კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის სანაცვლოდ დაუთმო ჯარჯი აქიმიძემ „რუსთავი 2-ის” წილი ქიბარ ხალვაშს და როგორ გადმოიბირეს დავით დვალი „რუსთავი 2-ში” მან და ეროსი კიწმარიშვილმა #13

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ჯარჯი აქიმიძის სახელი, ბოლო დროს ამ ტელევიზიასთან დაკავშირებული დავის გამო, ხშირად გაისმა. რეალურად კი, მისი ცხოვრებისა და საქმიანობის დეტალების შესახებ, ცოტამ თუ იცის. დღეს ბატონი ჯარჯი სამართლიანობის აღდგენის მოლოდინშია – იმედი აქვს,  სამართალს აუცილებლად იპოვის, თავის შექმნილ ტელევიზიას უკან დაიბრუნებს და იმ სახით აღადგენს, რაც მას ეკადრება.
ჯარჯი აქიმიძე: დავიბადე თბილისში, ვიზრდებოდი საბურთალოზე. არ ვიყავი გამორჩეულად ბეჯითი ბავშვი. ჰუმანიტარული საგნები უფრო მომწონდა და მათემატიკური ნიჭი, საერთოდ არ გამაჩნდა. მახსოვს, ქიმიაში ნიშანი იმის გამო დამიწერეს, დაფა რომ გავწმინდე (იცინის). ქუჩაშიც ვიდექი, უბანშიც ვბირჟაობდი, ვჩხუბობდი კიდეც. ხელ-ფეხი არ მომიტეხავს, მაგრამ დალურჯებულს ხშირად მივლია. მაინცადამაინც დამჯერი შვილი არ ვიყავი, თუმცა, მშობლებისადმი პატივისცემა მქონდა. დედ-მამა გეოლოგები იყვნენ და მეშვიდე კლასში რომ ვიყავი, ალჟირში წავიდნენ სამუშოდ. მე და ჩემი და კი ნათესავ ქალთან დაგვტოვეს. 15 წლისა მამამ სამუშოდ წამიყვანა. სამი თვე მამუშავა – ქვებით სავსე ჩანთებს დავათრევდი. მაინცადამაინც არ მსიამოვნებდა რასაც ვაკეთებდი, მაგრამ გამომუშავებული ფულით ვიყიდე პირველი ჯინსის შარვალი.
– პროფესიით ფილოლოგი ხართ. გიმუშავიათ ამ პროფილით?
– არქიტექტურულზე მინდოდა ჩაბარება, თუმცა, ბოლო წუთს გადავიფიქრე და ფილოლოგიურზე ჩავაბარე. პარალელურად, ვსწავლობდი დრამატურგიაზე ერლომ ახვლედიანის ჯგუფში. გერმანულ სკოლაში ვასწავლიდი ხუთი წლის განმავლობაში. 28 წლის ასაკში დავოჯახდი. მყავს ცოლი და სამი ვაჟი. მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში გამიმართლა, მიუხედავად, ბევრი ნერვიულობისა. ცხოვრებამ ბევრჯერ დამარტყა, მაგრამ მაინც ბედნიერდ მივიჩნევ თავს, რადგან დღეს ცოცხალი ვარ.
– საიდან გაჩნდა იდეა, პედაგოგ კაცს ტელევიზია დაგეფუძნებინათ და სად გაიცანით დავით დვალი, რომელიც თქვენი მეწილე გახდა?
– აფხაზეთის ომში ვიყავი და იქიდან რომ დავბრუნდი, ცოტა ხანს ისევ გავაგრძელე მასწავლებლობა. თუმცა, მივხვდი, ფსიქოლოგიურად დათრგუნული ვიყავი. ნერვები გამიფუჭა ომმა, ვეღარ შევძლებდი პედაგოგობას.  ჩემმა მეგობარმა, ეროსი კიწმარიშვილმა დაიწყო „ახალი გაზეთის“ კეთება  და მითხრა, იქნებ ჩემთან ითანამშრომლო, დამეხმაროო. დავიწყეთ ამ გაზეთის კეთება. სკოლას კი შევეშვი. ფული არ გვქონდა და რთული იყო გაზეთის ბეჭდვა და შენახვა. ვუთხარი, მოდი ტელევიზია გავაკეთოთ-მეთქი. არცერთს ტექნიკური გამოცდილება არ გვქონდა – მე ფილოლოგი და დრამატურგი გახლდით, ეროსის კი სამედიცინო ჰქონდა დამთავრებული. ამიტომ საქმეში დახმარება ჩემს ახლო მეგობარს, დავით დვალს ვთხოვეთ. მახსოვს, ბავშვობიდან, სულ ჩხირკედელაობდა, ტელევიზორებს შლიდა და აწყობდა (იცინის). იმ პერიოდში, საკმაოდ კარგი სამსახური ჰქონდა და მთელი ხუთი თვე „ვაბავდით“ მე და ეროსი, ტელევიზიის შექმნაში რომ დაგვხმარებოდა. როგორც იქნა, გადმოვიბირეთ.
– თქვით, ფული არ გვქონდა და გვიჭირდა გაზეთის ბეჭდვაო. ტელევიზიის შექმნას, მასზე გაცილებით მეტი თანხები არ სჭირდებოდა? ეს თანხა საიდან მოიტანეთ?
– სრული ენთუზიაზმით დავიწყეთ ტელევიზიის კეთება და არც კი ვიცოდით, რა გამოვიდოდა. ვინც მუშაობდა გაზეთში, ისინი გადმოვიდნენ ტელევიზიაში. დათოს ორკასეტიანი მაგნიტოფონი ჰქონდა, მე – ერთიანი. გავუცვალე და ის წავიღეთ ტელევიზიაში. რუსთავის მერიას სჭირდებოდა საინფორმაციო სამსახური და მათ შევთავაზეთ, ჩვენ გავაშუქებთ მიმდინარე მოვლენებს, სანაცვლოდ კი, ტელევიზია გვინდა, გავაკეთოთ და ტექნიკას თუ მოგვცემთ, ფაქტებსაც გადავიღებთ და ამ ტექნიკას ტელევიზიისთვისაც გამოვიყებენთო. სხვას არაფერს ვითხოვთო.  დაგვთანხმდნენ. ფულს არ უხდიდნენ ჟურნალისტებს, ჩვენ კი ტექნიკას გვაწვდიდნენ. ფაქტობრივად, უფულოდ დავიწყეთ ტელევიზიის გაკეთება. დათომ სახლიდან მოიტანა ტელევიზორი. არ დამავიწყდება, ერთი ბიჭი მოვიდა და გვითხრა, სახლში მაქვს ჯარიკაცებისგან ნაყიდი ანტენა და თუ გამოგადგებათ, ოპერატორად მიმიღეთო. იმ ბიჭის ანტენაც გამოგვადგა, ოპერატორადაც მივიღეთ და დღესაც „რუსთავი 2-ის“ თანამშრომელია – კობა. მოკლედ, ასე აიდგა ფეხი ტელევიზიამ, რომელიც დღეს საკმაოდ ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდა.
– ბატონო ჯარჯი, როდის გაიცანით ქიბარ ხალვაში, რა გზით შემოვიდა ის ტელევიზიის მფლობელთა წილში და ზოგადად, რა ურთიერთობა გქონდათ მასთან?
– ქიბარ ხალვაში პირველად, 2004 წლის 16 ივნისს, ნოტარიუსთან ვნახე, როცა წილების გადაფორმების საქმეზე მივედით. მანამდე, მისი სახელი და გვარიც კი არ მქონდა გაგებული. „რუსთვი 2“ უკვე წართმეული ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, კერძოდ, მერაბიშვილს, ადეიშვილს, ოქრუაშვილს. ისინი მონაწილეობდნენ ამ საქმეში. უშუალოდ მიშა სააკაშვილი არ ჩანდა. მოკლედ, საბუთებზე ხელი რომ უნდა მოგვეწერა ნოტარიუსთან,  იქ ვნახეთ. მახსოვს, ქიბარ ხალვაში გაოგნებული იყო. წარმოდგენა არ ჰქონდა, რაზე აწერდა ხელს. გვითხრა კიდეც, სრულ გაუგებრობაში ვარ, მითხრეს, რომ ხელი უნდა მოვაწერო და იქნება, თქვენ მაინც მითხრათ, რაზე ვაწერო. მე და დათომ ვუთხარით, ჩვენ რაში უნდა გაგარკვიოთ, წადი და იმ ხალხს ჰკითხე, ვინც ეს დაგავალაო.  ხელი მოვაწერეთ, რომ მას თავის თავზე უნდა აეღო „რუსთავი 2-ის” ვალები და გადაეხადა. მე და დათოს ჩვენი საკუთარი ქონება და მეორე კომპანია „ჯორჯიან ონლაინი“ გვქონდა ჩადებული. ქიბარს ჩვენთვის არაფერი გადაუხდია. ჩემი და დათოსი იყო წილის 60 პროცენტი, დანარჩენიდან კი – 30 პროცენტი ეკუთვნოდა ეროსი კიწმარიშვილს, 10 ნიკა ტაბატაძეს. მოკლედ, დავიდარაბის, ზეწოლების, მოსმენებისა და დევნის შედეგად, გვითხრეს, ან გააკეთებთ ამას, ან არ ვიცით, რას გიზამთო. საქმე იქამდე მივიდა, რომ წილი დაგვათმობინეს. ამ კომპანიის ასივე პროცენტი ქიბარმა გადაიფორმა.
– მართალია, რომ ქიბარ ხალვაში ცდილობდა თქვენთან დამეგობრებას – გპატიჟებდათ რესტორანში და ამაზე არ თანხმდებოდით?
– წილი რომ გადაიფორმა, გვითხრა, თქვენი გაცნობა მინდა და იქნებ, სადმე დავსხდეთ და აღვნიშნოთ, რაც ჩვენს თავს ხდებაო. ჩვენ, ამის ხასიათზე არ ვიყავით და უარი ვუთხარით. მეგობრული ურთიერთობის რა მოგახსენოთ, მაგრამ ქიბარი ყოველთვის კეთილგანწყობას ავლენდა ჩემი და დათოს მიმართ და აღნიშნავდა, რომ ეს კომპანია ჩვენი გაკეთებული იყო. ის ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც ეს აღიარა.
 – თქვით, ზეწოლა ხდებოდა ჩვენზეო. ამის დამადასტურებელი რაიმე საბუთი ან მტკიცებულება გაქვთ? რით ამტკიცებთ?
– პირისპირ შეხვედრები იყო და ამის რაიმე დამამტკიცებელი საბუთი ან მტკიცებულება, არ არსებობს. პირადად გვხვდებოდნენ ოთახში და გველაპარაკებოდნენ. დაგვიბარა მერაბიშვილმა და ადეიშვილმა და პირდაპირ გვითხრეს: ეს წილები უნდა დათმოთო. ძირითადად კი, შუამავლის მეშვეობით ხდებოდა ურთიერთობა.
– თქვენი აზრით, „რუსთავი 2-ის” საქმე, ხელისუფლების ზეწოლაა სიტყვის თავისუფლებაზე თუ ქონებრივი დავა?
– ორივე ერთადაა. ეს ტელევიზია, ერთის მხრივ, სუბიექტურია, ტენდენციური და პარტიული, მისი უშუალო მფლობელი მიხეილ სააკაშვილია და მეორეს მხრივ, იკვეთება ქონებრივი დავა. ჩვენთვის ანუ ჯარჯი აქიმიძისთვისა და დავით დვალისთვის, უკვე გასულია სასამართლო დავის ვადა. ამიტომ, არ გვაქვს სასამართლოში ჩივილის უფლება და ვერავის ვუჩივით.
– ეს ვადა რომ არ იყოს გასული, ვის უჩივლებდით?
– ვის უნდა ვუჩივლოთ? – ვერავის. მივედით პროკურატურაში და ვიკითხეთ, თუ არის ჩვენ მიმართ ჩადენილი დანაშაულიო. თუ სისხლის სამართლის დანაშაულს ჰქონდა ადგილი, პროკურატურა ვალდებულია, აღძრას სისხლის სამართლის საქმე იმ პირების მიმართ, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა და რეალურად დაადგინოს, თუ მოხდა დანაშაული. ხუთი წელი გავიდა და პროკურატურა ჩუმადაა. რა ეტაპზეა გამოძიება, არც კი ვიცით, რაც ვიცით ისაა, რომ სასამართლო პროცესი მიდის ქიბარ ხალვაშსა და „რუსთავი 2-ს“ შორის. ჩვენ ვერაფერს ვამბობთ, რადგან პროკურატურა ხმას არ იღებს და გაჩხერილები ვართ ასე, ხალვაშსა და „რუსთავი 2-ს” შორის. მე და დათო აუცილებლად დავიბრუნებთ წილებს და თუ სამართლიანობის აღდგენაზე საუბარი ჩვენს ქვეყანაში, ეს უნდა მოხდეს. რა დაპირებებითაც მოვიდა ეს მთავრობა, ნიშნავს იმას, რომ, რაც უკანონოდ აქვს ხალხს წართმეული, უნდა დაუბრუნდეს.
– ესე იგი, დაბრუნების იმედი გაქვთ?
– დაბრუნების იმედი კი არ მაქვს, დარწმუნებული ვარ, დავიბრუნებ!
– და როგორ აპირებთ ბრძოლას?
– ბრძოლას აქვს სხვადასხვა ეტაპი. ჩვენ, მე და დათო, ახლაც ვიბრძვით. ბრძოლა ყოველთვის ღირს და არასდროსაა გვიან. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, სამართალი ურმით დადის, გვიან, მაგრამ მაინც აღწევს საწადელს... ჩვენ, ჩვენს ტელევიზიაში აუცილებლად დავბრუნდებით. პარტიული „რუსთავი 2“ არავის სჭირდება. ჩვენი დაბრუნების მოტივაცია ერთადერთია –  „რუსთავი 2“ გახდეს ისეთი, როგორიც იყო. ანუ, უნდა იყოს თავისუფალი ტელევიზია.  „რუსთავი 2“ იქცა „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტულ, პარტიულ იარაღად. კონკრეტული ადამიანები მართავდნენ მას და საზოგადოება ამას ალბათ, ამჩნევდა.
– დღეს თუ უყურებთ „რუსთავი 2-ს”?
– ჩვევაში მაქვს „რუსთავი 2“-ის ყურება (იცინის). გული მწყდება, რომ შეიძლებოდა, გაცილებით უკეთესი როლი შეესრულებინა ამ ტელევიზიას ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებში, ვიდრე მან შეასრულა. გული მწყდება იცით, კიდევ რაზე? ცოტა მერე რომ მომხდარიყო ის ამბები, მეტ ძალისხმევას გამოვიჩენდით მე და დათო და არ დავთმობდით ტელევიზიას. აჭარის რევოლუციის მერე, მალევე დაიწყო ჩვენზე ზეწოლა. თეთრ რაშზე ამხერდებულები მოვიდნენ და გვპირდებოდნენ დემოკრატიულ სახელმწიფოს. იმ პერიოდში, რაც არ უნდა გვეყვირა და ვისთვისაც არ უნდა გვეთქვა, ყველა იმას გვეტყოდა, შანსი არაა, ასეთი ლოზუნგებით მოსული ხელისუფლება, ასეთ რამეს არ ჩაიდენსო. ჩაიდეს ტელევიზია ჯიბეში და დაკარგეს თვითკონტროლი, თავისუფალი მედიაც ჩაკლეს.
– მაინც, როგორ ფიქრობთ, მთავარი შეცდომა სად დაუშვით და როდის?
– ნოტარიუსთან, როცა მივედით ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ალბათ, მანამდე უნდა მოვქცეულიყავით სხვანაირად, მაგრამ როგორ, არ ვიცი... და, ვერც ვერავინ გვეუბნება.
– რომ არ დაგეთმოთ ეს წილი, რა მოხდებოდა?
– ჩვენ თუ „რუსთავი 2-ს” არ დავთმობდით, ვკარგავდით ყველაფერს. სახლთან ეყენა ორი მანქანა და აკონტოლებდა ჩემს გადაადგილებას. დათო დვალის სადარბაზოსთანაც იდგა მანქანა და უკან დაყვებოდა. ტელეფონის მოსმენებზე აღარაფერს ვამბობ. მოკლედ, შემოგვითვალეს, ან დათმობთ წილს, ან დარჩებით ტრუსიკის ამარაო. გიჟები ხომ არ ვიყავით, არ შეგვშინებოდა? ჩვენ უკან ოჯახები იდგა. რთულია, ფაქტის წინაშე რომ გაყენებენ, ჩიხში გიმწყდევენ. ბევრი განცდა იყო – შიშის, დაუცველობის, უსუსურობის... ვისთვის მებრძოლა, ვინ დამერწმუნებინა, რომ ასე ხდებოდა? ცოტა გვიან რომ მომხდარიყო ეს ფაქტი, ნამდვილად არ დავთმობდით და მეტ წინააღმდეგობას გავუწევდით. ხელისუფლებას თუ არ ყოფნის სიბრძნე, დაუკრეფავში არ გადავიდეს და არ გადალახოს გარკვეული საზღვრები, გადადის დასჯაზე და საბოლოო ჯამში, თავად ისჯება.
– და, ტრუსიკით დარჩენას ამჯობინეთ წილის დათმობა?
– ტრუსიკით დარჩენაზე არ იყო საუბარი, მათ ეს ტელევიზია სჭირდებოდათ თავიანთი აზრის გასატარებლად და გარკვეული მიზნებისთვის.
– იმდროინდელ სახელისუფლებო სტრუქტურებში მეგობრები არ გყავდათ?
– ზურაბ ჟვანია ჩემი მეგობარი იყო სტუდენტობიდან. ძალიან ახლოს ვიყავით. თუმცა, ხელისუფლებაში რომ მოვიდა, ჩვენი მეგობრობაც შეწყდა. ის ხელისუფლებაში იყო, მე ტელევიზიაში და ზღვარიც გაჩნდა. არ შეიძლება, ტელევიზია ხელისუფლების ან ოპოზიციის მეგობარი იყოს. ერთხელ შევხვდით და მკითხა ზურამ, რატომ აღარ მეგობრობ ჩემთან, რატომ გაჩნდა ურთიერთობაში ზღვარიო. ვუპასუხე, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ხელისუფლებასა და ტელევიზიას შორის მეგობრობა ვერ მოხერხდება-მეთქი. არაფერი უთქვამს, გაიგო ყველაფერი. სამაგიეროდ, როცა პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა და თანამდებობა დატოვა, არ გამოვრიცხავ, ჩვენმა ურთიერთობამაც იქონია გავლენა. ამ გადადგომით დამიდგა გვერდით იმ დროს, როცა მე წილს მართმევდნენ. სხვა რა უნდა გაეკეთებინა მას? ფაქტობრივად, ამით დაიცვა მაშინ „რუსთავი 2“. ის არ იცავდა ამით თავისი მეგობრის ქონებას, ის როგორც პოლიტიკოსი იცავდა თავისუფალ მედიას.
– შეეძლო, ზურა ჟვანიას რეალურად დაგხმარებოდათ და არ დაგეთმოთ იმ დროს ქიბარ ხალვაშისთვის ტელევიზიის წილი?
– ამ კითხვაზე არ გიპასუხებთ. ამას სათანადო პასუხს მომავალში მომხდარი მოვლენები გასცემს.
 – რაც სასამართლო პროცესი დაიწყო, ქიბარ ხალვაშთან შეხვედრა  და საუბარი თუ გქონდათ?
– როგორ არა. სასამართლო პროცესი რომ დაიწყო, ქიბარმა შემოგვითვალა, ხომ არ გსურთ, ჩემთან შეხვედრა და საუბარიო. ჩვენც შევუთვალეთ, რატომაც არა, საუბარს რა უდგას წინო. შევხვდით. გვითხრა, მე არ უარვყოფ თქვენს როლს, წარსულს და დამსახურებას ამ ტელევიზიასთან მიმართებაში და თუ მე მოვიგებ პროცესს, შემოგთავაზებთ პარტნიორობას და წილობრივ მონაწილეობასო. კერძოდ, 50 პროცენტ წილს მოგცემთო. ეს 2015 წელს ხდებოდა და დღესაც იგივე აზრზეა. ამბობს, მინდა, სამართლიანობა აღვადგინოო და თავისი მხრიდან ეს ასე წარმოუდგენია. ანუ, 50 პროცენტი წილის დათმობით ჩვენზე.
– არის ამის გარანტია? სიტყვაზე ენდობით ბატონ ქიბარს?
– ენაზე არავინ ექაჩებოდა ამის სათქმელად. საკუთარი ინიციატივა დააფიქსირა, სხვა ამის გარანტია არ არსებობს. უბრალოდ, სიტყვაზე ვენდობით. სხვათა შორის, გვითხრა კიდეც, ამას დავწერ და ხელს მოვაწერო. თუმცა, მე და დათო მას სიტყვაზე ვენდობით.
– ნიკა გვარამიას თუ იცნობთ პირადად და მასთან თუ გქონიათ საუბარი?
– ნიკა გვარამიას მხოლოდ ტელევიზორიდან ვიცნობ. მე რომ აფხაზეთის ომში მივდიოდი, ის ტრუსიკით დარბოდა გაგრის ქუჩებში. პირადად, არ მქონია მასთან შეხება. როცა ის სწავლობდა იურიდიულზე, ჩვენ „რუსთავი 2“ უკვე გვქონდა. ჩვენ, სხვა წარსული გვაქვს, იმას სხვა.  იმის მასწავლებელი მიშა სააკაშვილი იყო, ჩემი – ერლომ ახვლედიანი... ის იმ ამბების თანამონაწილე იყო, რაც „რუსთავი 2-ში” ხდებოდა და დღეს, ჩემი და დათოს დაფუძნებული ტელევიზიის დირექტორია. კიდევ ვამბობ, ჩვენ დავიბრუნებთ ამ ტელევიზიას და აუცილებლად მოხდება ეს!

скачать dle 11.3