კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დამტირებლები #14

გასულ კვირას ჩვენმა მეგობარმა უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე ამ ჩვენს „იუჟნაია ოსეტიაში“ 9 აპრილს გასამართი „საპრეზიდენტო არჩევნებისა“ და რეფერენდუმის შესახებ მსჯელობა მოითხოვა.
თუმცა რფ-ის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა პიოტრ ილიჩევმა (რომელიც აწ გარდაცვლილ ჩურკინს ცვლის) უკრაინა საქართველოს მითითებით მოქმედებაში დაადანაშაულა და იქვე დასძინა, რომ აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ სუვერენიტეტი არ შეიძლება, გახდეს გაეროს უშიშროების საბჭოს ყურადღების მოცდენის საგანი.
 ნუ იტყვით და, შემდეგი მიზეზით: „აფხაზეთსა და „იუჟნაია ოსეტიაში“ შექმნილი ვითარება არ არის კონფლიქტი, ამიტომ გაეროს უშიშროების საბჭომ არ უნდა დაკარგოს დრო ამისთვის. უნდა ვაღიაროთ ბოლო 8 წლის განმავლობაში შექმნილი რეალობა. აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიის“ სუვერენიტეტი, რომელიც რუსეთმა ცნო, არ შეიძლება, გახდეს მსჯელობის საგანი.“
მეტიც, „აფხაზურ-ქართულ და ოსურ-ქართულ საზღვრებზე ვითარება მშვიდი და სტაბილურია (ეჭვი მაქვს, ილიჩევის ლოგიკით, თუ საქართველო არსებობას შეწყვეტს, „საზღვრებზე“ ვითარება სამარადჟამოდ „სტაბილური“ გახდება)“ და კიდეც დაგვემუქრა, თუ საქართველო და მისი მფარველები კვლავ გააგრძელებენ ამ საკითხის წამოჭრას გაეროში, ჟენევის დისკუსიაც შეწყდებაო.
ერთი ისაა მოსაჭიდებელი, რომ უშიშროების საბჭოს სხდომის მონაწილეთა უმეტესობამ მხარი დაუჭირა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას.
პიოტრ ილიჩევის ლოგიკა გასაგებია, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ მის წინამორბედ ჩურკინს ამ ჩვენს ქვეყანაში ჭირისუფლები გამოუჩდნენ (მწუხარებაც გაიზიარეს და დანანებითაც შენიშნეს, რომ დიდი ვარსკვლავი დაკარგა რუსულმა დიპლომატიამ), სავარაუდოდ, როცა ამის დრო მოუვა, დამტირებლები ჩვენს თანამემამულეებს შორის ხსენებულ ილიჩევსაც გამოუჩნდებიან. –

скачать dle 11.3