კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ითხოვს ქალი #14



მამაკაცებს მიაჩნიათ, რომ  ქალებს მათი არ ესმით. სინამდვილეში,   თქვენ არ იცით, რა მოითხოვოთ ქალისგან.  კაცებს ავიწყდებათ, რომ  მათი   ქალები  მუდმივად ორ ცეცხლშუა არიან. როცა ქალი საყვარლად გინდათ, მისგან თავისუფალ ქცევას მოითხოვთ, როცა ისინი ცოლები ხდებიან, მოკლე კაბაც კი არ უნდა ჩაიცვან.
კაცებმა უნდა იცოდნენ ქალების შესახებ რამდენიმე ჭეშმარიტება:
ქალები ყოველთვის იყვნენ უცნაურები, მოულოდნელად სასტიკნი და მოულოდნელად, სათნონი. მამაკაცებს უყვართ თვალებით, ქალებს – ყურებით.
ქალს ყოველთვის სჯერა, რომ მამაკაცისთვის, რომელსაც ის აღმერთებს, შეუძლებელი არაფერია.
ქალს საოცარი მიდრეკილება აქვს თავგანწირვისკენ. საყვარელი მამაკაცი მათთვის უფრო საკიდია, რომელზეც საკუთარ სიყვარულს ჰკიდებენ.
თუ კი ჩვენ,  ქალებმა, რაიმე არ ვიცით, მაინც ყოველთვის ვხვდებით.
ყოველი წარმატებული მამაკაცის მამოძრავებელი ძალა ქალია. ქალის გარეშე ნაპოლეონიც ერთი ჩვეულებრივი იდიოტი იქნებოდა.
არასდროს ჰკითხოთ ქალს, თუ რატომ უყვარხართ მას.
ქალისთვის ბევრი ქმრის პოვნა უფრო ადვილია, ვიდრე ერთის. მთავარია, მოინდომოს.

ნუ შეიყვარებთ
 ზომაზე მეტად

ყველა ქალბატონს თავისი ნაღვლიანი სასიყვარულო ისტორია აქვს. ჩხუბი, გაუგებრობა, კონფლიქტი, ეჭვიანობა იმისთვის, რომ სიყვარულითა და ურთიერთგაგებით იცხოვრო, ელემენტარული წესების დაცვაა საჭირო, რომელთა შესახებაც შეიძლება, არაერთხელ გსმენიათ, მაგრამ ყურადღება არ მიგიქცევიათ.
წესი პირველი
ნუ შეიყვარებთ ზომაზე მეტად
ხშირად გვგონია, რომ ზომაზე მეტი სიყვარულით ურთიერთობას გადავარჩენთ. როცა ქალს უყვარს, ის თავს მამაკაცს უძღვნის და მისგანაც იგივეს მოელის. ცდებით! ძალიან ნუ  შეიყვარებთ, თორემ თქვენგან წავა – წავა იქ, სადაც შეეძლება, სიყვარულისთვის ბრძოლა.  ბევრჯერ თქმულა – კაცი მონადირეაო. ის მიზნის მიღწევაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, ძალიან მალე კარგავს ინტერესს იმ ქალის მიმართ, რომელიც მას აღმერთებს. მამაკაცს ეს ღლის და იწყებს ოცნებას სხვაზე, რომელიც მისთვის გამოცანაა და დასაპყრობი ჰყავს.
წესი მეორე
არ მისცეთ მოდუნების საშუალება
თუ არ გინდათ, რომ მამაკაცი დაკარგოთ – მოიქეცით ისე, რომ სულ დაძაბული იყოს. არ უნდა დარწმუნდეს, რომ მთლიანად მას ეკუთვნით. ყოველთვის უნდა იყოს ტონუსში, თორემ მისი თქვენდამი ინტერესი ძალიან მალე გაქრება. არ მოაბეზროთ თავი, მოძებნეთ რაიმე საქმე და ცოტა ხნით მოშორდით. მეგობრებთან გაერთეთ. არ უნდა იფიქროს, რომ მთელი ყურადღება მას ეკუთვნის და ის ერთადერთია მსოფლიოში. შეიძლება იეჭვიანოს, მაგრამ ამით თქვენი ურთიერთობა უფრო გამყარდება.
წესი მესამე
სულში არ ჩაუძვრეთ
ყველა მამაკაცი ცდილობს, შეინარჩუნოს თავისუფალისა და დამოუკიდებელის იმიჯი. როდესაც მამაკაცთან ძალიან ახლოს მივდივართ და ვცდილობთ, მის სულში ჩახედვას, უმეტესობას უარყოფითი რეაქცია აქვს. გაურბის ასეთ ურთიერთობებს და ცდილობს, შეინარჩუნოს კომფორტული დისტანცია, სადაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობს.
არ გადააბიჯოთ საზღვრებს, მამაკაცს არ შეუძლია, გულის სწრაფად გადაშლა. მას თუ ენდომება, თავად მოგიყვებათ ყველაფერს, მთავარია არ იჩქაროთ.
წესი მეოთხე
მუშაობაში ხელს ნუ შეუშლით
მამაკაცებისთვის საქმე, კარიერა და სამსახური პირველ ადგილზეა. ყველა ქალს აღიზიანებს ის ფაქტი, რომ მამაკაცისთვის ის პირველი არაა. მისთვის უფრო მნიშვნელოვანია კარიერა, ვიდრე ოჯახთან დროსტარება. ჩვენ ვცდილობთ, კაცი ახლოს გვყავდეს, ის კი თავისუფლებაზე ოცნებობს.
დაინდეთ, მას არ შეუძლია, უბრალოდ, ბედნიერი იყოს, არ შეუძლია, უბრალოდ უყვარდეს – ის ყოველთვის ცდილობს, რაღაცას მიაღწიოს. გახადეთ ცხოვრება საინტერესო, ოღონდ მამაკაცის გარეშე. მაშინ თქვენი ერთად ყოფნა დღესასწაული იქნება და არა მორიგი საქმეების გარჩევა.
წესი მეხუთე
ასიამოვნეთ
საწოლში მამაკაცს სჭირდება სიახლეები, მძაფრი შეგრძნებები. ის თუ ამ ყველაფერს თქვენში ვერ იპოვის – სხვაგან მოძებნის. მოიშორეთ კომპლექსები – თქვენ კარგი ხართ. ისეთი, როგორიც ხართ. თქვენ მისი საჩუქარი ხართ. არასდროს შეადაროთ თავი სხვა ქალებს. იცოდეთ, საკუთარი თავის ფასი.
წესი მეექვსე
არ გააკრიტიკოთ
კრიტიკა კაცის თავმოყვარეობაზე დარტყმაა.  კაცი არ აღიარებს თავის შეცდომას. გაურბის კონფლიქტს, სკანდალს, გარჩევებს, თუ იგრძნობს, რომ ვერ შეძლებს გამარჯვებას. არ მისცეთ შენიშვნები, არ „გაუბურღოთ“ ტვინი – როგორც ქალებს გვჩვევია. მისი აღზრდა   სხვანაირადაც შეიძლება.
წესი მეშვიდე
კაცი – ბავშვია, გამოიყენეთ ეს
ყველა მამაკაცში ცხოვრობს ბავშვი, რომელმაც გული ვერ იჯერა თამაშით, ვერ დატკბა ბავშვობით. საკმარისია, პატარა სითბო, მკერდში ჩაკვრა, ტკბილი სიტყვა და ჩათვალეთ, რომ ის თქვენია.
იყავით მომთმენი და თბილი. შეაქეთ, გაიზიარეთ მისი სიხარული, აქეთ და იამაყეთ.  მაგრამ, ეცადეთ, ძალიან არ გაათამამოთ. აგრძნობინეთ, რომ თქვენც გჭირდებათ სითბო და ყურადღება.

скачать dle 11.3