კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გახდა ზურაბ ვადაჭკორიას ინსულტის მიზეზი და რატომ თქვა უარი მან რამდენიმე დღით ადრე, დაბადების დღის აღნიშვნაზე #13

28 თებერვალს ილუზიონისტი ზურა ვადაჭკორია ინსულტის დიაგნოზით ინგოროყვას სახელობის საავადმყოფოში მოათავსეს. ამ დრომდე, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო და რეანიმაციის განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე, ნარკოზის ქვეშ იმყოფებოდა. თუმცა, 22 მარტს, ცნობიერება დაუბრუნდა და მართვის აპარატიდანაც გამორთეს. ჩვენ საავადმყოფოში ვესაუბრეთ ზურას ქალიშვილს, მიმი ვადაჭკორიას და გამოვკითხეთ – რა უძღვოდა მის ამ მდგომარეობას წინ, ჰქონდა თუ არა წინასწარი განწყობა და რას ამბობენ ექიმები, მის მდგომარეობაზე.
მიმი ვადაჭკორია:  უკვე 22 დღეა, მამა საავადმყოფოში წევს და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. ახლა კი ცნობიერება დაუბრუნდა, მართვითი აპარატიდანაც გამორთეს და მხოლოდ ღამით აერთებენ (ინტერვიუ ჩაწერილია 22 მარტს – ავტორი). 28 თებერვალს შემოვიდა ინგოროყვას კლინიკაში და ინსულტის დიაგნოზი დაუსვეს. უგონოდ იყო და როცა ოჯახის წევრები მის სანახავად შევდიოდით რეანიმაციაში, თვალებს ახელდა, ცრემლი მოსდიოდა და რაღაცის თქმას ცდილობდა. ეს ისეთი დაავადებაა, რომლსაც დიდი დრო დასჭირდება, რომ სიტუაციიდან გამოვიდეს. ღმერთის იმედი გვაქვს, რომ მალე დაუბრუნდება სრულფასოვან ცხოვრებას და საუბარსაც შეძლებს. როცა მე შევდიოდი, უფრო ჩემზე ჰქონდა რეაქცია და ექთანი მეუბნებოდა ხშირად ამოდიო. ვეუბნებოდი, მამა, არ ინერვიულო, კარგად იქნები, ჩვენ კარგად ვართ და მთელი შენი სამეგობრო გიდგას გვერდით, შვილიშვილები გელოდებიან-მეთქი. ამას რომ ვეუბნებოდი, ცრემლი მოსდიოდა, რაღაცის თქმას ცდილობდა, მაგრამ, ვერ ახერხებდა... თვალებით მესაუბრებოდა. ვეუბნებოდი, გავიგე და ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. მადლობა ღმერთს, ცნობიერებაც დაუბრუნდა და იმედია, მალე კარგად გახდება. მთავარია, შეგრძნებები აქვს, გონზე მოვიდა, აპარატიდანაც გამორთეს და თავისით შეძლო სუნთქვა... ეს დიდი პროგრესია. ექიმები ამბობენ, ღმერთის რჩეულიაო. განსხვავებული ტვინი აქვს. ამდენი ფოკუსების კეთებას ისე ვერ შეძლებდა, აშკარად, ტვინი აქვს სხვანაირად მოწყობილიო (იღიმის). ახლა დაკვირვების ქვეშ არის. მე და დედა შევედით ზურასთან. ჩემი ხმა რომ გაიგო, თვალები გაახილა. დედამ ჰკითხა: გესმის ჩვენიო, თავი დაიქნია – კიო. გინდა შენთან ვიყოთ, დავრჩეთო და ისევ თავი დაგვიქნია. ვუთხარით, აბა, ენა გამოგვიყავი-მეთქი და გამოგვიყო... ისეთი ბედნიერები ვიყავით, ვერ გეტყვით. ჯერ კიდურებს ვერ ამოძრავებს, არც შეიძლება დიდი დატვირთვა, მთავარია, ცნობიერება დაუბრუნდა. რეაბილიტაციას დიდი დრო დასჭირდება. ამისთვისაც მზად ვართ. ძლიერი პიროვნებაა და კიდურების ამოძრავებასაც შეძლებს. ჩემს ძმას ჰყავს ბიჭი, ზურა ვადაჭკორია და სულ ამბობდა, ეს ჩემი გვარის და სახელის გამგრძელებელიაო. შვილიშვილები პატარები არიან, არ ვეუბნებით ზურას მდგომარეობის შესახებ, მაგრამ გრძნობენ. ჩვენ ვეუბნებით, კონცერტები აქვს და მალე მოვაო. უფროსი გოგონა კი, ამბობს, თვალები მეწვის, ნუ ლაპარაკობთ ბაბუზეო. ძალიან თბილი ბაბუაა და ენატრებათ ბავშვებს. დედა ძალიან განიცდის, ემოციურია და არავინ უნდა მამას გარდა. სულ ლოცულობს.
– რაიმე წინაპირობა თუ ახლდა ინსულტს თან? ტკივილს თუ უჩიოდა, რაიმე წინათგრძნობა ხომ არ ჰქონდა?
– არანაირი წინაპირობა არ ყოფილა. ექვსი წლის წინ, გულზე შუნტირება აქვს გაკეთებული. მოციმციმე არითმია დაემართა მაისში და არ წავიდა ექიმთან. ამბობდა, არ მინდა ექიმთან წასვლა, მედიკამენტებს დავლევ და გამივლისო. როგორც ექიმები ამბობენ, სწორედ მოციმციმე არითმიამ გამოიწვია ინსულტი და რომ ემკურნალა, სავარაუდოდ, ინსულტს აიცილებდა. არც წინათგრძნობა ჰქონია. ეს რომ ჰქონოდა, ტელეფონებზე, ლეპტოპზე და საბანკო ანგარიშებზე, პლასტიკურ ბარათებზე კოდები აქვს და ელემენტარულად, კოდს მაინც გვეტყოდა ოჯახის წევრებს.
– იმ დღეს, როცა ინსულტი დაემართა, სად იყო და თავს როგორ გრძნობდა?
– ერთ-ერთ ორგანიზაციაში იყო შეხვედრაზე  კონცერტების თაობაზე მოსალაპარაკებლად. მერე, ზურა კობეშავიძეს უნდა შეხვედროდა, რომ მაია ასათაიანის შვილის დაკრძალვაზე წასულიყვნენ. შეხვედრაზე, თავისი ფოკუსების ვიდეოს რომ აჩვენებდა და შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე, თავი ასტკიებია და ხელები დაბუჟებია. უთქვამს კიდეც იმ ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის. ალბათ, წნევა გაქვთ, დაბრძანდით და სასწრაფოს გამოვიძახებთო. ზურას კი უთქვამს, ჩემს შვილებს არ დაურეკოთ, შეეშინდებათ, სამსახურში არიან, ინერვიულებენ და ცოლს, იას დაურეკეთ, მოვიდესო. სახლის ტელეფონის ნომერიც უთქვამს და სასწრაფო რომ მოსულა, ექიმისთვის შუნტირება რომ ჰქონდა გულზე გაკეთებული, ისიც უთქვამს და გათიშულა. გაუზომიათ წნევა და 280 ჰქონია. ხშირად ვურეკავდი მამას, დილითაც ველაპარაკე და მითხრა, საყიდლებზე ვიყავი, ხილი მოვიტანე. შვილიშვილებს გამოვუწურე სტაფილოს და ვაშლის წვენი და მეც დავლიეო. დედა მასზე ადრე გავიდა სახლიდან და მასთან უსაუბრია, ჯერ საქმეზე უნდა წავიდე, მერე დაკრძალვაზე და მერე მოვალო. ჩვეულებრივად ყოფილა დილას. მეც ასე მითხრა, საქმეზე მივდივარო. მერე რომ დავრეკე, იმ ორგანიზაციის დაცვის თანამშრომელმა მიპასუხა მამას ტელეფონზე, სადაც მოლაპარაკებაზე იყო. წნევამ აუწია და სასწრაფოს მანქანით ინგოროყვას საავადმყოფოში მიგვყავს, მოაკითხეთო. მისი მეგობარი, მამუკა ქაცარავა დახვდა მიმღებში. მან გვითხრა, გონებას ნელ-ნელა კარგავდაო. კომპიუტერული ტომოგრაფია რომ გადაუღეს, ინსულტი არ აღმოჩნდა. თუმცა, მამუკამ გვითხრა, კლინიკურად მივხვდით, რომ ინსულტი ჰქონდაო. განმეორებით რომ გაუკეთეს კომპიუტერული ტომოგრაფია, იქ აღმოჩნდა ინსულტი. საძილე ნარკოზის ქვეშ იყო მთელი დღეები. უამრავი ადამიანი მირეკავს, მოდის და კითხულობს მამას. ვერც წარმოვიდგენდი, ამდენ ვინმეს თუ უყვარდა ზურა. უცხოები მოდიან და მეუბნებიან, ზურას სახელზე ეკლესიაში ჯანმრთელობის ლოცვებს ვკითხულობთო. დიდი მადლობა მათ, რომ ასე მხარში გვიდგანან. ვამაყობ იმით, რომ მამა ამდენ ხალხს ყვარებია. მოსკოვიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიიდან, ამერიკიდან რეკავენ, კითხულობენ მამას ამბავს. გიორგი ვოლსკიც იყო მოსული, მამას მეგობარია. ასევე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურა ჩიკვილაძე, ზაზა გაბუნია, გიორგი ლილუაშილი, შალვა ობგაიძე, მთელი შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, მსახიობები, გამგეობის თანამშრომლები, მერია, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები... სრულიად საქართველო გვიდგას მხარში და ესენი გვატანინებენ ამ ტკივილს. მინდა უღრმესი მადლობა ვუთხრა, ბატონ დავით ნარმანიას გაწეული ფინანსური დახმარებისთვის, ინგოროყვას კლინიკის ყველა თანამშრომელს და ნეიროქირურგიის განყოფილებას. მართლა არ დაუზოგავთ თავი და ყველაფერს აკეთებდნენ ზურასთვის. ამ 22 დღის განმავლობაში, თვალწინ ჩამიარა მთელმა ჩემმა ბავშვობამ, მამასთან გატარებულმა წამებმა... მაკლია მამას სითბო და აზრები. ყველა დეტალი მახსენდება მამასთან გატარებული. 24 თებერვალს 56 წლის გახდა, 28 თებერვალს კი, საავადმყოფოში მოხვდა. სხვათა შორის, მამას უყვარს დაბადების დღეზე სამეგობროსთან ერთად დროსტარება, მაგრამ წელს მოკრძალებულად, ოჯახურ წრეში მოინდომა გადახდა. თქვა, 60 წლის რომ გავხდები, მერე გადავიხდი გრანდიოზულ დაბადების დღეს, თავისი შოუთიო. ახლა გამახსენდა, ამბობდა, არ მაქვს ხალისიო და იქნებ, ეს იყო წინასწარი გრძნობა, ვერ გეტყვით. ოქტომბერში დედა გარდაეცვალა და მას მერე, სულ დათრგუნული იყო. განიცდიდა, ძალიან დარდობდა. ამას დაემატა მაია ასათიანის შვილის გარდაცვალება და ესეც, ძალიან განიცადა. მამას დაბადების დღე თენდებოდა. ტრადიცია გვაქვს, დაბადების დღეს ღამის 12 საათზე ვულოცავთ ერთმანეთს. მე გათხოვილი ვარ და დედამ და ჩემმა ძმამ მითხრეს, ნუციკოს გარდაცვალება რომ გაიგო, არც კი მიგვიკარა, დაბადების დღე რომ მიგველოცაო.

скачать dle 11.3