კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გადაარჩინა ჭაში დახრჩობას ზურა მანჯავიძე და რატომ იკვლევენ მის თვალში საკიდის კაუჭის გარჭობის ამბავს „დისქავერის“ ამოუცნობი ფენომენის მეცნიერები #14

მომღერალი ზურა მანჯავიძე არაერთხელ გადაურჩა სიკვდილს. ბავშვობიდან, სულ ხიფათებში იყო და ახლა იმ დროს ღიმილით იხსენებს. მართალია, მისი ოთხი შვილი მამას ამ მხრივ არ დაემსგავსა, თუმცა, მათთანაც გარკვეული პრობლემები ჰქონდა. როგორ დაინახა გვირაბის ბოლოს სინათლე, რატომ ჰქონდა თაბაშირის ნოსტალგია და სად წაიკითხა მან ლექცია თამადობაზე, ამაზე თავად მომღერალი გვესაუბრება.
ზურა მანჯავიძე: საშინლად ხიფათიანი, მოძრავი და მოუსვენარი ბავშვი ვიყავი. ფაქტობრივად, ნახევარი ბავშვობა ტრავმატოლოგიურში გავატარე. იმდენჯერ მოვიტეხე ხელ-ფეხი, ვეღარც ვითვლი. თინეიჯერობის ასაკში რომ მოვიტეხე ხელი, არასწორად შემიხორცდა და სამჯერ დამჭირდა ოპერაცია. სულ დალურჯებული დავდიოდი.  ყველა თითი მოტეხილი მაქვს, ცერა თითების გარდა. თან, ერთად კი არა, სათითაოდ ვიტეხავდი გამოზომილად. ერთი სიტყვით, თაბაშირის ლომკა რომ მემართებოდა, ეგრევე ვიტეხავდი ხელს, ფეხს ან თითებს. ფაქტობრივად, თაბაშირში გამოზრდილი ბავშვი ვარ (იცინის). თვალის ოპერაციაც გაკეთებული მაქვს. წკეპლით ვხმალაობდი და დავიზიანე. თიაქრის და სხვა ოპერაციებზე, აღარაფერს ვამბობ. არ დამავიწყდება, საკიდის კაუჭი გამომედო თვალში და ეს ამბავი, იმდენად ამოუხსნელია, „დისქავერზე“ გააგზავნეს, ამოუხსნელი მოვლენების შემსწავლელ მეცნიერებთან (იცინის). საკიდის კაუჭი თვალის ქუთუთოზე გამომედო. მთელი ძალით ვქაჩავდი, რომ ამომეძრო. დედაჩემმა რომ დამინახა, გული წაუვიდა. მარტო ყურს ვერ ვწვდებოდი და ამიტომაც შემომრჩა კარგი სმენა (იცინის).
– ამბობენ, რომ შენს უფროს ძმებს, შენს გადარჩენაში დიდი წვლილი მიუძღვით. ფაქტობრივად, დღეს რომ ცოცხალი ხარ, მათი დამსახურებაა. ასეა?
– შვიდი დედმამიშვილი ვართ და მე იმდენად ხიფათა ვიყავი, მთელი მათი ყურადღება ჩემსკენ იყო მომართული. სულ კონტროლის ქვეშ ვიყავი. ჩემს ჩამოყალიბებაშიც დიდი წვლილი მიუძღვით უფროს ძმებს. უფროსი და კი ჩემზე ტრენინგებს გადიოდა – ხან „კალიასკიდან” გადმომაგდო და ხან ხელიდან გავუვარდი (იცინის). ივარჯიშა ჩემზე, კარგად მარახუნებინა თავი და „დაჩოჩებული“ რომ მაქვს, მაგის ბრალია (იცინის). ჭაშიც ვიხრჩობოდი და ძმამ გადამარჩინა. წყლის დალევა მინდოდა, ხელი ამიცურდა და ჩავვარდი. იქვე ტრიალებდა ჩემი ძმა და რომ არა ის, დღესაც ჭაში ვიქნებოდი. იმდენჯერ ჩავხედე სიკვდილს თვალებში, იმდენჯერ გადავურჩი იმქევყნად წასვლას, მგონი, მართლა იღბლიან ვარსკვლავზე გავჩნდი.
– ყანწი რომ მყარად გიჭირავს ხელში, ესეც უფროსი დედმამიშვილების დამსახურებაა?
– რა თქმა უნდა! ჩემი ძმებისგან ვისწავლე ურთიერთობები და  ცხოვრებისეული გამოცდილება. პოლიტიკურად დისიდენტური ამბებიც ძმებისა და მათი მეგობრებისგან მესმოდა, კომუნისტების დროს. მეამბოხე სულიც, სავარაუდოდ, მაშინ ჩამომიყალიბდა.
– მართალია, რომ ტურიზმის სკოლაში თამადობისა და სადღეგრძელოების შესახებ ლექცია წაიკითხე?
–„იმედში“ წამყვანად მუშაობისას გავიცანი ნინუცა მუკნიაშვილი. დამიკავშირდა და მთხოვა, იქნებ გიდების სკოლაში წაიკითხო ლექცია, ხშირად უწევთ ტურისტებთან ურთიერთობაო. კი გამიკვირდა, მე და ლექციის წაკითხვა-მეთქი? ვცადე გადამისამართება გამოცდილ თამადებთან, მაგრამ არაფერი გამომივიდა. მივედი და რაც შემეძლო, ლექციის სახე მივეცი სუფრასთან სმის გამოცდილებას ღვინის ჭიქის გარეშე (იცინის).
– ზურა, დღეს მოდაში შემოვიდა ქორწილებში თამადის დაქირავება. რთული არ არის უცხო საზოგადოებაში, სუფრის მართვა და ზოგადად, რა ღირს გამოცდილი თამადის დაქირავება?
– ბევრჯერ ვყოფილვარ მიპატიჟებული ქორწილში დაქირავებულ თამადად და კორპორატიულ საღამოებზეც. ვფიქრობ, ეს დასაძრახი ნამდვილად არ არის. სახელების დამახსოვრება კი მიჭირს, ამდენი ნარკოზისა და რთულად გამოვლილი ბავშვობის მერე, მაგრამ თავის დაძვრენაც ადვილად გამომდის. რაც შეეხება ფასებს,  გააჩნია თამადის ხარისხს, 1 000-დან 2 000 დოლარამდე მერყეობს... და უფასოდ რამდენჯერ მითამადია (იცინის). ამას წინათ, ერთხელ ცხოვრებაში, გავითიშე. გადამეკიდნენ, ქართული თავმოყვარეობის ამბავში შევასკდი, ჯიხვივით ვსვი და ვსვი და აი, ბოლო ჭიქა რომ არ უნდა დამელია, ეს დამემართა – გავითიშე. ვინც სმას მაძალებდა, ის სუფრიდან გაიპარა, მე კი დავრჩი ასე გაჯიხვებული. სახლში ჩემი ფეხით მივედი, მაგრამ არაფერი მახსოვს.
– შენი ერთ-ერთი ძმა – სოსო პოლიტიკაში აქტიურადაა ჩართული. თავად არასდროს გიფიქრია ამ სფეროში ძალების მოსინჯვა?
– პოლიტიკაში მოსვლა არასდროს მიფიქრია. თუმცა, სულ ჩართული ვარ მოვლენებში. დეპუტატობის სტატუსის სურვილი არ მქონია. ერთი პოლიტიკოსი ძმაც გვყოფნის ოჯახს (იცინის).  სოსო საკრებულოს დეპუტატია. სხვათა შორის, ჩემზე რომ მოხდა თავდასხმა, ჩემი ძმაც ჩემს გვერდით იყო და მას მერე დაიწყო პოლიტიკაში მოღვაწეობა. მანქანაში სამნი ვისხედით. მე და ჩემი ძმები – სოსო და ნიკუშა, როცა იარაღით ათი კაცი დაგვადგა. აი, მაშინაც სიკვდილს ჩავხედე თვალებში და იმდენად დავიბენი, იმის მაგივრად, კარი ჩამეკეტა, გავაღე. ორმა მანქანამ  გადაგვიღობა გზა და ხელკეტებითა და ნიღბებით დაგვადგნენ. შუშა ჩაამტვირეს, ჩემი გადმოთრევა სცადეს, მაგრამ შიგნიდან ძმები მექაჩებოდნენ. ერთადერთი, რაც მოვახერხე, „სიგნალს“ ვაძლევდი და  ბოლოს ვიკადრე, ვიყვირე, მიშველეთ-მეთქი. მოკლედ, კორპუსიდან გადმოიხედა ხალხმა და ყვირილი ატეხა. რომ გაიქცნენ, გამოვეკიდე და ერთ-ერთ მანქანას უკნიდან დავეჯახე. აქაც არ გამიმართლა, საკუთარი მანქანა დავაზარალე (იცინის). ასე რომ, საკმაოდ რთული ცხოვრება მაქვს გამოვლილი.
– თქვი, სიკვდილს ბევრჯერ ჩავხედე თვალებშიო. ყოფილა ისეთი მომენტი, როცა ცხოვრების კადრებმა თვალწინ ჩაგიარა და გვირაბის ბოლოსაც სინათლე გამოჩნდა?
– ჩემმა განვლილმა ცხოვრებამაც ჩამიარა თვალწინ და გვირაბის ბოლოსაც, ნამდვილად დავინახე სინათლე, ოღონდ პირდაპირი გაგებით, არ გატყუებთ. რიკოთის გვირაბში, ჩამქრალი შუქით მომავალი მანქანა გადმოვიდა ჩემს მხარეს და მივხვდი, გადარჩენის შანსი არ მქონდა. ახლაც არ ვიცი, როგორ გადავრჩი, მაქსიმალურად მარცხნივ ავიღე საჭე და თან, აჩქარებული ტემპით თვალწინ ჩაირბინა მთელმა ჩემმა ბავშვობამ, ახალგაზრდობამ, ახლობლებმა, სუფრებმა თუ გიტარებმა... ანდერძის დატოვებასაც ვერ მოვასწრებდი, ისე სწრაფად განვითარდა მოვლენები. ერთადერთი, გვირაბის ბოლოს სინათლე რომ გამოჩნდა, ამოვისუნთქე. ასე რომ, გვირაბიც გავლილი მაქვს და ნათელშიც უვნებლად გავედი (იცინის). ერთადერთი, იარაღით არ ვარ დაჭრილი, თორემ მისი შუბლზე მოდების შიშიც ნაჭამი მაქვს. ოთხი შვილის მამა ვარ და რომ ვაკვირდები, ესენიც არ არიან მთლად „ბულკები“, მაგრამ არც ჩემსავით ხიფათიანები.
– რთული პერიოდი შვილებთან ურთირთობაში გქონდა?
– კი, როგორ არა. გიორგისთან, ჩემს უფროს შვილთან, გარდატეხის ასაკში ცოტა რთული იყო ურთიერთობა. ვხუმრობ, ხოლმე, ისეთი შვილი მყავს, დაბადებიდან გარდატეხის ასაკი აქვს-მეთქი (იცინის). რთული ბავშვი იყო, უხასიათო, არაფერი უხაროდა და ართობდა. თინეიჯერობის ასაკში სულ მერჩოდა, ჭკუიდან გადავყავდი. ანი  ყველაზე ადვილი გასაზრდელი იყო. ტყუპებსაც ახლა ეწყებათ გარდატეხის, ყოყლოჩინობის პერიოდი და იმედია, ჭკუიდან არ გადამიყვანენ (იცინის). ბევრ დროს ვერ ვუთმობ შვილებს, მაგრამ მათთან ურთიერთობა ყველაზე მეტად მსიამოვნებს. ვცდილობ, ის ხიფათები, რაც მე გამოვიარე, მათ ავარიდო.
– პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ რომ ბინა მოიგე, იქ რატომ არ ცხოვრობ?
– გადასარევი ბინაა, კარგ ადგილას, გარემონტებული, მაგრამ ძალიანაც რომ მოვინდომო, ვერ ვიცხოვრებ. იმდენი ვართ ოჯახში, ვერ დავეტევით, პატარაა. გაქირავებული მაქვს.

скачать dle 11.3