კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კვერდამწვარები #14

მაშინ, როდესაც ჩვენ სავსებით საფუძვლიანად გვიხარია (თუმცა ყველას, რატომღაც, არა), რომ ევროკავშირში ლიბერალური სავიზო რეჟიმით ვივლით (სასიხარულო კი იმითაცაა, რომ კავკასიაში ისევ ვინარჩუნებთ პირველობას, ანუ მორალური ლიდერის სასწორი ისევ ჩვენ სასარგებლოდ გადმოიხარა), საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი ევროკავშირს აღსასრულს უწინასწარმეტყველებს.
მომყავს ციტატა: „ევროკავშირი მოკვდება, რადგან ხალხს ეს უკვე აღარ უნდა. ქედმაღლური და ჰეგემონური იმპერიები განწირულები არიან. გლობალისტებზე გამარჯვების დრო მოვიდა (თუ მარინ ლე პენის რუსეთისადმი ტრფიალს გავიხსენებთ, საინტერესოა, ვითომ ის თავმდაბალი და თვინიერი იმპერია ჰგონია?!).“
უფრო ადრე კი თვით რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ევროკავშირმა შეიძლება, არსებობა შეიწყვიტოს, რადგან არ აქვს მომავლის ახალი ხედვა, რომელიც სოლიდარობის პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს. იმის პარალელურად, რომ დიდმა ბრიტანეთმაც უკვე საბოლოოდ დატოვა ევროპული სივრცე.
 მეორე მხრივ, ევროკავშირი, მაინცდამაინც, ბურჯადაც ვერ ედგა ჩვენს უსაფრთხოებასა და  ტერიტორიულ მთლიანობას, ამიტომ დიდად დამწუხრებაც არ ივარგებს. თუმცა ის კი ფაქტია, რომ, თუ საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე უფრო საკუთარი ტვინებისა და მოხერხების იმედად არ ვიქნებით, არც ისაა გამორიცხული, ეს ჩვენი ნახევრად გამომცხვარი ობლის კვერი აწ უკვე მიგვეწვას.

скачать dle 11.3