კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა თანხას ინახავს ეკა ბესელია ბანკში გახსნილ ორ ანაბარზე და რამდენი ათეულ ათასი აშშ დოლარი ჰქონდა ნაღდ ფულად დეკლარაციის შევსების დროს #14

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნების“ პარტიული სიით ეკა ბესელია 1971 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო და სპეციალობით სამართალმცოდნეა. მისი შრომითი ბიოგრაფია 1998 წელს დაიწყო თავის მიერვე დაფუძნებულ საადვოკატო ფირმა „ეკა და კომპანიაში“, სადაც ხელმძღვანელად 2012 წლამდე მუშაობდა. 1996-დან 2012 წლამდე ადვოკატთა ასოციაციის წევრი იყო, 1997-დან 2012 წლამდე კი – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი. 2006-2008 წლებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრიც გახდა. 2006-2008 და 2010-2012 წლებში კი, კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი გახლდათ. 2008 წელს ის საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა (გაერთიანებული ოპოზიცია „ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები“ საარჩევნო ბლოკიდან), მაგრამ მანდატზე უარი თქვა, თუმცა 2012 წელს კი მერვე მოწვევის პარლამენტის წევრად აირჩიეს, როგორც „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი.
შესაბამისად, ეკა ბესელიას მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2012 წლით თარიღდება, რომელიც მან მერვე მოწვევის პარლამენტის წევრის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა: დედა გულიზარ ორაგველიძე; და-ძმა ცირა და სერგო ბესელიები და ორი შვილი – 1992 წელს დაბადებული რატი მილორავა და 2004 წელს დაბადებული ლიზი გუბელაძე.
ეკა ბესელიას საკუთრება იყო ბინა თბილისში, ყოფშიძის ქუჩაზე (175 კვ.მ.), ასევე, ბინა თბილისში, თემქის მე-3 მიკრორაიონში (80 კვ.მ.), არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე (150 კვ.მ.) და 2007 წლის ავტომანქანა „რავ 4“.
იმხანად ეკა ბესელია „თი ბი სი ბანკში“ გახსნილ ანაბარზე 30 000 აშშ დოლარს ინახავდა, დეკლარაციის შევსების მომენტში კი ნაღდ ფულად 50 000 აშშ დოლარი ჰქონდა.
რაც შეეხება შემოსავლებს: ოჯახში დასაქმებული მხოლოდ ეკა ბესელია იყო და 2011 წლის განმავლობაში ეკა ბესელიამ, როგორც თავისი საადვოკატო კომპანიის ხელმძღვანელმა, 6 000 ლარი აიღო, როგორც შპს „ახალი კაპიტალის“ იურისტმა, 18 750  ლარი, სწავლის საფასურად კი 5 000 ლარი გადაიხადა.
ეკა ბესელიას მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2016 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: დედა, და და ორი შვილი. უცვლელია მათი უძრავი ქონების ოდენობა, თუმცა დეპუტატს აღარ ჰყავს ავტომანქანა. ორ სხვადასხვა ანაბარზე კი, საერთო ჯამში, 36 500 აშშ დოლარს ინახავს. დეკლარაციის შევსების მომენტში კი ნაღდ ფულად 28 500 აშშ დოლარი ჰქონდა. ოჯახში სამეწარმეო საქმიანობას დეპუტატის შვილი რატი მილორავა ეწევა: ის 2012 წელს დაფუძნებული შპს „იურიდიული კლინიკისა და სამართლებრივი ექსპერტიზის ცენტრის“ პარტნიორია, თუმცა ამ საქმიანობამ 2015 წლის განმავლობაში მხოლოდ 240 ლარი მოუტანა.
თავად დეპუტატმა კი 2015 წლის განმავლობაში, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა, 66 465 ლარი მიიღო, როგორც საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორმა, 18 000 ლარი.

скачать dle 11.3