კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი ურთიერთობა აქვს ნათია წიწილაშვილს ყოფილ მეუღლესთან და რატომ დააქორწინეს ის ნიკა კაჭარავაზე #14

ლამაზი და მხიარული მსახიობი – ნათია წიწილაშვილი სულ სხვა პროფილით წარდგა საზოგადოების წინაშე. რაც სატელევიზიო გადაცემა „ქალთა სახეები“ დაიხურა, მსახიობმა ერთ-ერთ სატრანსპორტო კომპანიაში დაიწყო მუშაობა გაყიდვების მენეჯერად. გარდა ამისა, რა ხდება კიდევ ახალი მის ცხოვრებაში და აპირებს თუ არა ის მეორედ გათხოვებას, ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნათია წიწილაშვილი: „ქალთა სახეები” დაიხურა, შესაბამისად, გადაღებებიც აღარ არის. დაიწყეს სერიალი, რომელშიც არ ვარ. ამ ეტაპზე შესვენებასავით მაქვს ჩემს პროფესიაში და ცოტა სხვა სფეროზე გადავერთე. გაყიდვების მენეჯერი ვარ. ეს სამსახური რადიკალურად განსხვავებულია ჩემი პროფესიისგან, მაგრამ ძალიან აზარტული. ნელ-ნელა ვეჩვევი, უკვე გავერკვიე სიტუაციაში. კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი, რომ პროფესიონალად ჩამოვყალიბდე. საკმაოდ რთული დარგია, მაგრამ მიუღწეველი არაფერია. გადაწყვეტილი მაქვს, რომ ეს იქნება სამსახური, რომელსაც ჩემს პროფესიასთან შევათავსებ.
– ნასტასიას როგორ მოსწონს შენი ახალი სამსახური?
– ახლა სრული გრაფიკით ვმუშაობ – 10-დან 7-მდე. საოფისე სამსახურია, მაგრამ ძალიან საინტერესო. არ მეგონა, ასეთი თუ იქნებოდა. ეს არ არის პირველი სამსახური, რომელიც ჩემი პროფესიის მიღმა დავიწყე. მანამდე, მსახიობობის პარალელურად, პიარმენეჯერი ვიყავი ყოფილ მეუღლესთან ერთად, ერთ-ერთი კაფე-ბარის, სადაც გამოფენებსა და „ივენთებს“ ვაწყობდით. ნასტასიას ახლა უფრო ვერ ვნახულობ დღის განმავლობაში. გადაღებები არაპროგნოზირებადია და არ იცი, როდის, რა გექნება. აქ კი, ყოველდღიურად განსაზღვრული სამუშაო საათები გაქვს. სამსახურის მერე, სახლში რომ მოვდივარ, ვიდრე დავაძინებ, 2-3 საათი მრჩება ბავშვთან საკონტაქტოდ.
– ხომ არ აპროტესტებს, მცირე დროს რომ უთმობ? მკაცრი დედა ხარ?
– არა, ვერ ხვდება. დილით მე მიმყავს ბაღში და სახლში რომ ბრუნდება, მეც მალე მივდივარ... ალბათ, უფრო მკაცრი ვარ. ვმეგობრობთ კიდეც, მაგრამ, ჩემი ტიპაჟიდან გამომდინარე, მკაცრი ვარ. თუმცა, სიმკაცრესაც ვერ დავარქმევ ამას, უბრალოდ, მიყვარს დისციპლინა. მესმის ის ფაქტორი, რომ ბავშვი ცელქი უნდა იყოს და ასე შემდეგ, მაგრამ არის რაღაც დეტალები, რომელზეც თვალს ვერ დახუჭავ. თუნდაც, სტუმრად რომ გყავს და რაიმეს აფუჭებს. სახლში რაღაცა გაუფუჭდა, კედელზე ხატავს, ფეხის თითებს იხატავს და ასე შემდეგ, ამაზე არ მაქვს გართულება. მთავარია, იცოდეს, სად როგორ მოიქცეს  და უფროსი და უმცროსი გაარჩიოს.
– როგორც ვიცი, სულ მუშაობ. როგორ უთავსებ დროს ბავშვსა და სამსახურს?
– ნასწია რომ გავაჩინე, 5 თვე პაუზა მქონდა. სამსახურში რომ გავედი, ბევრად გამიხარდა და უკეთ ვგრძნობდი თავს. ნასწია რთულად გასაზრდელი ბავშვი იყო. არასდროს ეძინა, სულ რაღაც აწუხებდა და ტიროდა. მე და გიორგი ღამეებს ვათენებდით. შესაბამისად, ძალიან გადაღლილი ვიყავი. სამსახურში რომ გავედი, კი არ ამოვისუნთქე, გამიხარდა. მყავდა ძიძა, დედაჩემი და ჩემი ყოფილი დედამთილიც მეხმარებოდა. ეს სიტუაცია უფრო მომეწონა, ვიდრე ის, სახლში რომ ვიჯექი. თუმცა, ისეთი გადატვირთული გრაფიკი არასდროს მქონია, რომ სულ გასული ვყოფილიყავი სახლიდან. ის ხუთი თვე იყო ძალიან რთული. გარდა ბავშვისა, როცა სახლში ზიხარ, საყოფაცხოვრებო რაღაცეებიც გემატება. ჩვეულებრივი დიასახლისი ვიყავი, კერძებსაც ვამზადებდი და ასე შემდეგ.
– ბავშვი როგორ ეგუება მშობლების ცალ-ცალკე ცხოვრებას?
– არ აქვს არანაირი პროტესტი. ალბათ, ვერ გრძნობს ჩემი და გიორგის მხრიდან რაიმე დანაკლისს. იცის, რომ ჩვენ ცოლ-ქმარი ვიყავით. ძველ ვიდეოებში, რომლებიც იმ სახლშია გადაღებული, სადაც მე და გიორგი ვცხოვრობდით, საკუთარ თავს რომ აღმოაჩენდა, მეკითხებოდა, რატომ აღარ მოდიხარ იქო. მეც ჩვეულებრივად, როგორც ზრდასრულ ადამიანს, ვუხსნიდი, რა და როგორ იყო. უკვე გაიგო და იცის, რომ დედა და მამა ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ნასტასიას მშობლების დეფიციტი არ აქვს, არც დედის და არც მამის. გიორგის ყოველ პარასკევს მიჰყავს ბაღის შემდეგ და შაბათ-კვირა მასთანაა. ვერ ვამჩნევ, რომ რაღაცას განიცდიდეს ბავშვი.
– როგორც მახსოვს, გიორგის მხრიდან იყო შერიგების მცდელობა, როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები?
– იყო რაღაც-რაღაცეები, რაც უნდა დასრულებულიყო, ჩემთვის, მაშინ უკვე დასრულებული იყო. რაც შეეხება გიორგის, ალბათ, იმიტომ უნდოდა შერიგება, რომ ჯერ კიდევ არ ჰქონდა ამ ურთიერთობისთვის წერტილი დასმული. ახლა ზუსტად ვიცი, რომ ორივესთვის ყველაფერი დამთავრდა. რაღაც მცდელობა იყო, თუმცა ჩამოყალიბებული აზრი მქონდა.
– ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ? ისევ წყვილში თამაში რომ მოგიწიოთ, დათანხმდები?
– მშვენიერი, ძალიან ცივილიზებული. მხოლოდ ბავშვის საკითხებს განვიხილავთ. რაც შეეხება თამაშს, ეს უკვე პროფესიონალიზმის საკითხია. როცა პერსონაჟზეა საუბარი, იქ არც ცოლ-ქმარი ხარ და არც ყოფილი ცოლ-ქმარი.
– ჭორების სამიზნეც არაერთხელ ყოფილხარ, ნიკა კაჭარავაზეც კი დაგაქორწინეს... როგორ რეაგირებ, ზოგადად, ჭორებზე?
– ეგ იყო ჩვეულებრივი კლიპის გადაღება, სადაც მე ვიყავი პატარძალი, რომელიც თხოვდებოდა ნიკა კაჭარავაზე. მერე უცებ მოვიდა კახა ახვლედიანი, რომელიც კლიპის შინაარსის მიხედვით მიყვარდა. ორივესთან სელფი მქონდა გადაღებული და ატყდა ერთი ამბავი. წერდნენ: რომელს გაჰყვა, ვერ გავიგეთ, ვისი ცოლია ბოლო-ბოლოო და ასე შემდეგ. მე და ნიკას ჩვეულებრივად გვილოცავდნენ ამ ამბავს. გვირეკავდნენ, კომენტარებს გვიწერდნენ. ჭორებზე ვრეაგირებ ისე, როგორც ჭორზე. არ აქვს მნიშვნელობა, ეს კარგი ჭორია, თუ – ცუდი. ზოგადად, ვისი ცოლიც ან შეყვარებულიც მითამაშია, მერე გავრცელებულა, რომ თურმე მართლა იმ ადამიანის ცოლი ან შეყვარებული ვყოფილვარ. ვიყავი როლანდ ოქროპირიძის ცოლი, გოგოებიც მყოლია შეყვარებულები.  მე და ნინი ონიანმა თურმე ჯვარიც დავიწერეთ. მოკლედ, ვისი შეყვარებული და ვისი ცოლი აღარ ვიყავი (იცინის).
– მეორედ ოჯახს ისევ შექმნი?
– რა თქმა უნდა,  ყველა ქალს უნდა, რომ ჰქონდეს მყარი ოჯახი – ქმარი, შვილები და ასე შემდეგ. მეც მათ რიცხვს მივეკუთვნები. არის ქალების კატეგორია, ერთხელ უკვე რომ დაენგრათ ოჯახი და მეორედ აღარ აპირებენ ამ ნაბიჯის გადადგმას. ჩემს შემთხვევაში, ასე არ იქნება. მეც მინდა, საბოლოოდ, მქონდეს ოჯახი და მყავდეს საყვარელი ადამიანი გვერდით. აუცილებად დადგება ეს პერიოდიც. იმან, რაც ჩემს ცხოვრებაში იყო, გამოცდილება მომცა. რასაც ოჯახური ცხოვრება ჰქვია, ვისწავლე. 20 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. ახლა ასაკიც მომემატა და სხვანაირად ვუყურებ რაღაც-რაღაცეებს. დღეს ვხვდები, როგორ შეიძლება, მოვქცეულიყავი მაშინ, კონკრეტულ შემთხვევებში.
– დღევანდელი გადმოსახედიდან, იგივე პრობლემის წინაშე რომ აღმოჩენილიყავი, რაც შენსა და გიორგის შორის იყო, მაინც განქორწინების გადაწყვეტილებას მიიღებდი?
– ჩვენ ორივემ გადავწყვიტეთ ეს საკითხი. ერთობლივად მივედით იმ აზრამდე, რომ აღარ გვეცხოვრა ერთად. კი, დღესაც იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი.

скачать dle 11.3