კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა ჩავაბაროთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში #13

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (კსუ) ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში გამორჩეული უმაღლესი სასწავლებელია. მისი ისტორია 22 წლის წინ დაიწყო, უნივერსიტეტმა შეძლო, გამხდარიყო დასავლური ტიპის, მძლავრი და წარმატებული უნივერსიტეტი, რაც საქვეყნოდ ცნობილ, გამოცდილ მეცნიერთა ჯგუფის ერთობლივი მუშაობის დამსახურებაა. დღეს უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს მაღალკვალიფიციური აკადემიური კადრებითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამეცნიერო კვლევითი ცენტრებით აღჭურვილი ხუთი ძლიერი, თანამედროვე ფაკულტეტი: ბიზნესის, სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა, მედიცინისა და მევენახეობა-მეღვინეობის.
კავკასიის საერთაშორისო უნივერიტეტი ახორციელებს საბაკალავრო, ერთსაფეხურიან, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. 
ვახტანგ წივწივაძე (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი):  ტრადიციულ და ზნეობრივ ფასეულობებს დაცვა სჭირდება. ეს არის ქვეყნის განვითარებისა და  წინსვლის მთავარი გარანტი.   ჩემი, როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მისიაც სწორედ ისაა,  რომ  უნივერსიტეტი, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საგანმანათლებლო კერად იქცა და ის აკადემიური წარმატებისა და  ტრადიციული ღირებულებების სინონიმია. განათლება,  დაფუძნებული ეროვნულსა და ზნეობრივ ფასეულობებზე, ის პრიორიტეტია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნისა და თითოეული მოქალაქისთვის უფლების ხარისხსა და შინაგან ღირებულებებს. ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოს ინტელექტუალურ საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას, სწორედ ჩვენი უნივერსიტეტის მხარდამხარ! ჩვენი და თქვენი ერთობლივი გზაა ცოდნა, ტრადიცია, ზნეობრივი ფასეულობები და ის შინაგანი თავისუფლებაა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სიღრმისეული განათლების შედეგად მიიღწევა! გახდით ჩვენი ქვეყნის განათლებული, ერთგული და ძლიერი ჯარისკაცები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, რათა საქართველოს ხვალინდელი დღე დღევანდელზე ბევრად უფრო წარმატებული იყოს!
უნივერსიტეტის პრიორიტეტებია:
* საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული, კვლევასა და პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება;
* პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესორ-მასწავლებელთა მაღალკვალიფიციური გუნდი;
* კურსდამთავრებულთა  დასაქმება კსუ-ში,  სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებში;
* გაცვლითი პროგრამები;
* მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება.
უნივერსიტეტში ფუნქციონირებს და სტუდენტებს პრაქტიკული კომპონენტის განხორციელებაში ეხმარება მდიდარი ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზები, ტელე-რადიოსტუდიები, სამონტაჟოები, მულტიმედია ცენტრი, მედიცინის საბაზისო დისციპლინების სასწავლო ლაბორატორიები, თანამედროვე მულაჟებით აღჭურვილი ანატომიის კაბინეტი, ნეირომეცნიერებათა და გამოყენებითი ფიზიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, საფანტომო სწავლების კაბინეტები, სარეზიდენტო და საუნივერსიტეტო სწავლების სტომატოლოგიური კლინიკები, იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზი, იურიდიული კლინიკა, კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორია, კონფლიქტების მოგვარებისა და კარიერის განვითარების ცენტრები, ტურიზმის კაბინეტი, მარანი „კოლხი”, მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, მიკროვინიფიკაციის კვლევითი ლაბორატორია, ენოქიმიის, ამპელოგრაფიისა და მიკრობიოლოგიის ლაბორატორიები, სადეგუსტაციო ოთახი და სხვა.
„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში” წარმატებით ფუნქციონირებს სასწავლო მულტიმედია ცენტრი – გარემო, სადაც, სტუდენტებს პროფესორებთან თანამშრომლობით, ეძლევათ საშუალება, განავითარონ კრიტიკული აზროვნება, ინდივიდუალიზმი და პროფესიული შესაძლებლობები. უნიკალური მულტიმედიური სივრცე –  პროფესიონალური ტექნიკით აღჭურვილი რამდენიმე სტუდია, ნიუსრუმი და სამონტაჟო, სრულიად იძლევა სტუდენტების დახელოვნების საშუალებას, რაც მათ გზას უხსნის პროფესიული კარიერისკენ. 
 უნივერსიტეტში ასევე, წარმატებით მუშაობს კარიერის განვითარების ცენტრი, რომლის მთავარი მიზანია, მოამზადოს მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტები. ცენტრი წარმოადგენს საკონსულტაციო სტრუქტურას, რომელიც სთავაზობს სტუდენტებს და ასევე, კურსდამთავრებულებს პროფესიულ ტესტირებას,  კარიერის დაგეგმვასა და  სამუშაო ადგილზე ადაპტაციის საკითხებში საკონსულტაციო და საგანმანათლებლო მომსახურებას. ცენტრი ახორციელებს ტრენინგებს, თემატურ ღონისძიებებსა და შეხვედრებს დამსაქმებლებთან. ბოლო წლებში მაღალი ტემპით იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა, რაც ცენტრის საქმიანობის ეფექტურობის მაჩვენებელია.  
უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებები და მემორანდუმები აქვს გაფორმებული მსოფლიოს მრავალ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო დაწესებულებებსა და კერძო კომპანიებთან, სადაც უნივერსიტეტის ბაკალავრები, მაგისტრები და დოქტორანტები სტაჟირებას გადიან. აღსანიშნავია მარტის თვეში განხორციელებული აქტივობები. კსუ-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან.
კსუ-ში ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა სახის კონფერენცია. ამჟამად მიმდინარეობს რეგისტრაცია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისთვის. კონფერენცია 20 მაისს გაიმართება და 7 სექცია იმუშავებს.
იყო კავკასიის საერთაშორისო  უნივერსიტეტის სტუდენტი, ნიშნავს, გქონდეს: ხარისხიანი განათლება, წარმატებული კარიერა, მუდმივი განვითარების საშუალება და ბედნიერი, აქტიური,   საინტერესო სტუდენტური ცხოვრება!
დეტალური ინფორმაციისთვის  დარეკეთ ტელეფონზე: 2 61 12 98.
თბილისი, ჩარგლის ქ ¹ 73

скачать dle 11.3