კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გულარხეინები #14

ანუ იმედმოცემულები

 მაშინ, როდესაც ჩვენ (ჩვენებური „გირჩების“ გადამკიდე, რომლებიც გვარწმუნებენ, სრულიად ახლებური დასავლური ძალა ვართო) – აქეთ ნარკოტიკების ლეგალიზაციისთვის ვიბრძვით (არიქა – რეფერენდუმი ჩავატაროთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, რომ მარიხუანა არა მხოლოდ გავაბოლოთ, როცა მოგვეპრიანება, არამედ მოვიყვანოთ და გავყიდოთ, იქნებ დავმდიდრდეთო), იქით კი ვამტკიცებთ – ჯარში სავალდებულო გაწვევა რა ბედენაა, პროფესიული ჯარი ვიყოლიოთო (და მერე რა, თუ იმ პროფესიულ ჯარში მსახურების მსურველებს ვერ მოვაგროვებთ?!), რუსეთის პრ.-მა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის ზრდის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.
ამ დოკუმენტის მიხედვით, 2017 წლის 1 ივლისიდან, რფ-ის შეიარაღებულ ძალებში ამიერიდან მილიონ 900 ათასი ადამიანი იმსახურებს. ერთი ისაა, რომ მათ შორის საკუთრივ სამხედრო მილიონ 14 ათასამდე იქნება.
და პრ. პუტინის ბრძანება 28 მარტს უკვე შევიდა კიდეც ძალაში.
მეორე მხრივ, ჩვენთვის მთლად დიდი მნიშვნელობაც არ აქვს, მილიონით მეტი თუ ნაკლები. არ აქვს, რადგან ჩვენი შეიარაღებული ძალები წვევამდელ-პროფესიონალებიან დამხმარე პერსონალიანად 37 000-ს ფარგლებშია.
თუმცა, თუ ჯარში გაწვევის მსურველთა სიმცირესა და ამის პარალელურად, უსაფრთხოდ და კომფორტულად ცხოვრების ჩვენეულ სურვილს გავიხსენებთ – რფ-სთან მეზობლობისა და ოკუპაციის ფონზე, იბადება რიტორიკული კითხვა: ნეტავ, რის იმედად?! –

скачать dle 11.3