ბრძნული აზრები #13
რუსო: გავიღიმებ მაშინ, როცა მეტირება... ვიტყვი არა უშავს, როცა ყველაზე მეტად მეტკინება.
კოქტო: ჯობია სცადო, ვიდრე მთელი ცხოვრება გაინტერესებდეს, რომ გეცადა, რა მოხდებოდა.
ბიანტი: არ არსებობს ურთიერთობა კამათისა და წყენის გარეშე. ძლიერი ადამიანები კამათის მერე რიგდებიან, სუსტები კი შემცვლელს ეძებენ.
გოგენი: თვალებს ვხუჭავ, რათა დავინახო.
ფრიდმანი: ინფლაცია გადასახადის დაკისრების ერთადერთი ფორმაა, რომელსაც კანონიერი საფუძველი არ გააჩნია.
ალექსი ბერი: ლოთი და კაცის მკვლელი ნახო, ნუ განიკითხავ, თორემ ღმერთმა თუ მიუშვა სადავეები, შენ უარეს დღეში ჩავარდები, შე უბედურო!
ბლოკი: ძნელია გამოიცნო, ვინაა ნდობის ღირსი, რადგან ძალიან ახლობლები გღალატობენ და სრულიად უცხოები, მოულოდნელად, გეხმარებიან.
ჩესტერფილდი: სასაცილოა, როცა ადამიანები გეუბნებიან, რომ მოენატრე. თუმცა, არც არაფერი მოუმოქმედებიათ იმისთვის, რომ ენახე.
როლანი: რამდენჯერაც ვიბრძოლე, იმდენჯერ ვინანე. სწორედ იმ ადამიანებმა გამიცრუეს იმედები, რომელთა გამოც თავმოყვარეობას გადავაბიჯე. ისიც ვისწავლე – წასვლით სხვა მოსვლა იწყება ხოლმე. წადი!
აინშტაინი: მეშინია იმ დღის, როცა ტექნიკა ადამიანურ ურთიერთობებს გადაწონის. მსოფლიოს ეყოლება იდიოტების თაობა.
რემარკი: ადამიანის განსჯა ადვილია, როდესაც მისი ისტორია არ იცი.
დიდრო: ადამიანები გვიან, მაგრამ აუცილებლად ხვდებიან თავიანთ შეცდომებს. ზოგი იხტიბარს არ იტეხს, ზოგს აღიარება უჭირს, მაგრამ დრო, ეს დალოცვილი დრო, ყველაფერს თავის ადგილას აყენებს.
დელეზი: თუ რამე წაგართვეს? – გაატანე! ალბათ, არ იყო შენი. ვერ დაგაფასეს? – მოითმინე! ცხოვრება ისწავლე ძნელი. წინაც გაიხედე, არ დაეცე, დინჯად მონახე გზები. ჯერ შენი თავი დააფასე და მერე დააფასე სხვები.
ოტია იოსელიანი: მოსმენით მოუსმინე, მაგრამ არავის დაუჯერო, სანამ საქმით არ დაგანახვებს.
ლონდონი: საშიში არ არის სიზმარში ცხოვრობდე, საშიშია სხვის სიზმარში გაიღვიძო.
მამარდაშვილი: ქართველობა იწყება ღირსებიდან და არა – პირიქით.
ობამა: ამერიკა ჯეროვნად ვერ აფასებს მსოფლიოში ევროპის წამყვან როლს.
კამიუ: არავინ არასდროს დააყენოთ ოჯახზე წინ, რადგან, როცა გაგიჭირდებათ, ყველა დაგტოვებთ ოჯახის წევრების გარდა.
ბაირონი: ძალიან რთულია, დაემშვიდობო იმას, ვისი გაშვებაც გინდა. მაგრამ, ის უფრო რთულია, დარჩენა სთხოვო მას, ვისაც მართლა უნდა შენგან წასვლა.
მოპასანი: თუ მოექცევი ქალს, როგორც დედოფალს, ის მოგექცევა, როგორც მეფეს. თუ მას გამოიყენებ, როგორც სათამაშოს, გაჩვენებს, როგორ უნდა ითამაშო.