კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არის ქართველებში გავრცელებული ყველაზე დიდი ცოდვა და რომელია დღეს ბოლო ჟამის ერთ-ერთი პირველი ნიშანი #14

ადამიანები ვმარხულობთ, ეკლესიაში დავდივართ, აღსარებას ვამბობთ, მაგრამ მაინც არ მივყვებით ქრისტეს. ჩვენი ქრისტიანული ცხოვრებაც ხშირად არასწორია. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):

 – წმიდა მამების თქმით, ადამიანის მიერ კარგად მარხულობაში არ იგულისხმება კვება, იგულისხმება: კარგად ლოცვა, მეტანიების გაკეთება, ეფრემ ასურის ლოცვების კითხვა, ცოდვების მოძიება არა სხვის, არამედ საკუთარ თავში, რწმენით მისვლა ეკლესიაში, აღსარების თქმა და ზიარების მიღება. მწვალებლები გვდებენ ბრალს იმაში, რომ წმიდა წერილში წერია: თაყვანისცემა ეგების ღმერთს და არ შეიძლება ჯვრისა და ხატების თაყვანისცემაო. ღვთის თაყვანისცემა ღვთის მსახურებაში გამოიხატება. მსახურება კი ნიშნავს ეკლესიაში სიარულს, აღსარების თქმას, ზიარებას. ჯვრის, ხატების თაყვანისცემა კი გამოხატავს მისადმი პატივისცემას. ანუ, თაყვანისცემა უფლისა არის მისი მსახურება, ხოლო ხატისა და ჯვრის, წმიდა ნივთებისა – არის პატივისცემა. ამაში გამოიხატება მოყვასის პატივისცემაც. თუ შენ ადამიანს ეუბნები, რომ პატივს სცემ, გიყვარს, უნდა ემსახურო მას. და არა ისე, რომ თუ შენ გიყვარვარ, მეც მიყვარხარ; თუ შენ არ გიყვარვარ, მეც არ მიყვარხარ. თუ გჭირდები, მეც მჭირდები, თუ არ მჭირდები, მაშინ არც მე მჭირდები. შენ თუ ემსახურები ღმერთს, ემსახურები მოყვასს, თუ ემსახურები მოყვასს – ემსახურები ღმერთს. იმისთვის, რომ მივიდეთ ღმერთთან, 4 საფეხური უნდა გავიაროთ.
– რა საფეხურებია ესენი?
– მარკოზის სახარების მე-8 თავის 43-ე მუხლში წერია: „ვისაც უნდა, რომ შემომიდგეს მე“... ანუ, გინდა თუ არა – არა, ვალდებული ხარ  – არა. ჩვენი ღმერთი არ გვაძალებს, ის გვეუბნება: თუ გინდა, რომ შემომიდგე მე. ანუ, შენ ღმერთმა თავისუფალი ნება მოგცა და სულაც არ ხარ ვალდებული, შემომიდგე მე. მაგრამ, თუ შენ ადამიანი ხარ, ესე იგი ჰომორელიგიოსი ხარ. თუ გონიერი ხარ, უნდა მიხვდე, რომ შენ შემოქმედი გყავს, შემოქმედმა შეგქმნა. ჩვენ ვიცით, რომ ხატება ვართ უფლისა და გვინდა, მსგავსება გავხდეთ. მსგავსება რომ გავხდეთ, უნდა შევუდგეთ უფალს. ნათლობის დროს მღვდელი ამბობს: შედგომილხარ ქრისტეს და შევდგომილვარ. ხშირად ადამიანები ტყუილად პასუხობენ: შედგომილ ვარო, რადგან არ ლოცულობენ, არ მარხულობენ, არ დადიან ეკლესიაში. ნათლობის მერე არაფერი იცვლება არც ნათლულის და არც ნათლიის ცხოვრებაში. პირობა მიეცი ვის, ერთარსება ერთპიროვან უფალს და ტყუილში ცხოვრობ. თუ აქამდე არ შეგისრულებიათ ეს პირობა, ახლა დაიწყეთ ამის შესრულება. მეორე საფეხური: გინდა, რომ შემომიდგე მე, უარყავ თავი თვისი. მთელი ქრისტიანობა დგას ამაზე. ანუ მიხვდი, რომ ხარ დაცემული, ცოდვილი და უარი უთხარი საკუთარ თავს, რომ არასწორად ცხოვრობდი აქამდე. ადამიანს ორი ნებელობა გააჩნია: მისი ბუნებითი და პიროვნული ნებელობა. თუმცა, ქრისტიანობაშია ადამიანი მხოლოდ პიროვნება, სხვა სარწმუნოებაში პიროვნება არ არსებობს. ჩვენთან ღმერთს პირდაპირი ურთიერთობა აქვს ადამიანთან და ეუბნება: შენ მოგმართავ – გინდა, ჩემთან უარყავი ნება შენი.
– რას ნიშნავს ბუნებითი ნება და პიროვნული ნება?
– ბუნებითი ნიშნავს: მშია, მწყურია და ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებ. პიროვნება ხარ მაშინ, როდესაც შენს ბუნებრივ მოთხოვნილებებს ეტყვი უარს. ვინც ამბობს: არ შემიძლია, მარხვა შევინახო; არ შემიძლია, ეს გავაკეთო; ის არ არის პროვნება. ასეთი მცდარი დამოკიდებულებაც არსებობს: თუ მოგინდება, როგორ არ უნდა ჭამო, რადგან ცოდვაა, რომ მოგინდება და არ ჭამ, ან არ მოიპარავ. ეს ეშმაკისგან მოდის. როცა შენ უარს ამბობ გემრიელ საკვებზე, იმიტომ რომ, მარხვაა და ამას არ აკეთებ  ვინმეს დასანახად, შემდგარი პიროვნება ხარ და შენში აღარ ცხოვრობს ძველი კაცი. შენში ცხოვრობს უკვე ახალი კაცი, იესო ქრისტე. მესამე საფეხური ეს არის: „აღიღოს ჯვარი თვისი“. ჯვრის აღება ქრისტეს არ მოუგონია. როდესაც რომის იმპერიამ კართაგენი აიღო, ყველაზე საშინელი წამების იარაღი კართაგენიდან შემოიტანეს – ეს იყო ჯვარცმა. როდესაც ადამიანს გამოუტანდნენ სიკვდილის განაჩენს, ჯალათი ეუბნებოდა: აიღე შენი ჯვარი და გამომყევი. როდესაც ქრისტე გვეუბნება: უარყავ თავი თვისი და აღიღე ჯვარი შენი, ნიშნავს იმას, რომ ქრისტესთან ურთიერთობა პირველ ადგილზე უნდა დააყენო – უკან გადაწიო ცოლი, ქმარი, შვილი, სამშობლო, ყველაფერი და უნდა გაჰყვე მას. არ იფიქროთ, რომ ღმერთი ეგოისტია და გეუბნება, ყველა დაივიწყეო. თუ ოჯახის უფროსები შეუდგებიან ქრისტეს, მისი ოჯახის წევრები ჩაბარებული ჰყავს ღმერთს. როცა ღმერთს  ხარ ჩაბარებული, შენი თავი ღმერთთან არის, აღარ გეშინია. იცი, რომ შენს მეუღლეს, შვილებს დაიცავს. როცა შენ შედგომილი ხარ, აღარავინ გახსოვს ღმერთის გარდა. ასრულებ ღვთის სიტყვას, აღარ იყურები უკან და შენი ოჯახის წევრებიც შედგომილები არიან ქრისტეს. მეოთხე საფეხური: „გამომყვეს მე“. ძალიან დიდი ცოდვაა, როდესაც ღმერთის გარდა, კიდევ სხვისი იმედი გაქვს და მთელი მსოფლიო ამ ცოდვაშია, განსაკუთრებით არჩევნების წინ. შენ, როცა ღმერთზე წინ აყენებ სხვას, მისი იმედი გაქვს და მერე, როგორც გვემართება ხელი ამას კარგად ვხედავთ. ბევრჯერ გავწიეთ ქრისტე და მივყვებოდით ჩვენნაირ ადამიანებს.
– როგორ უნდა გაჰყვეს ადამიანი ქრისტეს?
– იოანე იქროპირი მარხვაში მიმართავს ქრისტიანებს – რა უნდა მოუხერხონ მათ თავიანთ ენას, სმენას, გონებას, ხელებსა და ფეხებს. „ენა ყოველთა ღმერთის სადიდებლად და მისი ქების სათქმელად ვავარჯიშოთ“. ჩვენი ენა რაზე ვარჯიშობს: რა ხდება მეზობლის ოჯახში, ქვეყანაში, მიწაზე, ცაში. ნელა და გარკვევით ილოცეთ, ყველა სიტყვაში ჩააქსოვეთ გრძნობა, რომ ყველა შენი სიტყვა შენ თვითონ გაიგო. თუ კარგად ილოცებ, მერე გადი მეზობლებთან, ახლობლებთან და იქადაგე მათთან, ოღონდ არა ისე, რომ ვინმე დააბრკოლო. „ღვთის სიტყვის სასმენელად გაამახვილეთ სმენა“. უნდა მოვისმინოთ ღვთის სიტყვა, სახარება იქნება თუ მისი განმარტებანი. თუ შენი მოძღვრის ქადაგება არ მოგწონს, სხვას მოუსმინე, პატრიარქს მოუსმინე. „გონება სულიერ საკითხებზე ფიქრით დავტვირთოთ“. სულიერი საკითხები რა არის: მე რომ აღსარება ვთქვი, რამე ხომ არ გამომრჩა?! ნეტავ, ყველა ცოდვას მივაგენი, რაც ჩემშია?! მამაომ კარგად გაიგო, რაზე ველაპარაკე, ჩემს სულიერ მდგომარეობას მიხვდა თუ არა?! რა მჭირს მე? – ეს არის ჩემი პირველი სულიერი ნაბიჯი. ზღვის ქვიშასავით აურაცხელ ცოდვას რომ დაინახავ შენს თავში, ეს ნიშნავს, რომ სწორად ვითარდები. და არა ის, რომ სათქმელი არაფერი მაქვს, მამაო, ვეზიარო? სათქმელი იმდენია, როგორ შეიძლება, არ გქონდეს სათქმელი? იმიტომ არ გაქვს სათქმელი, რომ ვერაფერს ხედავ შენს თავში. გგონია, რომ რადგან ხორცი არ ჭამე, ესე იგი, კარგი გოგო ხარ. „ხელები მოვიხმაროთ არა მისატაცებლად, მოსახვეჭელად, არამედ მოწყალების გასაღებად“. როცა თქვენ არ მიირთმევთ მარხვაში ხორცს, იმ ფულით სოიის კატლეტები კი არ უნდა იყიდოთ, ჩაანაცვლოთ, არამედ ეს მოწყალების სახით უნდა გასცეთ, ოღონდ ისე, რომ სხვას არ დაანახვოთ. „ფეხები გავავარჯიშოთ არა თეატრებში, იპოდრომებზე, მავნებელ სანახაობებზე წასასვლელად. თეატრის წინააღმდეგი არ ვარ, მეც დავდივარ და შვილებიც მიმყავს, ოღონდ არა მარხვაში. ამას წინათ ორჯვრიანი არქიმანდრიტი სოციალურ ქსელში წერდა: „ყველანი რაგბიზე!“ თან, დიდმარხვაში. მე რაგბის წინააღმდეგი არ ვარ, ძალიან მიყვარს სპორტი, მაგრამ არქიმანდრიტი დიდმარხვაში სოციალურ ქსელში არ უნდა ყვიროდე: „წინ გამარჯვებისკენ, ყველანი რაგბიზე!” დაჯდა ტრიბუნაზე არქიმანდრიტი დიდმარხვაში, ამაზე განგაში უნდა ავტეხოთ. თუ ყურება გინდა, სახლში უყურე. ამით რამდენ ადამიანს აბრკოლებ და ასეთ დროს ჯობია, წისქვილის ქვა ჩამოიკიდო. ეს არის ბოლო ჟამის ერთ-ერთი პირველი ნიშანი: ბერი, ვითარცა ერი.

скачать dle 11.3