კითხვა-პასუხი #14
კითხვა: ორსულობის მერე, თმა წამომივიდა სახეზე და ახლა ყელზეც შევნიშნე, რამდენიმე ღინღლი. ვის უნდა მივმართო? ჩიყვი გაქვსო ექიმმა მითხრა და შეიძლება, ეს იყოს მიზეზი?
პასუხი: ჭარბთმიანობის მიზეზის დასადგენად, უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგ-გინეკოლოგს. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია ჭარბთმიანობის მიზეზი იმდენადაა, რამდენადაც ჰორმონული დისბალანსი იწვევს, პოლიკისტოზური საკვერცხეების სიდრომს, რაც ვლინდება მენსტრუაციული ციკლის დარღვევით, თმიანობით სახეზე, მუცელზე, მკერდზე და ასევე, გაცხიმოვნებით.
კითხვა: შეგიძლიათ, მირჩიოთ, რომელი მცენარეებია თმისთვის სასარგებლო და როგორ მოვამზადო ნახარში გადასავლებად?
პასუხი: თმისთვის სასარგებლო რვა მცენარე არსებობს. კერძოდ: გვირილა - მსუბუქად აღიავებს და ამაგრებს; ჭინჭარი - აძლიერებს; სვიის გირჩები - აშორებს ქერტლს, ამაგრებს თმას; ცაცხვი - აღადგენს თმის ელასტიკურობას, ბზინვარებასა და სიმკვივეს; მუხის ქერქი - აძლიერებს თმას, იცავს ცვენის, მტვრევადობის, მომატებული ცხიმიანობისა და ქერტლისგან; ოროვანდის ფესვი - ამაგრებს თმის ძირებს, აჩქარებს მათ ზრდას; სელის თესლი - ანიჭებს ბზინვარებას; სალბი - ანიჭებს ბზინვარებას, აჩერებს თმის ცვენას. ბალახეული ნახარშების მოსამზადებლად, 1 სადილის კოვზ ბალახზე აიღეთ 1 ჩაის ჭიქა წყალი. ბალახს დაასხით მდუღარე და გააჩერეთ 10-15 წუთს ან დადგით ორთქლის აბაზანაზე და ხარშეთ 5 წუთი. შემდეგ გადაივლეთ დაბანილ თმაზე.