კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად და როგორ ამზადებდნენ საიდუმლო საბჭოთა ლაზერულ იარაღს, ქართველი კონსტრუქტორის მეთაურობით #13

გაქცევა
1966 წლის 8 აპრილს მორდოვიის ¹39 მკაცრი რეჟისის შრომა-გასწორების კოლონიიდან 42 წლის რეციდივისტი, თორნიკე აბულაძე, მეტსახელად „თოკა“,  გაიქცა. პატიმარმა იმით ისარგებლა, რომ კოლონიაში შვიდი წუთით გამოირთო ელექტროენერგია და იქაურობა უკუნეთმა სიბნელემ მოიცვა. თოკამ შვიდი მავთულხლართი სასწრაფოდ გადალახა, რაშიც მას სამხედრო ფარაჯა („შინელი“) დაეხმარა და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა. გაქცეული აბულაძე მეოთხე პატიმრობას იხდიდა. თერთმეტი წელი ჰქონდა მისჯილი და უკვე ორი წელი პატიმრობაში იმყოფებოდა ინკასატორის ძარცვისთვის. ოთხივე პატიმრობა თოკას ინკასატორის ძარცვისთვის მიუსაჯეს და საერთო ჯამში, მას 17 წელი ჰქონდა გატარებული საპყრობილეში. გაქცევაში თორნიკე აბულაძეს პატიმარი ვიქტორ მიშკინი დაეხმარა, რომელმაც კოლონიაში მოკლე ჩართვა მოაწყო და ქართველ რეციდივისტს გაქცევის საშუალება მისცა. როგორც კი შუქი აინთო, კოლონიის დირექციამ ოთხასპატიმრიანი ზონა ღამის 3 საათზე მწკრივში დააყენა და პატიმრების გადათვლა დაიწყეს. თოკას გაუჩინარება, მისი გაქცევიდან საათ-ნახევრის შემდეგ გამჟღავნდა. გამთენიისას განგაში ატყდა და გაქცეულს მდევრები დაადევნეს, რომლებსაც სპეციალურად გაწვრთნილი, უზარმაზარი გერმანული ნაგაზები ჰყავდათ. ორასი კილომეტრის რადიუსში გადაიკეტა ყველა სავარაუდო გასასვლელი. თუმცა, ამ ღონისძიებებმა შედეგი ვერ გამოიღო. რისკიანმა ქართველმა რეციდივისტმა ჭაობიანი ტაიგის გაუვალი მარშრუტი აირჩია. ოცკილომეტრიანი „მკვდარი ზონა“ წარმატებით გაიარა და თავი შეაფარა პატარა დასახლებულ პუნქტს, სახელწოდებით „ეშმაკის მაღარო“. თუმცა, ოფიციალურად „ლუნოჩარსკ-2“ ერქვა და იქ საბჭოთა სამხედრო მრეწველობისთვის ლალის თვლებს მოიპოვებდნენ.

დახურული ზონა
დასახლება „ლუნოჩარსკ-2“, იგივე „ეშმაკის მაღარო“,  იმ საიდუმლო საბჭოთა-სამხედრო ობიექტების რიცხვს მიეკუთვნებოდა, არცერთ ოფიციალურ რუკაზე რომ არ იყო აღნიშნული. ტერიტორია სამი მხრიდან სამმაგი დაცვითი სისტემით იყო შემოფარგლული და იქ ჩიტიც კი ვერ შეფრინდებოდა შეუმჩნევლად. მეოთხე მხარეს კი ოცკილომეტრიანი ჭაობი აკრავდა და ეს გაუვალი ზღუდე, ბუნებრივ წინაღობად ითვლებოდა. თოკამ კი ის სასწაულებრივად გაიარა და დახურულ ზონაში აღმოჩნდა. ლალის საბადოში მოპოვებული ძვირფასი ქვები, განსაკუთრებით მაღალი ხარისხის გახლდათ. სამხედროები მას ლაზერული იარაღისთვის წარმოებულ ექსპერიმენტებში იყენებდნენ.  ამ სამუშაოების შესახებ საბჭოეთში სულ რამდენიმე ადამიანმა იცოდა. მათ შორის იყო ტექნიკურ-მეცნიერებათა დოქტორი, 55 წლის კონსტანტინე აბულაძე. ის თორნიკე აბულაძის ალალი ბიძაშვილი (მამის ძმისშვილი) გახლდათ და „ლუნოჩარსკ-2-ში“ იმყოფებოდა ძირითადად, ლაზერული იარაღის საცდელ-ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში. კონსტანტინე აბულაძე ამ ლაბორატორიის ხელმძღვანელი გახლდათ და საბჭოთა ლაზერული იარაღის ერთ-ერთ მამამთავრად მიიჩნეოდა. ამის გამო „კაგებეს“ განსაკუთრებულ აღრიცხვაზე იყო. კონსტრუქტორი აბულაძე ცოლშვილიანი გახლდათ. მას 20 წლის ქალიშვილი, ნატო და მეუღლე, ირინა ჰყავდა. ისინი თბილისში ცხოვრობდნენ და კონსტანტინეს საქმიანობის შესახებ მხოლოდ ის იცოდნენ, რომ კონსტრუქტორი მოსკოვში, იარაღის ქარხანაში მუშაობდა და ხშირად დადიოდა მივლინებებში. მართლაც, კონსტრუქტორი აბულაძე წელიწადში 9-10 თვეს თავის ლაბორატორიაში ატარებდა და ცოლ-შვილს იშვიათად ხედავდა. თოკა ხომ 25 წელი არ ენახა. ანუ, მას მერე, რაც თორნიკე პირველად დააპატიმრეს.

მოულოდნელი შეხვედრა
დახურული ზონა ძირითადად ხშირხეებიან ტყეში იყო ჩაფლული. იქ რამდენიმე საცხოვრებელი კოტეჯი და უზარმაზარი ბუნკერი იყო განთავსებული. 12 აპრილს, როცა ჭაობგამოვლილი, გაქცეული პატიმარი ოთხდღიანი წვალების შემდეგ, ზონაში მოხვდა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კოტეჯის სარდაფში შეძვრა და მაგრად ჩაეძინა... 13 აპრილს, გამთენიისას, უეცრად გამოღვიძებულმა, გაქცეულმა პატიმარმა თავისი სამალავიდან ისეთი უჩვეულო სურათი დაინახა,  საკუთარ თვალებს არ დაუჯერა. ტყის სამხრეთით წვრილი, წითელი ზოლი ჩანდა, რომელიც ჩრდილოეთიდან მოდიოდა. თოკამ ზოლს თვალი გააყოლა და დაახლოებით ასიოდე მეტრში, შავი ფერის საგანი დაინახა, რომელიც ზოლმა გაჭრა, შემდეგ კი უზარმაზარ ფიჭვს ცეცხლი წაუკიდა. ცეცხლის გაჩენისთანავე ზოლი გაქრა. უეცრად ოთხი ადამიანი გამოჩნდა, რომლებმაც ცეცხლმაქრობით ფიჭვზე გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს. ამასობაში ინათა კიდეც და დევნილმა ნაცნობი მამაკაცის სილუეტი დალანდა, რომელიც ზოლით გაჭრილ საგანს მიუახლოვდა და ყურადღებით ათვალიერებდა. ნაცნობ სილუეტს თოკა თვალს არ აცილებდა.  სახით თორნიკესკენ რომ შემოტრიალდა, რეციდივისტს აღმოხდა: ღმერთო ჩემო, ეს ხომ კოტეა!..

ძმა ძმისთვის
შემდგომი მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით განვითარდა. გაოცებისგან პირდაღებულ თოკას, უზარმაზარი გერმანული ნაგაზი მიახტა, რომელიც სარდაფში ჩუმად მიეპარა და ძირს დასცა. შემოცვივდნენ ავტომატებით შეიარაღებული  „კაგებეს“ სპეცრაზმის მებრძოლები. მათ გაქცეული გაკოჭეს, სარდაფიდან ამოათრიეს და წაიყვანეს.
– კოტიკო, მიშველე! – განწირული ხმით იღრიალა თოკამ და ფოლადის გაჭრილ დაფასთან მდგომ ბიძაშვილს ხმა მიაწვდინა.
კონსტანტინე აბულაძემ შეიარაღებული მებრძოლები გააჩერა. შემდეგ მათთან მივიდა და ალალი ბიძაშვილი რომ იცნო, გადაეხვია... გაოცებული „კაგებეშნიკების“ თანდასწრებით, თოკამ ბიძაშვილს ყველაფერი უამბო და დახმარება სთხოვა.
– რიბკინ, – მიმართა კონსტანტინე აბულაძემ „კაგებეს“ პოლკოვნიკს, – ახსენით და ჩემს კოტეჯში მიიყვანეთ. აქედან ის ვერსად გაიქცევა. თვითონ მოვაგვარებ ყველაფერს. მოსკოვს დაველაპარაკები და გავარკვევ, რაც ხდება.
რიბკინი უარზე იდგა – თოკა უნდა წაეყვანა და დაეხვრიტა, რადგან შინაგანაწესით ასე იყო დადგენილი. მაშინ, კონსტანტინე აბულაძემ მის მიერვე შექმნილი, ექსპერიმენტული ლაზერული იარაღი ჩართო და „კაგებეშნიკს“ ორი ძაღლი თვალწინ დაუწვა, შემდეგ კი კბილებში გამოსცრა:
– ამ ძუკნების კვალს გაგაყოლებ, პოლკოვნიკო, თუ ჩემს ბრძანებას არ დაემორჩილები.
თოკა გაათავისუფლეს და კონსტრუქტორმა ის თავის კოტეჯში დააბინავა. მეორე დღეს კი მოსკოვიდან უშიშროების სპეცჯგუფი ჩამოფრინდა ფორსმაჟორული სიტუაციის ადგილზე შესასწავლად. როგორც წლების მერე გაირკვა, ციხიდან გაქცეული ბიძაშვილი კონსტანტინე აბულაძემ „ლუნოჩარსკ-2-ში“ დაასახლა, რადგან მისი იქიდან გაშვება არ შეიძლებოდა და ამგვარად გადაარჩინა სიკვდილს. ოფიციალურად გაქცეული თოკა დაღუპულად ითვლებოდა და ის 1996 წელს გარდაიცვალა დასახლება „ლუნოჩარსკ-2-ში.“ საბჭოთა ლაზერული იარაღის ერთ-ერთი მამამთავარი კონსტანტინე აბულაძე კი ერთი წლის შემდეგ წავიდა ამქვეყნიდან.

скачать dle 11.3