩევის სახით შეიძლება, ეთქვათ რაღაც ან პირიქით, მე გამომიჩენია ინიციატივა და მიკითხავს, როგორ მოვქცეულიყავი კონკრეტულ სიტუაციაში. ეს თემა ჩვენს ოჯახში აქტუალური არაა. და საერთოდ, ცოლის მოყვანის გარეშეც შეგიძლია, იცხოვორო საყვარელ ქალთან ერთად, ყოველგვარი ჯვრისწერებისა და ცერემონიალების გარეშე.
– მერე საზოგადოება? ჩვენთან ხომ უკვირთ და აკრიტიკებენ მსგავს შემთხვევებს?
– უკვირდეთ. საერთოდ არ მაინტერესებს არავის აზრი. ანგარიში შეიძლება, გავუწიო ვიღაცას, მაგრამ ის, რომ სხვისი ინტერესების გავლენის ქვეშ მოვექცე და  იმის გამო არ გავაკეთო რაღაც, ხალხი რას იფიქრებსო, ეს ჩემთვის მიუღებელია. საერთოდ არ ვაღიარებ ამ ცნებას – რას იტყვის ხალხი. ყველა ცხოვრობს ისე, როგორც უნდა. თავად ვიქმნით ჩვენს ბედს, ცხოვრებას და ასე შემდეგ. რატომ უნდა მიიღოს ვიღაცამ მონაწილეობა ჩემს ცხოვრებაში?
– იღბლიანი ხარ?
– კი, იმიტომ რომ, ბევრ  რაღაცაში გამიმართლა. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, სადაც სხვებს უფრო მარტივად გამოსვლიათ ის, რაც მე მინდოდა. ნამდვილად იღბლიანი ვარ.

скачать dle 11.3