კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა ებრძოლოთ „ფორთოხლის კანს“ ანუ ცელულიტს #14

ცელულიტი კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის მდგომარეობაა, რომლის დროსაც კანის საფარი არათანაბარ, ციტრუსის კანის მსგავს იერს იძენს, ამიტომ „ფორთოხლის კანს“ უწოდებენ. ცელულიტის განვითარების ძირითადი ზონებია ბარძაყები, დუნდულები და მუცელი.
ცელულიტი ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის, მაგრამ უსიამოვნოდ გამოიყურება. ვითარდება კანქვეშა ქსოვილის ფიბროზულ ბოჭკოებში ცხიმის ჯგუფებად განლაგების გამო. ზოგჯერ შეუმჩნეველია კანზე ხელით მოჭერის გარეშე, ზოგჯერ კი შესამჩნევი ხდება. ჭარბი წონა ცელულიტის არსებობას უფრო შესამჩნევს ხდის, თუმცა ის გამხდრებშიც ისეთივე სიხშირით გვხვდება, როგორც მსუქნებში.
ცელულიტის განვითარების რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან ადამიანები, ვისაც აქვთ ცელულიტით დატვირთული გენეტიკა, მუდმივად სტრესული გარემო, არააქტიური ცხოვრების წესი და ჰორმონული დისბალანსი.
ცელულიტის სამკურნალო უნივერსალური მეთოდი არ არის ცნობილი, მაგრამ არის საშუალებები, რომლებიც დროებით შეუმჩნეველს ან ნაკლებად შესამჩნევს ხდის მის არსებობას:
1. ლაზერული და რადიოთერაპიული მკურნალობა სამი სისტემით. პირველი აკეთებს კომბინირებულ მასაჟს რადიოტალღებითა და ინფრაწითელი გამოსხივებით. მეორე მასაჟთან ერთად დიოდური ლაზერის ენერგიას იყენებს. მესამე კი რადიოტალღებით ახდენს ზემოქმედებას ერთდროულად კანის ზედაპირულ და ღრმა ფენებზე. ჩატარებული მკურნალობის რამდენიმე კურსის შემდეგ, შესაძლებელია 6-თვიანი შედეგის მიღწევა.
2. ლიპოსაქცია – წონაში კლების და სხეულისთვის სასურველი ფორმის მიღების ოპერაციული საშუალებაა, რომლის დროსაც ქირურგი კანქვეშ წვრილ მილს დგამს ცხიმის გასაწოვად. თუმცა, ეს ცელულიტს არ შველის, პირიქით, კანმა შესაძლოა, უფრო ცუდი იერი მიიღოს.
3. მეზოთერაპია – გულისხმობს კანქვეშ, ინიექციის გზით, ვიტამინების, მინერალებისა და სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების შეყვანას, რასაც, რეალურად, ცელულიტის დამშლელი ეფექტი აქვს.
დღეს უამრავ ანტიცელულიტურ კრემს შეხვდებით დახლებზე, თუმცა მათ მოხმარებას, შედეგი, ფაქტობრივად, არ აქვს. თან, აღნიშნული კრემების წამყვანი კომპონენტი, ძირითადად, ამინოფილინია – ნივთიერება, რომელიც სახიფათოც კი შეიძლება იყოს მათთვის, ვისაც სისხლის მიმოქცევის პრობლემა აქვს.
ძლიერი, ინტენსიური მასაჟი და სპა-პროცედურები, მართლაც იძლევა შედეგს, ეტაპობრივად დაამარცხოთ „ფორთოხლის კანი“ და გახადოთ თქვენი სხეული ელასტიკური და მკვრივი.

скачать dle 11.3