როგორ გამოვიყენოთ ცხენისწაბლა #14
ცხენისწაბლას აქვს: სისხლდენის შემაჩერებელი, შეშუპების საწინააღმდეგო, თრომბსაწინააღმდეგო, კაპილარების გამამაგრებელი, ანტიბაქტერიული მოქმედება. სწორედ ეს თვისებები განაპირობებს, რომ ის წარმატებით გამოიყენება ვენების ვარიკოზული გაგანიერების, ჰიპერტონიის, ვენების პოსტტრავმული დაზიანების, სისხლძარღვთა სპაზმის, ბუასილის, რევმატიზმის დროს. მაგრამ, ცხენისწაბლას დამსახურება მხოლოდ ამით როდი შემოიფარგლება. ის აღადგენს ცილოვან სტრუქტურებს, პოზიტიურად მოქმედებს კისტოზურ-ფიბროზულ მასტოპათიაზე.
ცხენისწაბლა საუკეთესო ანტიკოაგულანტია – ხელს უშლის თრომბის გაჩენას, სისხლის შესქელებას და ამდენად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებისთვის მეტად სასარგებლოა.
* ნაყენის დასამზადებლად აიღეთ 1 სადილის კოვზი მშრალი ან 2 სადილის კოვზი ახალი ყვავილი, დაასხით 200 მილილიტრი წყალი, აადუღეთ და 6-8 საათით დააყენეთ. დალიეთ ყლუპობით მთელი დღის განმავლობაში, დღეში 1-1,5 ლიტრი.
* სპირტოვანი ნაყენის დასამზადებლად, დააყენეთ ცხენისწაბლას ყვავილები არაყზე ან 50 პროცენტიან სპირტზე შეფარდებით – 1:10. დალიეთ 40 წვეთი, წინასწარ გაზავებული 50 მილილიტრ წყალში, დღეში სამჯერ, ჭამამდე.
გულის არეში ტკივილებისას შემდეგი რეცეპტით დამზადებული ცხენისწაბლა გიშველით: 3 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ცხენისწაბლას დაასხით 2 ჭიქა არაყი. გააჩერეთ 2 კვირა. გადაწურვა არ არის საჭირო. დალიეთ 30-35 წვეთი დღეში 3-ჯერ ჭამის დროს.
ხალხურ მედიცინაში ვენების გაგანიერებისა და ბუასილის სამკურნალოდ, გარდა ნაყოფისაგან დამზადებული ნაყენისა, იყენებენ მისი ყვავილების ახალ წვენს (25 წვეთი – 2-3-ჯერ დღეში).
ცხენისწაბლას ქერქის წყლიანი ნაყენი იხმარება ფაღარათის საწინააღმდეგოდ. ნაწლავების ანთებისას საუკეთესო საშუალებაა.
ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას ცხენისწაბლას ნაყოფის ან ყვავილის ნახარშის აბაზანას იყენებენ. ნახარში შემდეგნაირად მზადდება: 50 გრამი ხმელი, დაქუცმაცებული ნედლეული ერთ ლიტრ წყალში ნახევარი საათი ადუღეთ, შემდეგ გადაწურეთ, ოდნავ გააგრილეთ და ფეხების აბაზანა გაიკეთეთ.
* გარეგანი გამოყენებისთვის დააყენეთ ცხენისწაბლას 20 გრამი ყვავილი ნახევარ ლიტრ არაყზე ან 50 პროცენტიან სპირტზე 2 კვირის განმავლობაში. ნაყენი მტკივნეულ სახსარში შეიზილეთ.
* ცხენისწაბლას ნაყოფისგან ნაყენი ასე მზადდება: 50 გრამ დაქუცმაცებულ ნაყოფს დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი, დააყენეთ 5-7 დღე და მიიღეთ 5-10 წვეთი 3-4-ჯერ დღეში. ეს ნაყენი ჰიპერტონიას, ბუასილს, ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას კურნავს.
გამწვავებული ქრონიკული დაავადებებისას ერთი მწიკვი, ძალიან წვრილად დაჭრილი ფოთლებისა და ქერქის ნაზავს დაასხით ერთი ჭიქა ცივი, ანადუღარი წყალი და დატოვეთ მთელი ღამის განმავლობაში. დილით გადაწურეთ, დალიეთ 2-3 სადილის კოვზი 5-6-ჯერ დღეში საკვების მიღების შუალედებში. ნაყენი კარგი საშუალებაა ხველების დროს, განსაკუთრებით მწეველთათვის.
გაითვალისწინეთ: ცხენისწაბლას დოზის გადაჭარბება კრუნჩხვას იწვევს. მისი მიღებისას აუცილებლად გააკონტროლეთ სისხლის შედედების უნარი. თუ დაბალი წნევა გაწუხებთ, ნუ მიიღებთ ცხენისწაბლას.
სვიის სამკურნალო შესაძლებლობები
სვია მრავალწლიანი, ხვიარა ბალახოვანი მცენარეა. ყვავილობს ივნის-აგვისტოში. სამკურნალოდ გამოიყენება მდედრობითი გირჩები, რომლის შემადგენლობაში შედის მირცენოდი, ჰუმულენი, ფარნეზენი, ჰორმონები, ქლოროგენის, ვალერიანის მჟავები, ფლავონური გლიკოზიდები, საღებავი, ფისოვანი ნივთიერებები, ვიტამინები და სხვა. გირჩებისგან დამზადებული ნაყენითა და ნახარშით იბანენ თავს ადრეული გამელოტებისა და ქერტლის საწინააღმდეგოდ. ნაყენისა და ნახარშის საფენები გამოიყენება ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად დაჟეჟილობის, ნიკრისის ქარის, რევმატიული ტკივილების, წყლულების, ეგზემის, კანის ანთების დროს. ხალხურ მედიცინაში რეკომენდებულია სვიის გირჩებით ავსებული ბალიშების ხმარება ძილის გაუმჯობესებისთვის.
ის დამამშვიდებელ გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. აქვს ანთების საწინააღმდეგო ქმედება, მოქმედებს წყლულოვან დაავადებებზე, ამაგრებს კაპილარებს. გააჩნია ჰიპოსენსიბილური და ტკივილგამაყუჩებელი თვისება.
გირჩების წყლიანი ნაყენი გამოიყენება მადის მომგვრელ საშუალებად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოსაწესრიგებლად, კატარის, გასტროენტერიტების სამკურნალოდ. მას იღებენ, როგორც შარდმდენ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებას; შარდის ბუშტისა და თირკმელების ანთების, ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადების დროს. მის ნაყენს ხშირად იყენებენ ნერვული აგზნებისა და უძილობის დროს. გირჩებისგან დამზადებული ექსტრაქტები ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკასა და დერმატოლოგიურ პრაქტიკაში. მრეწველობა მათ ბაზაზე უშვებს რიგ სამკურნალო მალამოსა და ხსნარებს ქერტლის საწინააღმდეგოდ, თმის ძირების გასამაგრებლად, დერმატიტებისა და ფერისმჭამელების სამკურნალოდ.
შავბალახა შესანიშნავი დამამშვიდებელი საშუალებაა
შავბალახა შესანიშნავი დამამშვიდებელი საშუალებაა და შეიცავს: ალკალოიდებს, ფლავონოიდებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთს, ასკორბინის მჟავას, საპონინებს, მინერალურ მარილებს. იყენებენ საგულე საშუალებად, ხუთვის, წყალმანკის, კუჭის სპაზმების, მალარიის, კუჭ-ნაწლავის დაავადების, ნერვული აშლილობისა და შიშების დროს. ნაყენი მზადდება შემდეგნაირად: 1-2 სადილის კოვზ გამხმარ ბალახს დაასხით 250 გრამი წყალი, ადუღეთ დიდხანს. დალიეთ 2 სადილის კოვზი, დღეში რამდენჯერმე ან ნახევარი ჭიქა დღეში 2-ჯერ.
იაჟუჟუნას სასარგებლო თვისებები
იაჟუჟუნა ერთი ან ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ყვავილობს აპრილის ბოლოდან შემოდგომამდე. ყვავილის ფურცლები მელნისფერი ან ლურჯია, სხვადასხვა ელფერით, თეთრია ან ყვითელი. ნედლეულად აგროვებენ იაჟუჟუნას ბალახს, რომელიც შეიცავს საპონინებს, გლიკოზიდებს, ყვითელ პიგმენტ ვიოლაკვერცეტინს, C ვიტამინს და კაროტინს. მელნისფერ ფურცლებში აღმოჩენილია ანტოციანი ვიოლანინი.
აქვს ამოსახველებელი თვისებები. მცენარე შედის საყმაწვილო სენის საწინააღმდეგო ნარევში. მას იყენებენ აგრეთვე ეგზემისა და კანზე გამონაყრის დროს. საყმაწვილო სენის დროს მის ნახარშს სვამენ, იკეთებენ აბაზანებსა და საფენებს. მის ნახარაშს იყენებენ, როგორც სისხლდენის შემაჩერებელ, შარდ და ოფლმდენ საშუალებად.
სოდის სამკურნალო რეცეპტები
სოდის გამოყენება ეფექტურად შეგიძლიათ შემდეგი დაავადებების შემთხვევაში: კიბოს მკურნალობა და პროფილაქტიკა; ყველა სახის ნარკომანიისა და ტოქსიკომანიის მკურნალობა; ორგანიზმიდან ტყვიის, ვერცხლისწყლის, ბარიუმის, ბისმუტისა და სხვა მძიმე ლითონებისა და რადიაქტიული იზოტოპების ორგანიზმიდან გამოდევნა; ორგანიზმის რადიაქტიური დაბინძურების პროფილაქტიკა; გაციება, გრიპი, ხველება, იმუნიტეტის დაქვეითება; გამოიყენება ასევე, სოკოვანი და ვირუსული დაავადებების დროს; დიაბეტის შესუსტებისთვის; შემდეგი ნივთიერებებით მოწამვლის დროს – მეტანოლი, ეთილის სპირტი, ფორმალდეჰიდი, კარბოფოსი, ქლოროფოსი, თეთრი ფოსფორი, ფოსფინი, ფტორი, იოდი, ვერცხლისწყალი, ტყვია. კარგია ტუტიანობის დარღვევის, სახსრებსა და ხერხემალში მავნე ნალექის დაშლის, ღვიძლსა და თირკმელებში არსებული ქვების დაშლისა, ანუ რადიკულიტის, ოსტეოქონდროზის, პოლიართრიტის, პოდაგრის, რევმატიზმის მკურნალობისთვის. შლის ქვებს: ნაღვლის ბუშტში, ღვიძლში, ნაწლავებსა და თირკმელებში. სხეულს გაწმენდს ყურადღების, წონასწორობის, კონცენტრირების უნარისა და მოსწრების გაუმჯობესებისთვის გაუწონასწორებელ ბავშვებში; ორგანიზმს წმენდს იმ შხამიანი ნივთიერებებისგან, რომლებსაც გამოვიმუშავებთ გაღიზიანების, გაბრაზების, სიძულვილის, შურის, ეჭვების, უკმაყოფილებისა და სხვა მავნე გრძნობებისა თუ ფიქრების დროს.
სოდიანი წყლის დალევა ორგანიზმის გატუტოვანების ყველაზე ცნობილი ხალხური საშუალებაა. ეს ძალიან მარტივი და ეფექტური სასმელია ორგანიზმში მომატებული მჟავიანობის შესამცირებლად. თუმცა, ვინც ორგანიზმის გაჯანსაღების ამ სისტემითაა დაინტერესებული, ყურადღებას არ აქცევს ერთ ნიუანსს – მნიშვნელოვანია ისეთი სოდა მიიღოთ, რომელიც უშუალოდ ცხელ წყალშია გახსნილი. ამის ნაცვლად, სვამენ ცივ სოდიან წყალს (ან ოთახის ტემპერატურის – აქ დიდი განსხვავება არ არის) და შედეგად, ასეთი სასმლისგან პრობლემა ექმნებათ კუჭთან დაკავშირებით. რადგანაც სოდა ზუსტად კუჭისთვისაა საეჭვო პროდუქტი. ამიტომ, აუცილებელია, ეს სასმელი სწორად მიიღოთ – 40 გრადუსზე ზემოთ წყალში გახსნილი.
სოკოვანი ინფექციები ადვილად განკურნებადია სოდის დახმარებით. განსაკუთრებით ეფექტურია მისი გამოყენება ფეხის სოკოს შემთხვევაში. გახსენით ერთი ჩაის კოვზი სოდა ერთ ჭიქა თბილ წყალში და შეიზილეთ კარგად დაავადებულ ფეხებზე. შემდეგ კარგად დაიბანეთ სუფთა წყლით და შეიმშრალეთ.
ყელის ტკივილის დროს: ერთი მეოთხედი ჩაის კოვზი სოდა გახსენით თბილ რძეში ან წყალში (ერთ ჭიქაში). უმჯობესია, რძის გამოყენება. შეგიძლიათ, დაამატოთ ცოტა თაფლი და მიიღოთ ისე. ყელის ანთებისას შეგიძლიათ, გამოიყენოთ ეს მეთოდი დღეში ორჯერ. სამი დღის შემდეგ სოდის დოზა გაზარდეთ ერთ ჩაის კოვზამდე.
გულძმარვის დროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა გულძმარვა ნაბახუსევითაა გამოწვეული, შეგიძლიათ, აიღოთ მეოთხედი ჩაის კოვზი სოდა, გახსნათ ერთ ჭიქა თბილ წყალში. გააგრილეთ სასმელი და მიიღეთ. ძალიან მალე გათავისუფლდებით გულძმარვის შეგრძნებისგან.
პოდაგრის სამკურნალოდ მოიმზადეთ აბაზანა შემდეგნაირად: აიღეთ სამი ჩაის კოვზი სოდა, დაამატეთ 9 წვეთი იოდი და გახსენით სამ ლიტრ წყალში. ჩაყავით ფეხები მასში. მიიღეთ ეს აბაზანა ყოველდღე ათი დღის განმავლობაში. პოდაგრა ნელ-ნელა დაიწყებს შემცირებას და გარკვეული დროის შემდეგ, მთლიანად გაქრება.
სოდა აქტიურად გამოიყენება სტომატოლოგიაში. გარდა იმისა, რომ შეგიძლიათ, სოდით გამოიხეხოთ კბილები, ეფექტურია მისი გამოყენება ღრძილების ანთებისა და კბილზე არსებული სიყვითლის მოსაშორებლად. თუმცა, მიზანშეწონილი არაა მისი ამ მიზნით ხშირად გამოყენება, რადგან ასე შესაძლოა, ემალი დაიზიანოთ.
სოდის გამოყენება, ასევე, ეფექტურია გულის რითმის ნორმალიზებისთვის. თუ იგრძნობთ, რომ გულისცემა აჩქარებული გაქვთ, შეგიძლიათ, ნახევარ ჩაის კოვზ სოდას დაამატოთ ერთი ჭიქა წყალი და დალიოთ.
კონიუნქტივიტის ან თვალზე ანთებითი პროცესების სამკურნალოდ, ერთი ჩაის კოვზი სოდა გააზავეთ ერთ ჭიქა თბილ წყალში და გაისუფთავეთ თვალი ჩირქოვანი გამონადენისგან. შედეგად, ანთებითი პროცესი გაივლის სწრაფად.