კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დამჯერი თევზები #13

ნოდარ დუმბაძე ცნობილ საბჭოთა მწერლებთან და ხელოვნების მოღვაწეებთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა შემოქმედებითი მივლინებით. ნოდარი ცნობილ ყაზახ მწერალთან, ჩინგიზ აიტმატოვთან მეგობრობდა და ეს ორნი ყველგან ერთად დადიოდნენ – „ამერიკულ ოცნებას“ „შემოქმედებითად სწავლობდნენ“. მალიბუში, მილიონერთა კურორტზე, ერთ-ერთი ბარიდან გამოსვლის შემდეგ, შექეიფიანებულ აიტმატოვს დუმბაძისთვის უთქვამს:
– ნოდარ, ძმაო, რას იტყვი, ხომ არ დავრჩეთ აქ, ამ თავისუფალ ქვეყანაში, სადაც „კაგებე“ ვერ მოგვწვდება და ვერ გვაიძულებს, იდეოლოგიურ ჩარჩოებში მოვაქციოთ ჩვენი შემოქმედებაო.
ნოდარს მთვრალი ყაზახი მწერლისთვის შეუხედავს და უპასუხია:
– არა, რას ამბობ, ჩინგიზ, ძმაო, „კაგებემ“ იაპონიისკენ მცურავი მოქვირითე წითელი თევზების დიდი გუნდი აიძულა უკან, საბჭოეთში დაბრუნებულიყო და ჩვენ რას გვიზამსო.
P.S. ძვირფას, წითელ თევზებს, რომლებიც ვალუტაზე გასაყიდ უძვირფასეს ხიზილალას ყრიდნენ, საბჭოთა სათევზაო ფლოტი ულტრაბგერითი მოწყობილობებით მართლაც აბრუნებდა საბჭოთა ტერიტორიულ წყლებში, რომ ძვირფასი ნადავლი იაპონელებს არ ჩავარდნოდათ ხელში და ნოდარ დუმბაძე ამას გულისხმობდა.

скачать dle 11.3