ტარანა თვლითაა #14
ანუ უშიშარი მინსკი და შეშინებული თბილისი
მართალია, რუსეთისთვის დაწესებული დასავლური სანქციები კვლავ გრძელდება, თუმცა, ამის მიუხედავადაც, შეიარაღებული ძალების ოდენობასაც ზრდიან და ამ ჩვენს სეპარატისტულ რეგიონებში – შეიარაღებასაც.
და თითქოს მეგობარიც გასაჭირში იცნობაო, მაგრამ ბელორუსი უარს ამბობს რუსეთისთვის ვალის გადახდაზე, კერძოდ, რომელიც მას მოხმარებული გაზის სანაცვლოდ დაუგროვდა.
რუსეთისა და ბელორუსის პრემიერ-მინსტრებს შორის ამ თემაზე მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. იმ მარტივი მიზეზით, რომ მინსკი არ აღიარებს ვალად იმ 700 მილიონ აშშ დოლარს, რასაც მას მოსკოვი მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურად ედავება.
უფრო მეტიც, ბელორუსის პრემიერის პრესმდივანი მიიჩნევს, რომ რუსეთის მოთხოვნა არა ფაქტების კონსტატაცია, არამედ პროპაგანდაა (ანუ მეგობრობა მეგობრობად, მაგრამ ტარანა თვლითააო).
ხოლო, რაკი ჩვენ არ ვიცით, როგორაა საქმე სინამდვილეში (თუნდაც, იმიტომ რომ ცალ-ცალკე მომჩივანი თვით ღმერთსაც კი მართალი ეგონაო), ვერც მართებულ დასკვნას გამოვიტანთ (მტყუან-მართლის შესახებ).
ოღონდ, თუ გავითვალისწინებთ, რომ საკუთრივ ჩვენ ვერ გავუწიეთ წინააღმდეგობა რფ-ს, რომ სომხეთისთვის გატარებული გაზის ტრანზიტის საფასური იგივე დაგვეტოვებინა, ვითომ ბელორუსში უშიშნი ცხოვრობენ, ვითარცა უხორცონი?! –