კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სწორი კვება – კაპიტალი, რის ხარჯზეც დიდხანს და ჯანმრთელად იცხოვრებთ #13

ექიმი-ნუტრიციოლოგი – ნატა გაგუა ჟურნალ ,,თბილისელების” მკითხველთა შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, წლის ნუტრიციოლოგად დასახელდა. მისი ცოდნა და გამოცდილება ყოველდღიურად არაერთ ადამიანს ეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ნატა გაგუას დამთავრებული აქვს მოსკოვის ივანე სეჩენოვის სახელობის სამედიცინო აკადემიის სამკურნალო ფაკულტეტი, ასევე სამედიცინო აკადემიის კვების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატურა, სპეციალობით: შინაგანი დაავადებები და დიეტოლოგია. გავლილი აქვს არაერთი სერტიფიცირებისა და საკვალიფიკაციო კურსი სპეციალობით – ექიმი-თერაპევტი, ექიმი-დიეტოლოგი და ასე შემდეგ. ნატა გაგუა გახლდათ მოსკოვის სამედიცინო ასოციაციის Mepameg-ის ექიმი-დიეტოლოგი. მუშაობდა ექიმ-დიეტოლოგად მოსკოვის ალექსანდრე ბაკულევის სახელობის კარდიოქირურგიულ ინსტიტუტში. მოგვიანებით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მუშაობა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. ამჟამად მუშაობს სამედიცინო ცენტრ „ინტერკლინიკაში”. თავისი პროფსიული საქმიანობით საკმაოდ დატვირთულია და მას პაციენტები დახმარებისთვის არა მხოლოდ საქართველოდან, მრავალი სხვა ქვეყნიდანაც მიმართავენ. ,,ჩემთან მოსვლით ადამიანი მხოლოდ ზედმეტ კილოგრამებს არ ემშვიდობება. ის საკუთარი მადისა და წონის მართვას სწავლობს, საკუთარი სხეულის ენას ფლობს. შესაბამისად, მიღებულ სასურველ შედეგთან ერთად, მიაქვს საჭირო და მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის აუცილებელი ცოდნა,” – აღნიშნავს ნატა გაგუა, რომელსაც საკუთარი პროფესიის, ჯანსაღი კვებისა და პაციენტების შესახებ რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.
– მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული აკადემია დაამთავრეთ. შეგეძლოთ, მედიცინის სხვა ნებისმიერი დარგი აგერჩიათ მომავალ საქმიანობად, რატომ მაინცდამაინც ნუტრიციოლოგია?
– მედიცინის შესწავლის პირველივე ეტაპზე ხვდები, რომ საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე დგახარ. ეს ის სფეროა, რომელიც მუდმივ სწავლას მოითხოვს. დიდია პასუხისმგებლობის ხარისხი. მუდმივად უნდა ეცნობოდე  ახალ კვლევებს, მიდგომებს. ფეხდაფეხ უნდა  მიჰყვე ამ დარგში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც სწრაფად ვითარდება. შეიძლება თამამად ითქვას, რომ მედიცინა ის სფეროა, რომელიც პროფესიონალებს მოდუნების საშუალებას არასდროს აძლევს. ამასთანავე, აუცილებელია პრაქტიკაც – მუშაობის ყოველი დღე, თითოეულ პაციენტთან გატარებული ყველა საათი, რაღაც ახალ, განსხვავებულ და მნიშვნელოვან ცოდნას მაძლევს. რაც მთავარია,  ის განცდა, რომ ვიღაცას ვეხმარები, დიდი ენერგიით და სიხარულით მავსებს. ეს ისაა, რაც აბალანსებს ხანგრძლივ შრომას, რომელსაც წლების განმავლობაში, ყოველდღიურად ვეწევი. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ რატომ ნუტრიციოლოგია – სტუდენტობის პირველ წლებში რეანიმატოლოგიისკენ ვიხრებოდი. თუმცა, რაც მეტს ვსწავლობდი, ვხედავდი, რომ აუცილებელი და უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი კვება, ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესი. 21-ე საუკუნეში გართულებული, გამწვავებული ქრონიკული დაავადებები აღარ უნდა არსებობდეს. დღეს ადამიანს სწორი ინფორმაციის მიღების მეტი საშუალება აქვს და ექიმ პროფესიონალთა რაოდენობაც იზრდება. არსებობს მყარი არგუმენტები, რომ ნებისმიერი დაავადების მთავარი პრევენცია ჯანსაღი კვებაა. სწორედ კვებით შეუძლია ადამიანს დააგროვოს კაპიტალი, რის ხარჯზეც, დიდხანს და ჯანმრთელად იცხოვრებს. ამიტომ, ჩემი თავი, როგორც პროფესიონალი, სწორედ აქ, ნუტრიციოლოგიაში დავინახე. მახსოვს, უჯრედს რომ ვსწავლობდი, აღმოვაჩინე, რომ ის ძალიან ჰგავს სამყაროს – თუკი ადამიანები ამ უჯრედებისგან ვართ ნაშენი, თავად უჯრედი ჩვენს მიერ მიღებული საკვებისგან შენდება. ჩვენი ყოველდღიური რაციონის თითოეული ულუფა, საბოლოოდ, ჩვენივე უჯრედის საშენი მასალა ხდება. მაშინ მივხვდი, რომ სწორედ ეს სპეციალობა უნდა ყოფილიყო ჩემი არჩევანი.
– წლების განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდით და პროფესიულ საქმიანობას იქ ეწეოდით. საქართველოში გადმოსვლის შემდეგ, ქართველ პაციენტებთან მუშაობისას, მოგიწიათ მიდგომების შეცვლა?
– ჩვენ, ქართველები, ემოციური ხალხი ვართ. ჩვენთან პაციენტების უმრავლესობას კლასიკურ ჩარჩოებში ვერ ჩასვამ. განწყობის მიხედვით, შეიძლება, მოტივაცია უფრო გაუღრმავდეთ, ან შეუსუსტდეთ. პირადად ჩემთვის, საქართველოში მუშაობა რთულია, მაგრამ უფრო საინტერესო, ვიდრე – რუსეთში. მოსკოვში მეგაპოლისურ ცხოვრებასაა ხალხი მიჩვეული და თუ  პაციენტი შენამდე მოვიდა, მან უკვე იცის, რომ ბოლომდე უნდა მოგყვეს. ისინი ძალიან აფასებენ საკუთარ დროსა და თანხას, რომელსაც სამედიცინო მომსახურებაში იხდიან. არ აქვთ ილუზია, რომ მხოლოდ ექიმის პროფესიონალიზმი დაეხმარებათ. ამიტომ,  დიდი პასუხისმგებლობითა და მონდომებით ასრულებენ ექიმის რეკომენდაციებს – ეს არის ტიპური მეგაპოლისური სტილი.  საქართველოში კი, თითოეული პაციენტი ცალკე ისტორია და თავგადასავალია. აქ ითხოვენ, რომ შენ მისი პირველი გულშემატკივარი იყო და ეს პაციენტისთვის თერაპიის ნაწილია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში, უფრო მეტი დრო და ენერგია მჭირდება, მუშაობის ეს სტილი ჩემთვის უფრო საინტერესოა. შეიძლება ითქვას, საქართველოში ჩემმა პაციენტებმა კიდევ უფრო გამზარდეს. ბევრი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გავაკეთე და ესა თუ ის შემთხვევა, სულ სხვა ჭრილში და სხვაგვარად დავინახე.
– რა რჩევებს მისცემთ ჩვენს მკითხველებს საკვებთან დაკავშირებით – როგორ ვიკვებოთ, რამდენად მნიშვნელოვანია საუზმე და როდის უნდა ვივახშმოთ იმისთვის, რომ კუჭი არ გადავტვირთოთ?
– ცივილიზაციასა და პროგრესთან ერთად, იზრდება სიმსუქნით დაავადებულთა რიცხვი. ხშირად, ჭარბი წონა გადადის სიმსუქნეში, რაც ორგანიზმში ჭარბი ცხიმის დაგროვებაა. ეს მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა არ არის. სიმსუქნე ჯანმრთელობის დარღვევის გამოხატულებაა. სიმსუქნის დროს იზრდება ზოგიერთი ქრონიკური დაავადების განვითარების რისკი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, უპირატესობა მივანიჭოთ ჯანსაღი პროდუქტებიდან სწორი ტექნოლოგიით მომზადებულ კერძებს. მიმაჩნია, რომ სახლში მომზადებულ კერძებს არაფერი ჯობია. ასეთ შემთხვევაში, ვიცით, რა პირობებში, რა ინგრედიენტებით მზადდება კერძი. რაც შეეხება საუზმეს, პირველი, რაც გასათვალისწინებელია, არ უნდა გამოვტოვოთ საუზმე და ის უნდა იყოს ჯანსაღი. იქნება საუზმე მსუყე, თუ მსუბუქი, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია. საუზმე და ზოგადად, კვების რაციონი უნდა იყოს ინდივიდუალური და კონკრეტული ადამიანისთვის შედგენილი. მას, ვინც მიდრეკილია ჭარბი წონისკენ, მარტივად იმატებს და უყვარს ისეთი მაღალკალორიული პროდუქტები, როგორიცაა ცომეული, ტკბილეული და უჭირს მათზე უარის თქმა, ვეუბნები, რომ უმჯობესია, ასეთი პროდუქტები მიიღონ დღის პირველ ნახევარში. რაც შეეხება ვახშამს, თუ ადამიანს წონის პრობლემა არ აქვს, შეუძლია, დაძინებამდე ორი საათით ადრე ივახშმოს. როდესაც ახალნავახშმევზე იძინებს, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მიმდინარეობს საკვების გადამუშავება, ადამიანი ვერ ახერხებს სრულყოფილ ძილს და დილით დაღლილი იღვიძებს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ვახშამი მსუყეა. რაც შეეხებათ მათ, ვინც მიდრეკილია ჭარბი წონისკენ და უნდათ, წონაში დაიკლონ, ვურჩევ, დაძინებამდე ოთხი საათით ადრე არ ივახშმონ. სწორად შერჩეული, ანუ დაბალანსებული  კვების დროს, სხეულის მასა იკლებს მხოლოდ და მხოლოდ ცხომოვანი ქსოვილის ხარჯზე. არ ხდება კუნთების განლევა და  კანის „დაბერება”, ანუ ის, რის გამოც ბევრი უარს ამბობს დიეტაზე. თმის ცვენა, სისუსტე, დაბალი წნევა, გულისრევა, თავბრუხვევა,  კანის სიმშრალე, ძილიანობა, მუდმივი შიმშილის გრძნობა – ასეთი ჩივილები დიეტის დროს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ არასწორად შეარჩიეთ დიეტა. ზემოჩამოთვლილი ჩივილები არ გემუქრებათ, თუ პროფესიონალს მიმართავთ და ინდივიდუალურად  შედგენილ კვების მოდელს ზედმიწევნით კარგად და პასუხისმგებლობით დაიცავთ.

скачать dle 11.3