კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რძალმა მამამთილისა და მისი ძმის მკვლელობა საყვარელთან ერთად დაგეგმა #14

 ძმები – 58 წლის ვახტანგ და 52 წლის კოტე დ-შვილები, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა მძიმე მდგომარეობაში აღმოაჩინეს. ვახტანგ დ.შვილი უკვე გარდაცვლილი იყო, კოტე დ-შვილს. გულ-მკერდის არეში ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, დაიწყო გამოძიება.  სანამ სამართალდამცველების მიერ დაზარალებული კოტე დ-შვილის  დაკითხვა მოხერხდა,  გარდაცვლილი მამაკაცის რძალმა, ელზა მ-შვილმა გამოძიებას ჩვენება მისცა, რომლის მიხედვითაც ძმებმა სხეულის დაზიანებები  ერთმანეთთან ფიზიკური დაპირისპირების შედეგად მიიღეს. ელზა მ-შვილის ჩვენების მიხედვით,  ვახტანგ დ-შვილმა უმცროსი ძმა დანით დაჭრა. რა დროსაც მან თავის არეში ნაჯახის დარტყმის შედეგად მძიმე დაზიანება მიიღო. გამოძიებისთვის უცნობი იყო, რა გახდა ძმების დაპირისპირების მიზეზი. ამ ვერსიის დაჯერება რთული აღმოჩნდა ძმების ოჯახის წევრებისა და მათი საერთო ნაცნობებისთვის. მათი განცხადებით, ძმებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.  როგორც ელზა მ-შვილმა განაცხადა, ის  მამამთილის ძმის  სამსახურში,  ლითონის ჩასაბარებელ პუნქტში, სადაც კოტე დ-შვილი  დარაჯად მუშაობდა, შემთხვევით მივიდა. ძმებს შორის   ინციდენტი  უკვე ამოწურული იყო და ორივე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.  ქალის განცხადებით, პოლიციას მან  შეატყობინა მომხდარის შესახებ. თუმცა, ამასთან დაკავშირებით, განსხვავებული ჩვენება მისცა გამოძიებას მოწმემ, რომელიც ცოტა მოგვაინებით გამოჩნდა. 60 წლის მაგული ჭ-ძე შემთხვევით შეესწრო ინციდენტს.  უფრო სწორად, ლითონის ჩასაბარებელ პუნქტთან ახლოს, რომელიც სოფლის განაპირას იყო,  ნაკვეთში მუშაობდა, როცა ჯიხურიდან ხმაური და ჩხუბი შემოესმა. „ალბათ, ხუთი წუთი მაინც გრძელდებოდა ჩხუბი, ლანძღვა, ორი-სამი კაცის ხმა მესმოდა. თავიდან ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ მერე გულმა რეჩხი მიყო.  ნაკვეთში მუშაობა მივატოვე და ჯიხურისკენ წავედი. ალბათ, 5-7 წუთი დამჭირდა, რადგან ნელა მივდიოდი და ცუდ გზაზე სიარული მიჭირდა.  როცა ჯიხურთან ახლოს მივედი, დავინახე,  მამაკაცის ლანდი.  მივხვდი, რომ ჩემს მიახლოებაზე, ვიღაცამ ჯიხური დატოვა. იქ კი საშინელი სცენა დამხვდა ორივე ძმა დაჭრილები იყვნენ და სისხლში ცურავდნენ. ელზა მამაკაცებს თავზე დადგომოდა და არანაირ რეაქციას არ გამოხატავდა. მომეჩვენა, რომ  ჩემ დანახვაზე შეცბა. რა მოხდა-მეთქი, ვკითხე. არ ვიცი, საქმეზე ჩამოვედი  ეს წუთია და ასეთი მდგომარეობა დამხვდაო.  ვახტანგი უგონოდ იყო, კოტეს თვალები ღია ჰქონდა, მაგრამ ისიც უმძიმეს მდგომარეობაში ჩანდა. პოლიციასა და სასწრაფოში დავრეკოთ-მეთქი, ვუთხარი ელზას. ტელეფონი არ მაქვსო – მიპასუხა. ჯიხურიდან გარეთ გამოვვარდი, რომ ვინმესთვის დახმარება მეთხოვა, სწორედ იმ დროს შევნიშნე ჩვენი თანასოფლელი მალხაზ კ-შვილი. ის ჯიხურიდან მოშორებით ფეხით მიდიოდა სოფლის გზაზე. მოგვიანებით გავაცნობიერე, მალხაზის იმ ადგილზე ყოფნა შემთხვევითი არ იყო, თუმცა იმ წუთში ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.”
იმის მიუხედავად, რომ ელზა მ-შვილი ცდილობდა,  ძმების კონფლიქტის ინსცენირება მოეხდინა, გამოძიებამ მასზე ეჭვი თავიდანვე მიიტანა. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებისთვის გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლისგან გახდა ცნობილი, რომ რძალსა და მამამთილს ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ. მამამთილი ეჭვობდა, რომ მის რძალს თანასოფლელთან ჰქონდა რომანი. ის კი,  ვისზეც ვახტანგ დ-შვილი ეჭვიანობდა, სწორედ   მალხაზ კ-შვილი იყო, რომელიც შემთხვევის ადგილის სიახლოვეს შენიშნა მოწმე  მაგული ჭ-ძემ.  გამოძიების მასალებით, მამამთილი რძალს საყვარელთან შეხვედრებში უკვე ისე ადანაშაულებდა, რომ  შეიძლებოდა, ეს მის შვილსაც გაეგო. ვახტანგ დ-შვილის მეუღლის ჩვენების მიხედვით, ის ყველანაირად ცდილობდა, მის შვილს ამ ისტორიის შესახებ არაფერი გაეგო. „როცა ელზა ჩვენს ოჯახში შემოვიდა, განათხოვარი იყო. ვახტანგი ამას ძალიან განიცდიდა, მაგრამ ერთადერთი შვილი გვყავდა და ვერ ვუშლიდით. ელზამ  ორი შვილი გააჩინა. თავიდან ნორმალურად იქცეოდა, მერე კი სიტუაცია შეიცვალა – ქმართან მუდმივად კონფლიქტი ჰქონდა. ჩემი ქმარი ზურას – ჩვენს შვილს, იმასაც კი ეუბნებოდა, გაცილდი ამ ქალს, თუ ასე გტანჯავსო. მაგრამ, ზურა ელზას არ სცილდებოდა. ჩემი ქმარი ძალიან განიცდიდა, რომ ელზას ცუდი საქციელი და ცუდი რეპუტაცია ჰქონდა. ბოლო თვეებში გაიგო, რომ ჩვენს  თანასოფლელ მალხაზს ხვდებოდა, რომელმაც ჩვენს სახლში რემონტი გააკეთა.  მან ელზა მაშინ გაიცნო.  ვახტანგმა ელზასთან იჩხუბა ამის თაობაზე  და დაემუქრა, თუ ასე გააგრძელებ, შენს ქმარსაც  ვეტყვი ყველაფერს და სახლიდან წახვალო. ამ ჩხუბიდან ორ დღეში ვახტანგი თავისი ძმის საყარაულო პუნქტში გაურკვევლ ვითრებაში დაიღუპა. ის თავის ძმას ისე უყვარდა, გამორიცხულია, მისთვის ზიანი მიეყენებინა.”
საქმის მასალების მიხედვით, რაც გამოძიების მსვლელობისას გადარჩენილი  კოტე დ-შვილის ჩვენების მიხედვითაც გახდა ცნობილი, ძმებს ვახტანგ და კოტე დ-შვილებს სხეულის დაზიანება თანასოფლელმა მალხაზ კ-შვილმა მიაყენა. ამაში კი მას ელზა მ-შვილიც ეხმარებოდა.   დაკავებულმა მალხაზ კ-შვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა  და განაცხადა, რომ მამამთლისა და მისი ძმის თავიდან მოშორება ელზა მ-შვილმა სთხოვა. ამონაწერი დაკავებულის ჩვენებიდან: „როცა სოფელში ხმა გავარდა, რომ ელზა ჩემი საყვარელი იყო, ვახტანგ დ-შვილი დამიკავშირდა. მითხრა, ვიცი, რაც ხდება ჩემს რძალსა და შენ შორის და თავი დაანებე, ოჯახს ნუ მირცხვენთო. მე ქალთან ინტიმური კავშირი უარვყავი, ელზას შევთავაზე კიდეც, დავშორდეთ-მეთქი. მაგრამ მან თავი არ დამანება. ღამით მირეკავდა და შეხვედრას მთხოვდა. მეუბნებოდა, რომ ქმარი არ უყვარდა და მთხოვდა, ცოლად წამეყვანა. ერთ დღეს შემომიჩნდა, ვახტანგი თავიდან მოვიშოროთო. თავიდან უარს ვეუბნებოდი, მაგრამ მაიძულა, ამ ნაბიჯზე წასვლა. იმდენად სძულდა ვახტანგი და ისე უნდოდა მისი თავიდან მოცილება, რომ მეც ჩამითრია.  ორჯერ დავგეგემეთ ვახტანგის მოკვლვა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.  მკვლელობის წინა დღეს ვახტანგი თვითონ დამიკავშირდა და მითხრა, ჩემი ძმის სამსახურში მოდი, შენთან მე და კოტეს სალაპარაკო გვაქვსო. ელზამ იმავე დღეს მითხრა, ვახტანგი შენ მოკვლას ცდილობს და უნდა დაასწროო. საყარაულო პუნქტში დანით შეიარაღებული მივედი. ელზაც  გამომყვა, მაგრამ ჯიხურში არ შემოსულა, სადღაც იქვე იმალებოდა. ჩემი და ძმების კამათი რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ვახტანგის ძმამ შეურაცხყოფა მომაყენა. დანა ამოვიღე და ორჯერ დავარტყი. ძმას ვახტანგი მიეშველა და ამ დროს ჯიხურში ელზაც შემოვარდა და ვახტანგს, რომელიც  დანას მართმევდა და მეძიძგილავებოდა, ზურგიდან ნაჯახი ჩაარტყა თავში. ვახტანგი უკვე ძირს ეგდო, როცა ელზამ კვლავ დაარტყა ნაჯახი. კოტეც მძიმედ იყო დაჭრილი. ელზამ მითხრა, რომ კიდევ დამერტყა  დანა კოტესთვის: დავრწმუნდეთ, რომ ორივე მკვდარია, ისე გავაკეთებ ყველაფერს, რომ  ერთმანეთის მკვლელობას ჰგავდესო. მოულოდნელად ჯიხურში თავზე დაგვადგა  მეზობელი ქალი, რომელიც თურმე იქვე ახლოს იყო  და თავის  ნაკვეთს ამუშავებდა. მე მას იქ არ უნდა ვენახე – ამიტომ შემთხვევის ადგილიდან გავიქეცი“. სამართალდამცველებმა ელზა მ-შვილიც დააკვეს, რომელიც ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებდა. მან გამოძიების მსვლელობისას ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. ჯერ განაცხადა, რომ ძმები გაუსწორდნენ ერთმანეთს, მალხაზ  კ-შვილის აღიარებითი ჩვენების შემდეგ კი, დანაშაულის დაგეგმვაც და   აღსრულებაც  ბრალდებულ მალხაზ კ-შვილს დააბრალა. სასამართლომ არ გაიზიარა ელზა მ-შვილის ვერსია. წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს როგორც მალხაზ კ-შვილი, ასევე ელზა მ-შვილი.   მათ 11-11  წლით პატიმრობა მიესაჯათ.

скачать dle 11.3